#1

916 49 13
                                    

შენი ცხოვრება შეიძლება ვერ დაგეგმო მაგრამ ყველა ადამიანს აქვს მიზანი და რაღაც გეგმა რისთვისაც ყველაფერს აკეთებს. ბევრის გეგმა უბრალოდ გართობა და ასე რომ ვთქვათ ცხოვრების შერგებაა. ზოგის გეგმა კი მხოლოდ სწავლაა და მეტი არაფერი. ზოგი კი სიყვარულს დაეძებს და მისი გეგმა სწორედ ესაა. იპოვოს მისი მეორე ნახევარი რომელიც დამეთანხმებით მარტივი საქმე არაა. მაგრამ არსებობს ადამიანების კატეგორია რომელსაც ასე რომ ვთქვათ ოქროს შუალედი აქვთ ნაპოვნი ერთობიან და ცხოვრებას ირგებენ მაგრამ ამავე დროს სწავლასაც აქცევენ რაღაც დოზით ყურადღებას. მინდა გითხრათ რომ ადრე სწავლაზე გადამკვდარი ვიყავი მაგრამ რაღაც რაღაცეების გამო ცოტა ხნით შესვენება მქონდა. მაგრამ ახლა უკვე უნივერსტეტში ვსწავლობ. რას ვიზავთ ცხოვრებაში ყველას გვაქვს რთული პერიოდი... მართალია ამ პერიოდის მერე სრულიად სხვა ადამიანი ვარ მაგრამ ეს არ მადარდებს. ადრინდელი "მე"სგან მგონი აღარაფერი შემომრჩა. მაგრამ არაუშავს როგორც ჩანს ასე იყო საჭირო...

