#17

137 19 7
                                    

- ორი ჩაი და ნამცხვარი ბექიონი გოგონას შეკვეთას აძლევს და მე მიყურებს...
მას შემდეგ რაც კომპანიიდან წამოვედით უკან დავბრუნდით და ახლა უკვე ამ მყუდრო კაფეში ვსხედვართ.
- რადა შეგიძლია თავზე ქუდი წამოიფარო?
- რა საჭიროა? გაკვირვებულმა ვკითხე- ჩვენ ხომ აქ იმისთვის ვართ რომ დაგვინახონ
- კი მაგრამ ასე უფრო რეალური იქნება. წყვილი რომელიც იმალება უფრო რეალურია ხომ ხვდები??
- სიმართლე გითხრა ამ სტრუქტურაში ვერ ვერკვევი მაგრამ ჯობს დაგიჯერო რადგან უფრო გამოცდილი ჩანხარ ვიცინი და ჰუდის ქუდს სწრაფად ვიფარებ - ასე კარგია? ინტერესით ვეკითხები და მას ვუყურებ, იცინის და სკამიდან ოდნავ იწევა ქუდს მისწორებს შემდეგ კი უკან ბრუნდება
- ასე უკეთესია იღიმის შემდეგ კი  ჩვენსკენ მომავალ გოგონას აკვირდება რომელსაც ლანგარზე სავარაუდოდ ჩვენი შეკვეთა უდევს. ჩემი ვარაუდი მართლდება როცა გოგონა ჩვენს მაგიდასთან ჩერდება და წინ ჩვენს შეკვეთას გვიდებს. მადლობას ვუხდით, ისიც თავს გვიკრავს და გვშორდება. ფანჯრისკენ ვიყურები, არ ვიცი რა ვთქვა ამიტომ ჩუმად ყოფნას ვამჯობინებ. ბექიონი კი საუბრის დაწყებას ცდილობს
- ესეიგი რადა
- კი უხერხულად ვამბობ
- მგონი ჯობს რომ ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ ამიტომ იქნებ შენზე მომიყვე??
- ამ... არც კი ვიცი რა ვთქვა რადგან ბევრი არც არაფერი მაქვს სათქმელი, უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, სტუდენტი გოგო ვარ ვეუბნები მსუბუქად ვუღიმი და ჩაის ფინჯანს ხელში ვიღებ - შენზე რას მეტყვი?? ინტერესით ვეკითხები და ჩაის ფრთხილად ვსვამ
- რავიცი მგონი ჩემზე ცოტა  წარმოდგენა გაქვს...
- ასეც შეიძლება ითქვას... ბაიკის მართვის გარდა რას საქმიობ ან სწავლობ??
- ჯერ ჯერობით არაფერს ვსაქმიანობ... სწავლას რაც შეეხება უნივერსიტეტი უკვე დავასრულე აქ კი მეგობრების გამო დავბრუნდი...
- საინტერესოა ღიმილით ვამბობ

***
არც კი ვიცი რამდენი ხანია რაც მე და ბექიონი ერთმანეთს ველაპარაკებით მაგრამ ცოტა ხანში თეთრი შუქი თვალს მჭრის.
- ჟურნალისტები აქ არიან ეცადე არაფერი შეიმჩნიო
- კარგი...
- ხელი მომეცი ცოტა ხანში მეუბნება
- რა?? დაბნეული ვეუბნები
- არაფერი სწრაფად ამბობს ოდნავ წინ იწევა, ჩემს თითებს მის ხელებში იქცევს და მიღიმის
- ახლა კი ეცადე ბუნებრივად გამიღიმო მშვიდად ამბობს და კვლავ მიღიმის. მის ნათქვამს ვასრულებ და ვიღიმი მაგრამ რამდენად ბუნებრივად გამომივიდა არ ვიცი.
- ცოტა ხანში თავს გვერდით გავაბრუნებთ ისე თითქოს გვაინტერესებს რა ხდება და როცა ჯურნალისტებს დავინახავთ ოდნავ გავიკვირცებთ შემდეგ კი უბრალოდ მენდე იცინის, თავს ფანჯრისკენ ოდნავ აბრუნებს მეც მას ვბაძავ და იქით ვიყურები. ფანჯარასთან უამრავ ჟურნალისტს მოეყარა თავი მათი ფოტოაპარატები კი ნათებას არ წყვეტდნენ. თვალის დახამხამებაში ბექიონი მაგიდაზე ფულს დებს ხელს მკიდებს და გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯით მივყავარ
- თავი ჩახარე რადა სწრაფად ამბობს და კაფის კარს აღებს. ბრბო კი წამებში ჩნდება ჩვენთან
- ვინაა ეს გოგო ბატონო ბიონ??
- რა ურთიერთობა გაქვთ მასთან?
- ერთმანეთს ხვდებით?
- მშვენიერი წყვილი ხართ ხმამაღლა ყვიროდნენ მათი ხმა კი ერთმანეთში ირეოდა. ჩვენ  ბაიკისკენ გზის გაკვლევას ვცდილობდით.
   როცა ბაიკის წინ ვდგებით ჩაფხუტს სწრაფად მაფარებს ბექიონი, თვითონაც მალევე იხურავს და ორივე ერთად ბაიკზე ვსდებით. ჩემს ფობიას ვივიწყებ და წელზე ხელებს სწრაფად ვხვევ. ჩემი ხელის მოხვევა და ბაიკის ადგილიდან მოწყვეტა ერთი იყო. წინ სწრაფად გავიჭერით და უკან მოვიტოვეთ ცნობისმოყვარეთა არმია. ჰაერის ფენა ჩაფხუტს მძიმედ ეცემოდა და რაღაც ამოუხსნელ გრძნობას მბადებდა. სხეულზე მოხვედრილი გრილი ჰაერი კი თავისუფლად სუნთქვას მაიძულებდა და თავს ბედნიერად მაგრძნობინებდა.

FICTITIOUSLYWhere stories live. Discover now