ზარის ხმა სიზმრების სამყაროში ზედმეტად უხეშად იჭრება და მეც გაღიზიანებული აზრზე მოსვლას ვცდილობ. თბილი საბნიდან ხელს ნელა ვყოფ შემდეგ კი ჩემს გვერდით დადებულ მობილურს ხელს ვავლებ
- გისმენ გაღიზიანებული ვპასუხობ
- იქნებ კარი გამიღო??
- რაა?? გაკვირვებული ვამბობ და ბალიშიდან თავს სწრაფად ვწევ
- რა რა გოგო შენი სახლის კართან ვარ აყუდებული აწ უკვე თხუთმეტი წუთია და ახლა იქნებ გააღო კარი დავიღალე ლოდინით თან ცოტა არ იყოს და ცივა
- ნუ გაილექსე ვბუტბუტებ და ტელეფონს ვთიშავ შემდეგ კი მოწყვეტით ვუბრუნდები ძველ პოზიციას. კარზე ბრახუნის ხმა ახლა უკვე ნათლად მესმის ოთახში. დაღლილი თვალებს ვატრიალებ, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და ძალაუნებურად თბილი საწოლი დავტოვე.ფეხების ტყაპუნით შემოსასვლელისკენ მივიწევ და სწრაფად ვხსნი მუქი ფერის კარს
- მძლივს ამოიხვნეშა და სახლში შემოვარდა. გარედან შემოსული ცივი ჰაერი მაშინვე მოედო მთელს ჩემს სხეულს და ოდნავ გამაკანკალა კიდეც. თავი გავაქნიე და სიცივის შესაკავებლად კარი სწრაფად მივხურე. შემდეგ კი სახლში შემოვარდნილს გავყევი და ინტერესით მივაჩერდი
- დია გაღვიძების სხვა გზა ვერ აარჩიე??
- თხუთმეტი წუთი კარზე ზარს ვრეკდი მაგრამ აზრი?? ხოდა ვინაიდან ზარის ხმა ვერ გაიგე ეს გზა ავარჩიე მხრებს იჩეჩავს და მაცივრისკენ მიდის
- კარგი... მაგრამ ამ დილა უთენია რატომ მოხვედი?? ინტერესით ვეკითხები და მას ვუყურებ.
- რა უნდა ხდებოდეს ისე მოვედი არ შეიძლება??
- ვერ მომატყუებ კარგად გიცნობ ასე რომ მითხარი რატომ დამჩხავი დილიდან
- კარგი ხო... იმიტომ რომ მაგარი ამბავი მაქვს მხიარულად ამბობს და მაცივრის კარს ხსნის - შენს მაცივარში რაიმე გემრიელს ვერასდროს იპოვნი რა ჩაიდუდღუნა და თვალი კიდევ ერთელ მოავლო ნახევრად ცარიელ თაროებს
- ორცხობილები მხიარულად წამოიყვირა
- დანამატებითაა დაღლილმა ჩავილაპარაკე და სკამზე მოწყვეტით დავეცი.
- უიმეე რანაირი ხარ რა არ შეიძლება რაიმე ისეთი გქონდეს რითაც მეგობარს გაახარებ??
- და ვინ თქვა რომ არ მაქვს??
- რა გაქვს? ბავშური გამომეტყველებით მიყურებს
- ბოსტნეულის სალათი
- და ეგ გაახარებს შენი აზრით შენს მეგობარს??
- ჯერ ეს ერთი ჩემი მეგობარი კვლავ სუსტადაა და თავს უნდა გაუფრთხილდეს თუ არ უნდა რომ კვლავ საავადმყოფოში ამოყოს თავი
- ოოო კარგი რა აღარ მინდა არაფერი
- ნუ წუწუნებ და მითხარი რა უნდა გეთქვა
- რა და დღეს რბოლაა
- რაა??
- ხო თან იცი ძალიან სიმპატიური ბაიკერი იღებს მონაწილეობას და გთხოვ წავიდეთ რა
- ვერა დია ჯერ ეს ერთი ვმუშაობ მერე მეორეც სუსტად ხარ სულ რაღაც ერთი თვეა გასული იმ ამბის შემდეგ
- მოდი რა ნუ გავიხსენებთ ამ ამბავს და წავიდეთ გთხოვ
- არა დია არა
- კარგი რა ხომ ვიცი არა შენი სუსტი წერტილი მანქანები და ბაიკებია
- ხო მაგრამ არალეგალური იქნება და არ მინდა
- ადრეც ხომ დადიოდი არალეგალურ რბოლებზე...
- ადრე შენს გარეშე ვიპარებოდი
- ნუ მახსენებ მაგ დრო ჩაიდუდუნა და თავი ხააქნია -კარგი შევშვათ ძველ დროს... რადა იქნებ იცნობდე კიდეც ჩემს ბიჭს
- შენს ბიჭს?? უკვე ერთად ხართ? გაკვირვებული ვამბობ
- არა ჯერ პირადად არც კი ვიცნობ... უბრალოდ ვიცი და ძალიან მომწონს...
- ნეტა რა გეშველება დანანებით ვამბობ და თავს ვაქნევ
- ანუ მივდივართ ხო?? ხოდა დღეს რვისკენ მე და იუნგი გამოგივლით და წავიდეთ
- მოიცა მოიცა რატომ გადაწყვიტე რომ მოვდივარ და თან ვინ ჯანდაბაა იუნგი?
- ის ბიჭი ვინც ამ რბოლაზე დამპატიჟა
- მოიცა მოიცა რბოლაზე სხვა ბიჭმა დაგპატიჟა მაგრამ იქ სხვა ბიჭის გამო მიდიხარ??
- ზუსტად
- დია მკაცრად ვამბობ
- კარგი რა უბრალოდ საჭიროა მასთან ყოფნა... ის მისი მეგობარია
- ეს არასწორია
- ძალიანაც სწორია პირ გამოტენილი მეუბნება და ვაშლის კიდევ ერთ ნაწილს კბეჩს...
YOU ARE READING
FICTITIOUSLY
Fanfiction- რამდენსიც გსურს გადაგიხდი... უბრალოდ გააკეთე ის რასაც გეტყვი ---- - თანახმა ვარ... (⭕ შეწყვეტილია ⭕)