#20

243 30 42
                                    

ბარზე თავი მიდევს და ქუჩას გავყურებ. დღეს სამსახურში მოსვლა ზედმეტად ადრე მომიწია მე კი არ ვიცი დრო როგორ გავიყვანო. ჯიბიდან მობილურს ვიღებ და ბექიონის ნომერს ვეძებ. რამდენიმე წუთი მის ნომერს დავაჩერდი და ვფიქრობდი დამერეკა თუ არა. საათს შევხედე ჯერ რვა საათიც არ შესრულებულა. - რომ დავრეკო სავარაუდოდ გავაღვიძებ, შეტყობინებას გავუგზავნი ჩუმად ჩავიბუტბუტე, ტექსტი ავკრიფე და მალევე გავუგზავნე
" ჰეი ბექიონ გღვიძავს? "
ცოტა ხანს მობილურის ეკრანს მივაჩერდი ბოლოს კი ჩავთვალე რომ ეძინა ამიტომ დავბლოკე და თავი კვლავ ბარზე დავდე, ხელებს კი ზედაპირზე ვაკაკუნებდი.
მობილურის ვიბრაციაზე უნებურად ვხტები და შეშინებული ვიყურები. ბექიონის მონაწერს ვხედავ და მობილურს ხელში სწრაფად ვიღებ
"ასე ადრე რატომ გაიღვიძე?"
"სამსახური მელოდებოდა "
"გინდა გამოგიარო?"
"საქმე არაფერი გაქვს?"
"მოიცდიან"
- ასე ადრე აქ რა გინდა? მაიკის ხმაზე ადგილზე ვხტები და შეშინებული ვუყურებ
- შემეშინდა სიცილით ვეუბნები
- ასეთი ბედნიერი ვის წერ?
- ცოტას თუ მოიცდი მოგიყვები მაცდურად ვუღიმი და შეტყობინების წერას ვიწყებ
"მგონი სჯობს საქმეები მოაგვარო და ამ ყველაფრის მერე შევხვდეთ"
"ხომ მაგრამ საჩქარო არაფერია"
"ასე იყოს მაგრამ სამსახურის შემდეგ დარბაზში მივდივარ შემდეგ რომ შევხვდეთ?"
"ასე იყოს დაგირეკავ "
აღარაფერი მიმიწერი, მობილუტი ჯიბეში ჩავიდე და მაიკს შევხედე რომელიც მოთმინებით მიყურებდა და მაცდურად მიღიმოდა
- დროზე მომიყევი სიცილით ამბობს
- ის ამბები ხომ მოგიყევი კონტრაქტზე
- ეგ კი... მერე?
- მოკლედ იმ დღეს სამსახურში რომ არ მოვედი ჩანიოლთან ვიყავი თითქოს შევრიგდით მაგრამ ყველაფერი ისევ ავურიე. სახლში რომ მივდიოდი სახლთან ბექიონი დამხვდა, კაფეში უნდა წავსულიყავით მაგრამ იქ მისულებს მამაისმა დარეკა და კომპანიაში გავედით. შემდეგ კი ისე მოხდა რომ იმ დღეს ჩემს ხელზე ეს აღმოჩნდა ხელს ჰაერში ვწევ და ბეჭედზე მივუთითებ
- რა ლამაზიაა აღბრთოვანებით იძახის
- დამაცადე სიცილით ვამბობ
- კარგი კარგი იცინის და ჩუმდება
- იმ საღამოს კაფეში კიდევ წავედით. ნუ იქ როგორც ველოდით ფოტოგრაფები დაგვხვდნენ. ერთი სული მქონდა სახლში მანამდე მივსულიყავი და დიასთან მელაპარაკა მანამ სანამ ფოტოებს ნახავდა. მაგრამ ასე არ მოხდა და სახლში გაბრაზებუილი დია მომივარდა მეჩხუბა და მითხრა აღარ დამენახოო. საერთოდ არ მომისმინა რომ ამეხსნა გესმის?? მე ხომ ეს ყველაფერი ძალით არ გამიკეთებია, მაგრამ არა მაინც არ მომისმინა. მასზე გაბრაზებული მანქანით ქალაქგარეთ წავედი იქ კი ბექიონი გამომყვა და
- არაა ყვირილი დაიწყო
