#8

241 30 9
                                    

- ახლავე ადექი დია
- გთხოვ იქნებ არ გვინდა
- აბა მაგ ჟირაფის კისრით როდემდე უნდა იარო
- მეშინია რადა
- რისი გეშინია გოგო... ერთი დატკაცუნება და ძველი დია დაბრუნდება
- ახლაც ძველი დია ვარ
- არა არ ხარ... ახლანდელ დიას ჯირაფის კისერი აქვს.
- ოუ კარგი რა
- არ უნდა კარგი რა მორჩი ლუკმვას და წავედით. ექიმი გველოდება
- კარგი ხო კარგი... არ მოგასვენებენ რა უფფ ბუზღუნებს და ფეხზე დგება - აჰა წავედით
- წავედით სიცილით ვამბობ და ჩემს წინ წასულ დიას უკან მივყვები...

***
თითქმის ორი კვირაა გასული რაც დია საავადმყოფოდან გამოწერეს... მისი მოვლა ჩემს თავზე ავიღე ამიტომ ნაწილობრივ ჩემთან გადმოვაბარგე...
დღეს კისერზე ფიქსატორი უნდა მოიხსნას და ამაზე დილიდან წუწუნებს. ეშინია და გაიძახის მეტკინებაო...  ცოტაც და რაღაცას მოვწევ...

***
სახლის კარს ვკეტავ და კიბეებზე ლოკოკინის ნაბიჯებით მიმავალ დიას ვეწევი.
- რადა იქნებ საავადმყოფოში წასვლას სადმე გაგვესეირნა??
- საავადმყოფის შემდეგ წავიდეთ
- ოო ეგრე რა არის რა
- რა არ მოგწონს?
- შენი საქციელები
- ნაკლებად ვინტერესდები ახლა კი მანქანაში ხელს სახელურს ვავლებ და კარს ჩემსკენ ვექაჩები. შემდეგ კი ხელს სალონისკენ ვიშვერ და ვანიშნებ რომ მანქანაში სწრაფად მოთავსდეს. ის კი ერთს მიბღვერს და მანქანაში ჯდება. მე კი კარს უხმოდ ვკეტავ და ასევე უხმოდ ვთავსდები ჩემს ადგილას...

***
- ეჰ რა მალე მოვედით რა არის ეს რა...
- შეგიძლია ორი წლის ბავშვივით არ იჭუჭყუნო და მშვიდად გააკეთო ის რაც საჭიროა?? ვუღრენ და საავადმყოფოს შესასვლელისკენ ერთად ვიძვრებით.
- რომ მეტკინოს??
- არ გეტკინება
- რომ მეტკინოს რას იზავ??
- და რომ არ გეტკინოს??
- ქათმის საჭმელად წაგიყვან
- კარგი ასე ვქნათ თუ გეტკინება მე წაგიყვან თუ არა და შენ
- კარგი იღიმის და კიბეებზე ადის.
 
ჯიბეში ვიბრაციას ვგრძნობ და მეც ჯიბიდან მობილურს ვიღებ. სენსორს ხელს ვუსმევ და ღიმილით ვპასუხო
- ჰეი ჩანი
- რადა... სად ხარ... როგორ ხარ??
- რავიცი ჩან მე და დია საავადმყოფოში ვართ
- ყველაფერი კარგადაა??
- კი კი უბრალოდ დღეს ფიქსატორს იხსნის...
- ოუ... დღეს ვარჯიშზე ხომ მოხვალ თუ კიდევ გამოტოვებ
- არა არა ჩანი მოვალ...
- კარგი მაშინ შეხვედრამდე
- კარგად ჩანი...

FICTITIOUSLYWhere stories live. Discover now