სამზარეულოში ნერვიულად დავდივარ და მობილურს ხელში ვათამაშებ. ამდენი ფიქრისაგან უკვე თავი ამტკივდა. ძალიან დიდ შარში ვარ გვერდით კი არავინ მყავს ჩემს პრობლემაზე, რომ ვესაუბრო. ერთადერთი გზა ჩანიოლთან მისვლა და დალაპარაკებაა მაგრამ მისი რეაქციისაც მეშინია. არ ვიცი როცა ამ ამბავს მოვუყვები შემდეგ როგორ შემხვდება და რას მეტყვის. შეიძლება უფრო გაბრაზდეს მე კი ამის წარმოდგენაც არ მინდა.
- ჯანდაბა რა ვქნა ამოვიოხრე და სკამზე მძიმედ დავეშვი თავი კი ხელებში ჩავრგე.იცით რა საშინელი მომენტია როცა ვინმესთან საუბარი გინდა მაგრამ არავინ გყავს გვერდით? არავის სცალია შენთვის და შენი პრობლემებისთვის? ამ დროს გეუფლება გრძნობა, გრძნობა სახელად სიძულვილი... სიძულვილი შენი თავისა... ბევრჯერ მიფიქრია იმაზე რომ ამ ქვეყანას არ უნდა მოვვლინებოდი ასე უფრო უკეთესი იქნებოდა ყველასთვის... და მათ შორის ჩემთვისაც...
კარზე ზარია მე კი მოულოდნელობის შეგრძნების გამო ადგილზე ვხტები. სწრაფად ვდგები ფეხზე და კარისკენ მივდივარ რატომღაც მგონია, რომ დარჩა ვიღაც ვინ ჩემზე გაბრაზებული არაა და ვისაც ვახსოვარ. მაგრამ როგორც კი კარებს ბედნიერი სახით ვაღებ ბოლო იმედიც მეწურება. წინ ჩემი
"საყვარელი" ბიძა მედგა და ბედნიერი მიღიმოდა
- ჩემო გოგო მხიარულად დაიყვირა და ჩასახუტებლად გამოიწია მე კი სწრაფად ავწიე ხელები და მისი შეჩერება ვცადე
- ახლა რა ჯანდაბა გინდა კბილებში გამოვცერი და მომლოდინედ მივაჩერდი
- სტუმართმოყვარეობა გაკლია პატარძალო ღიმილით მეუბნება და სახლში დაუკითხავად იჭრება. რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვდგავარ შემდეგ კი უკან ვედევნები
- შენ კი იუმორის გრძნობა ირონიულად ვეუბნები და მის წინ ვჯდები.
- გაგიმართლა რომ კარგ გახიათზე ვარ
- ოჰ და რას მივაწეროთ ეს კვლავ ირონიულ ტონს ვინარჩუნებ
- შენ... შენი წყალობით წილის პატ... ჯანდაბა ბედნიერი ხმით ამბობს მაგრამ სწრაფად ჩუმდება
და მიღიმის - არაფერი ისეთი აბა ქორწილს როდისთვის გეგმავთ??
- თემას ნუ ცვლი მითხარი რატომ ხარ ბედნიერი
- ოჰ ეს ასე ძალიან გაინტერესებს?
- სიმართლე რომ გითხრა ამ წუთამდე არა მაგრამ რადგან მე მახსენე ამიტომ კი. ასე რომ სწრაფად მითხარი რა შუაში ვარ მე
- ოჰ კარგი რა რადა განა არ უნდა მიხაროდეს შენი და ბექიონის ამბავი??
- ისე ნუ იქცევი თითქოს არ იცოდე რისთვის მივყვები მას.
- ხმა არ გაქვს ამოსაღები მშვენიერ ბიჭს მიყვები და თან ამაში საკმაოდ დიდი თანხა აიღე
- ნუ მიწყვიტავ იმას თუ როგორ ბიჭს მივყვები. იქნებ ჩემთვის სულაც არაა ის ბიჭი მშვენიერი. ხმას ოდნავ ვუწევ და მის წინ ვდგები.
- რა გინდა თქვა რომ ბექიონი არ მოგწონს??
- მე ვინ მომწონს ამის შენთან განხილვას არ ვაპირებ ახლა კი თუ არაფრის თქმა არ გინდა დატოვე ჩემი სახლი მომთხოვნად ვამბობ და ხელს კარისკენ ვიშვერ
- შენ სოროში დიდხანს გაჩერებას ისედაც არ ვაპირებდი
- როგორ??
- მოკლედ ნუ პანიკობ და მომისმინე დღეს ბექიონს უნდა შეხვდე და საღამოსთვის მზად იყავი მოგაკითხავს
- და იქნებ არ მცალია??
- მოიცლი უხეშად მპასუხობს და ფეხზე დგება - ნორმალურად ჩაიცვი ჟურნალისტები დაგხვდებიან და იმ ბიჭს თბილად მოექეცი არაა ის დასაკარგი
- ნუ ნერვიულობ ძალიანაც რომ მინდოდეს მას ვერ დავკარგავ სწრაფად გამომხედა მე კი კვლავ ცალყბად გავუღიმე, ღრმად ამოისუნთქა შედგეგ კი ჩემი სახლი ან როგორც ის იტყოდა "სორო" დატოვა.
YOU ARE READING
FICTITIOUSLY
Fanfiction- რამდენსიც გსურს გადაგიხდი... უბრალოდ გააკეთე ის რასაც გეტყვი ---- - თანახმა ვარ... (⭕ შეწყვეტილია ⭕)