- მაიკ დამაცადეეე. არაფერი ყოფილა უბრალოდ ვილაპარაკეთ წვიმა დაიწყო და მისი ბაიკით წამოვედით. შემდეგ კი ჩემთან დარჩა
- არც მაშინ?? ნაწყენი ხმით ამბობს
- ჯანდაბა ახლა აღარაფერს აღარ მოგიყვები
- კარგი ხო გავჩუმდები.
- მეორე დღეს ჩემი მანქანა წამოვიყვანეთ და ისევ კონპანიაში მოგვიწია დაბრუნება. კვირის ბოლოს ქორწილი მაქვს
- კაბაში ვერც კი წარმომიდგენიხარ
იჭყანება და ისე მიყურებს
- კაბის ჩაცმას არც ვაპირებ
- უჟმურო
- არ ვარ უჟმური... შენ კიდევ თუ მისმენ მომისმინე თორემ მოვიდა კაფის გახსნის დრო
- კარგი კარგი მეგონა მორჩი
- ნუ იმ დღეს ბექიონის მეგობრების გასაცნობათ წავედი და დია დამხვდა
- მანდ რა უნდოდა მაგ საფრთხობელას
- არ ვიცი იუნგის ეტმასნებოდა
- მაგ გოგომ ვერ გაიგო ვინ უნდა?? აარჩიოს ერთი ბიჭი დავიღალე
- არ ვიცი... ყველაზე მთავარი ისაა რომ ბექიონის მეგობრებს კარგად შევეწყე და უკვე კარგ ხასიათზე ვიყავი როცა დიამ მისი ვალი მომთხოვა
- მეხუმრები??
- არა... ხომ იცი ჩემი ამბავი... იმ მომენტში ფული არ მქონდა და ზედმეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩაავარდი რას იფიქრებდნენ მისი მეგობრები
- ოჰ ღმერთო უნამუსო. იმ ყველაფრის შემდეგ რაც მას გაუკეთე ამას როგორ ბედავს?? უმადური, დაუნახავი, ერთუჯრედიანი არსება, წამოდი ახლავე მოგცემ იმ ფულს და სახედუ შეაყარე.
- არაა საჭირო ბექიონმა მისცა
- ოუ საყვარელი... მინდა ის რაც შეიეძლბა სწრაფად გავიცნო
- ჰეი მას თავი დაანებე სხვა ბიჭები შეათვალიერე სიცილით ვეუბნები და საათს ვუყურებ წინ კიდევ რამდენიმე წუთია
- ნუ ნერვიულობ ლამაზო მე უკვე ვიპოვე ჩემი ბიჭი
- ოჰო მართლა?? ანუ შენი მაინც გაიტანე და ის ბიჭი დაკერე??
- აჰ არა ის ბიჭი ჩემი შესაფერისი არ ყოფილა უკეთესი ვიპოვე
- დავვინტიგდი
- ძალიან კარგი ლამაზო... უი ხო ერთი კვირით არ ვიქმები
- ჰეი კარგი რა რატომ?? ნაღვლიანი ვიძახი და ფეხზე ვდგები რომ კაფის კარი გავხსნა
- მე და ჩემი სიმათიური ქალაქგარეთ გავდივართ
- ოჰოო თქვენ აღარ ხუმრობთ... კარგი ტიპია?? ინტერესით ვეკითხები და მისკენ მივიწევ
- თუ გინდა გაგაცნობ სამსახურის შემდეგ უნდა გამომიაროს და აქედან ერთად წავიდეთ
- ეს უკვე საინტერესოაა
- შენ შენს ბიჭს მიხედე
- ის ჩემი ბიჭი არაა
- ნუ რა მნიშვნელობა აქვს კვირის ბოლოს გახდება
- კარგი გეყოს ვითომ გაბრაზებული ვამბობ მაგრამ ხმაში ღიმილი მეპარება - შენ გირჩევნია წყალი დამისხა
- რატომ ლამაზო ანერვიულდი?? ეშმაკურად მიღიმის
- ჯანდაბა მაიკ მოკეტე შევყვირე და ბარის სკამზე შემოვსკუპდი
- კარგი კარგი იცინის და წინ ჭიქით წყალს მიდებს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 21, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

FICTITIOUSLYWhere stories live. Discover now