4| საავადმყოფო(განახლებული)

455 30 0
                                    

მეორე დღეს საავადმყოფოში გავიღვიძე. ოთახი დიდი იყო. თეთრ ლოგინში ვიწექი. თვალებში მზის შუქი მანათებდა. თავზე ხელი მოვიკიდე და ბინტი მქონდა შემოხვეული. კარები გაიღო და ოთახში მაღალი ექთანი შემოვიდა.
-თავს როგორ გრძნობ? რამე ხომ არ გაწუხებს?-თბილი ხმით მითხრა და ლოგინის კიდეში ჩამოჯდა.
-არა, არაფერი მაწუხებს. უბრალოდ მაინტერესებს თავზე ეს ბინტი შემოხვეული რატომ მაქვს?
-მეზობელმა დაგინახა როცა კიბეებზე დაგორდი და თავი გაიტეხე. ის რომ არ ყოფილიყო სისხლისგან დაიცლებოდი.
-დედა სადაა?
-დედაშენი 10 წუთია რაც წავიდა. მითხრა რომ გაიღვიძებს დამირეკოსო, მაგრამ სტუმარი გყავს.-მითხრა და ფანჯრისკენ გატრიალდა. იქნებ ისევ ის პოლიციელი ქალია. არ მინდოდა მისი ნახვა!
-ვინ არის ხომ ვერ მეტყვით?-შეშინებულმა ვკითხე და ოდნავ წამოვიწიე.
-მითხრა მეგობარი ვარო. თუ არ ვცდები მაკუნა ქვია.-გამიღიმა, რაღაც წამალი აიღო და ვადა შეამოწმა. სახელი როცა გავიგე ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა."ნუცა! აქ უნდა დამაყუდო?" კარიდორიდან მაკუნას ხმა გავიგე. ექთანმა იმწამსვე შემოუშვა. მაკუნა მომიახლოვდა, ჩამეხუტა და ლოგინის გვერდით მდგომ სკამზე დაჯდა.
-იცი როგორ ვინერვიულე? რას წამოკარი ფეხი ან რატო გამორბოდი სახლიდან?! იქ რომ არ ვყოფილიყავი სისხლისგან დაიცლებოდი!-არ გაჩერდა იმდენს ლაპარაკობდა. თურმე ის გმირი მეზობელი მაკუნა ყოფილმა ექთანმა რომ მითხრა.
-კარგი გეტყვი ყველაფერს ოღონდ მომისმინე.
-მთელი გული და სულით გისმენ-სკამზე კარგად მოკალათდა და თვალები დაჭყიტა. ყველაფერი მოვუყევი. გიოზეც, სახლში რომ ვიყავი, ფურცელზეც სადაც სისულელე დავალება ეწერა. გაოგნებული მიყურებდა, ხმასაც ვერ იღებდა. თურმე მასთანაც მისულან პოლიციელები შესამოწმებლათ. გიოს ამბავი არ ვიცი, აღამოუჩინეს თუ არა მისი საიდუმლო პოლიციელებმა. მაკუნამაც არაფერი იცოდა ამის შესახებ.

1 საათის შემდეგ მაკუნა წავიდა. მარტო ვიყავი პალატაში. ადგომას ვეცადე, მაგრამ თავბრუ მეხვეოდა. ექთანი რო არ ყოფილიყო სასადილოში ვერ წავიდოდი. კაფეტერია უზარმაზარი იყო. უმეტესად ჩემხელა ბავშვები იჯდნენ. თვალების ქვევით თითქმის ყველას გაშავებული ჰქონდათ. მაგიდას მივუჯექი. ჩემს გვერდით სამი ბავშვი იჯდა. "ხო იცით გუშინ კიდევ ერთმა მოიკლა თავი და 1 საათის წინ შემოიყვანეს საავადმყოფოში." ეს რომ გავიგე კინაღამ გავგიჟდი. 1 წამი გავიგიქრე გიო ხომ არ არის მეთქი.

ჭამის შემდეგ დერეფანში გავედი. პალატისკენ რომ მივდიოდი გადაფარებული გვამი დავინახე. გავშეშდი. მხოლოდ ხელი უჩანდა. ნელ-ნელა მივუახლოვდი. კარგად დავაკვირდი და წითლად ამოტვიფრული სვირინგი შევამჩნიე. მას „სფ" ეწერა.

***************პრივეტ!🔥✨დაავოუთეთ✨💫თუ ახლები ხართ მხოლოდ ის თავები წაიკითხეთ რომელსაც „განახლებული" აწერია იმიტომ, რომ მინდა მოვლენები სხვანაირად განვავითარო!💫♥️

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.



***************
პრივეტ!🔥
დაავოუთეთ
💫თუ ახლები ხართ მხოლოდ ის თავები წაიკითხეთ რომელსაცგანახლებული" აწერია იმიტომ, რომ მინდა მოვლენები სხვანაირად განვავითარო!💫♥️

სკოლის ფურცელი(ნახლდება)Where stories live. Discover now