***
ყურსასმენებს ვირგებ და სიარულს ვიწყებ ცოტა ხანში კი სიარული ძუნძულში იზრდება საბოლოოდ კი სირბილში. აწ უკვე დაზეპირებულ ქუჩებში თითქმის თვალდახუჭული დავრბივარ. ხალხის მზერას ყურადღებას არ ვაქცევ და მთლიანად მუსიკის რიტმში ვიკარგები. ვარჯიში და მუსიკა ყველაზე კარგი განტვირთვაა ჩემთვის...
სირბილისგან დაღლილი სიარულს ვიწყებ და მარკეტებს თვალს ვავლებ. ერთ-ერთ ჯიხურში შევდივარ და ტკბილეულისკენ ვიძვრები. ქინდერის ფილების ერთ-ერთ შეფუთვას ხელს ვავლებ და სალაროსთან მივდივარ. ქინდერთან ერთად სიგარეტის ერთ კოლოფს ვიქცევ ხელში და რიგში ვდგები. როცა ჩემი დრო მოდის მშვიდად ვიხდი ფულს ხურდას ვიღებ და ყველანაირი ჩეკის და პაკეტის გარეშე ვტოვებ იქაურობას. სწრაფად ვხსნი შეფუთვას და ახლოს მდებარე ნაგვის ურნაში ვაგდებ. შემდეგ კი ერთ ღერს ვიღებ და ტუჩებს შორის ვიქცევ. სპორტულის ჯიბეში ხელს ვაფათურებ და სანთებელას ვეძებ. როცა ვპოულობ შავ პატარა ნივთს ხელში ვათამაშებ და ვანთებ. ცეცხლის ალის მაშინვე ხვდება სიგარეტის მსხვილ ღერს და ისიც წამებში ინთება მაშინვე ვუშვებ ფილტვებში კვამლს და თვალები მეხუჭება. ყოველივე ამის შემდეგ გზას მშვიდად ვაგრძელებ. ქინდერის შეფუთვასაც ვხსნი და იქიდან ერთ ფილას ვიღებ. სიგარეტის მოწევას ქინდერის ჭამასაც ვუმატებ და გზას ისე ვაგრძელებ. რა გასაკვირია არა?? რამდენიმე წუთის წინ დავრბოდი და ჯანსაღ ცხოვრების წესს მივყვებოდი ახლა კი პირში სიგარეტ გაჩრილი მშვიდად მივიკვლევ გზას. ვიცი რომ ნაგავია მაგრამ თითქოს მამშვიდებს. არადა ყველამ კარგად ვიცით რომ ეს უბრალოდ ჩვენი შექმნილი ილუზიაა. მუსიკაში ჩაძირული ფეხებს თავისით მივყავარ ჩემს სახლამდე. კიბეებს ავრბივარ და კარს რამდენიმე გადატრიალებით ვაღებ. ფეხზე ვიხდი და სახლში შევდივარ. გონება მაშინვე სააბაზანოსკენ მიიწევს რადგან ერთი სული მაქვს ჭუჭყიან სხეულს როდის დავიბან. სიგარეტის, ქინდერის უკვე ნახევრად დაცლილ კოლოფს, ტელეფონს და ყურსასმენებს მისაღებში ტელევიზორის წინ ვყრი და სააბაზანოში შევდივარ. მუქი ფერის მატერიას მალევე ვაშორებ სხეულს და წყლის ქვეშ ვდგები. მაშინვე მიდუნდება სხეულის ყველა ნაწილი და მეც უკვე მერამდენედ სხვა სამყაროში ვეშვები. როცა ვთვლი რომ სხეული საკმაოდ სუფთაა ონკანს ვკეტავ და კაბინას ვტოვებ. პირსახოცს სხეულზე ვიკრავ და სველი ჩემს ოთახში გავდივარ. ოთახში შესვლიდან მალევე ვაშორებ ჩემს სხეულს შავ მატერის და საწოლზე ვაგდებ. შემდეგ კი თბილ სპორტულებში ვეხვევი. სველ თმას ოდნავ ვიშრობ პირსახოცის დახმარებით და ოთახსაც ვტოვებ. სამზარეულოში შევდივარ მაცივრიდან სენდვიჩებს ვიღებ შემდეგ კი მისაღებში გავდივარ და ტელევიზორთან ვჯდები. არხიდან არხზე დავბოდიალობ მაგრამ ვერაფერ საინტერესოს ვერ ვპოულობ. როგორც ყოველთვის. ბოლოს რაღაც ფილმს ვპოულობ და პულტსაც სავარძლის ბოლოსკენ ვისვრი... სენდვიჩების ჭამას როგორც კი მოვრჩი თეფში მაგიდაზე დავაბრუნე და ახლა სიგარეტის კოლოფს დავწვდი. ერთი ღერი ამოვიღე და კბილებით უნდა დამეჭირა როცა კარზე ზარის ხმა გავიგე. სიგარეტი კოლოფში დავაბრუნე და იქვე მივაგდე შემდეგ კი ზლაზვნით ვდგები ფეხზე და კარს ვუახლოვდები. გასაღებს რამდენჯერმე ვატრიალებ და კარიც იღება. ხომ შეიძლება დასვენების დღე შემარგონ და მარტო ვიყო არა?? მაგრამ არა... სახელურს ვწევ და კარებს ჩემკენ ვექაჩები.
- რა გინდა ბობ?? დაღლილი ხმით ვამბობ როცა ჩემს წინ ნაცნობ სილუეტს ვამჩნევ.
- რა სტუმართ მოყვარე ხარ ჩემო გოგო ნუ თუ ბიძას ასე უნდა შეხვდე? ვითომ ნაწყენი ხმით ამბობს და ხელებს შლის რომ ჩამეხუტოს. მე კიდევ მობეზრებული თვალებს ვატრიალებ და ხელებს ვადებ რომ ძირს ჩავაწევინო
- ამის დრო არ მაქვს უბრალოდ სწრაფად თქვი რა გინდა და წადი უხეშად ვპასუხობ და კარს ვეყრდნობი.
- გეტყვი ოღონდ მანამდე ერთი ფინჯანი ჩაი დამალევინე
- ოჰ ბობ როდის აქეთ ასეთი დახვეწილი საუბარი ირონიით ვამბობ და ვიწევი. ისიც არ აყოვნებს და სახლში შემოდის.
- პირდაპირ სამზარეულოში შედი ჩაის ჭიქით სირბილს ნამდვილად არ ვაპირებ გაღიზიანებული ვამბობ და უკან მივყვები. სამზარეულოს სკამზე ჯდება და ამაზრზენი მომღიმარი სახით მიყურებს. ღმერთო ვერ ვიტან ამ კაცს. ჩაიდანს ვრთავ და ფინჯანში ჩაის ფერს ვასხამ. როგორც კი წყალი დუღდება სწრაფად ვასხამ და მობეზრებული წინ ვუდებ.
- შაქარი წინ გიდევს რამდენიც გინდა ჩაყარე ან თუ გინდა სულ ნუ ჩაყრი... ახლა კი დროზე მითხარი რა გინდა დრო არ მაქვს
- აჰ ჰო სულ დამავიწყა მე ხომ მის დაკავებულობას ვეწვიე
- შენი მდარე იუმორი შენთვის შეინახე ახლა კი ან თქვი რა გინდა და რატომ მოხვედი ან არა და კარი იცი სადაცაა და მიბრძანდი
- კარგი კარგი ნუ ბრაზობ... მოკლედ შენთან შემოთავაზება მაქვს...

----

საცდელი თავია ასე რომ გელოდებით და ველოდები თქვენს აზრს ახალ ფიკთან დაკავშირებით ❤❤❤❤
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ ❤❤❤❤

FICTITIOUSLYWhere stories live. Discover now