2| სკოლა(განახლებული)

553 40 0
                                    

ორშაბათი დილა გათენდა. დილის 8 საათზე გავიღვიძე და ჩემი პატარა ოთახიდან გამოვედი. დედა სახლში არ დამხვდა, ბოდიშიც ვერ მოვუხადე გუშინდელის გამო. ფანჯრიდან გავიხედე, მზე ღრუბლებს ეფარებოდა. ჩავიცვი, ვისაუზმე და სკოლაში წასვლისთვის მოვემზადე, რომელიც სახლთან ახლოს იყო, ამიტომაც სულ ფეხით დავდიოდი. გზაში მუსიკის მოსმენა ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა, არაფერი გესმის და მხოლოდ იმ უსაყვარლეს მელოდიას უსმენ, რომელიც არც გეჩხუბება, არც გეიაზვება. ვიცი ცოტა უცნაურია, მაგრამ ხმას ბოლომდე ვუწევ. ერთხელ 10 წლის რომ ვიყავი ამის გამო მანქანა კინაღამ შემეჯახა.

სკოლაში მივედი. როგორც ყოველთვის პირველი ვარ ხოლმე. ჩემს მერხზე დავჯექი ისტორიის წიგნი ამოვიღე და გადამეორება დავიწყე. 10 წუთიც არ იყო გასული როცა კლასში ბეკი და მისი "კამანდა" შემოვიდნენ, ზემოდან გადმომხედეს და ჭორაობა დაიწყეს. ყურადღება არ მივაქციე და გაკვეთილის გადამეორება დავიწყე. „გოგო ხო იცი გუშინ ცოტნე მოვიდა და სიყვარული ამიხსნა, მაგრამ მე უკვე რათქმაუნდა დაკავებული ვარ." სიცილით დაიწყო ბეკიმ თავისი სასიყვარულო რომანების მოყოლა. აღარ შემეძლო მათთან ერთად კლასში ჯდომა და ათასობით მარაზმის მოსმენა. ქეთი მომიახლოვდა, იგი ბეკის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია.
-ნუცა.. მათემატიკის დავალება დაწერე?
-კი დავწერე-მოკლე მასუხი გავეცი და ისევ გავაგრძელე გაკვეთილის გადამეორება.
-ხოო... მე დამეზარა გუშინ გოგოები ბიჭებთან ერთად გავედით ღამე და რომ მოვედი პირდაპირ დავიძინე.
-არაუშავს, დიდი იმედი მაქ მასწავლებელი ცუდ ნიშანს არ დაგიწერს, თან ჯერ ისტორია გვაქ.
-ანუ ამდენი ხანი გელაპარაკები და ვერ ხვდები რა მინდა? მომეცი შენი მათემატიკის რვეული რომ გადავიწერო, თან გოგოებსაც უნდათ.-პასუხი აღარ გავეცი, ჩანთაში ხელი ჩავყავი და რვეული მივაწოდე. სწერვულად გამიღიმა და გოგებთან დაბრუნდა.

გაკვეთილები მალე დასრულდა. გიოს ნახვა მინდოდა, მაგრამ ვერსად ვიპოვე, ეტყობა სკოლაში არ იყო მოსული. სახლში წავედი. არაფერზე ვფიქრობდი. უბრალოდ სახლში მისვლა და იმ ერთი სოსისის ჭამა მინდოდა. სადარბაზოში შევედი, იმწამსვე სიცივე ვიგრძენი და სასწრაფოდ კიბეებზე ავირბინე. სახლთან მივედი და კარზე დავაკაკუნე, არავინ გამიღო, გასაღებიც არ მქონდა წამოღებული. ვიცოდი რაც შემეძლო მექნა, ამითვის ძალიან დიდი ძალიახმევა მჭირდებოდა, მაგრამ მაინც მეთორმეტე სართულზე ავედი და გიოს კარზე დავუკაკუნე. კარები მამიდამისმა, ნატრულიმ გამიღო.
-გეგიმარჯოს შვილო, რაფერ ხარ?
-გამარჯობა ნატრული დეიდა, გიო სახლშია?
-მა გეფუჩუა სი! სახლშია, სახლშია შემოდი-რაღაცა მითხრა მეგრულად და გაიწია, მივხვდი შესვლის ნება რომ დამრთო. შევედი. გიოს სახლი ჩემს სახლზე ბევრად უკეთესია. ნატრული დეიდამ მანიშნა, რომ იგი ოთახში იყო. კარები ჩუმად გავაღე. გიოს ტანზე არაფერი ეცვა და ეძინა. არც საბანი ეფარა. მხოლოდ რაღაც ფურცელი ეჭირა ხელში სადაც „პირველი დავალება" ეწერა.

••••••••••••••••••••••
პრივეტ!🔥
დაავოუთეთ
💫თუ ახლები ხართ მხოლოდ ის თავები წაიკითხეთ რომელსაცგანახლებული" აწერია იმიტომ, რომ მინდა მოვლენები სხვანაირად განვავითარო!💫♥️

სკოლის ფურცელი(ნახლდება)Where stories live. Discover now