სახლის კარი შევხსენი ფეხზე გავიხადე და სავარძელში ჩავეშვი. მომხდარის გააზრება მიჭირდა. ვცდილობდი მოვლენები გამეაზრებინა მაგრამ ამას ვერ ვახერხებდი რაც საკმაოდ მაბნევდა. სასწრაფოდ სიგარეტი მჭირდრბა. ჯანდაბა... აღარ მაქვს... მშვენიერია... ღრმად ჩავისუნთქე ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოსკენ გზა გავიკვლიე.
შავი ფერის კარს მივაშტერდი და ვფიქრობდი იყო თუ არა კარგი იდეა რომ ეს ნაბიჯი გადამედგა. საბოლოოდ ხელი სახელურისკენ წავიღე და კარი გამოვხსენი. საკოლექციოდ ჩასხმულ პატარა სასმლის ბოთლებს ვუყურებდი და მიჭირდა ამაზე უარის თქმა. ხელი ყუთისკენ წავიღე და მთლიანად გამოვიღე.
ყუთით ისევ მისაღებში დავბრუნდი და პატარა შუშის ბოთლებთან ერთად სავარძელში ჩავესვენე. ერთ-ერთ მათგანს ხელი დავავლე და თავსახური მოვხსენი შემდეგ კი ერთი ამოვისუნთე და მოვიყუდე. მალევე ჩავცალე ცარიელი ბოთლი კი იქვე ძირს დავაგდე. ღმერთო... ამდენი ხნის შემდეგ კვლავ დავლიე. აიჰ არ ჯერა. სწრაფად გავხსენი jack daniels-ი და ისიც მალევე ჩავცალე. ყურადღებას არ ვაქცევდი თუ როგორ მწვავდა ყელს თითოეული მუქი ფერის სითხე სწრაფად ვხსნიდი ბოთლებს და ერთი მეორის მიყოლებით ბოლომდე ვსვამდი.
- სიგარეტი მჭირდება ამოვიბუტბუტე და ფეხზე წამოვდექი. კეტები გაჭირვებით ჩავიცვი და გარეთ გამოვედი. ცივი ჰაერი მაშინვე სახეზე მომხვდა და ცოტა შემაქანა. ახლა მივხვდი თუ როგორ მომკიდებია სასმელი.კიბეები ჩავიარე და პატარა მაღაზიისკენ გავემართე. მიუხედავად იმისა რომ ეს მაღაზია ჩემს სახლთანაა აქ არ დავდივარ და იმედია სიგარეტს ყიდიან.
გზაზე გადავედი და კარი შევხსენი. მაშინვე გამაღიზიანებელმა ზარებმა დარეკეს და მეც თვალები გადავატრიალე. სალაროსთან მივედი და დახლს დავეყუდე.
- სიგარეტი მჭირდება
- გოგონა თქვენი პირადობა თუ შეიძლება შუახნის ქალბატონი დაღლილი თვალებით მიყურებდა
- ახლავე ჩავიბუტბუტე და ხელი ჯიბეში ჩავიყავი. მაგრამ მწარედ შევცდი რადგან ჯიბე ცარიელი დამხვდა. არადა კარგად მახსოვს რომ სანამ რბოლაზე წავიდოდი აქ მედო.
- ჯანდაბა დავკარგე ამოვიჩურჩულე
- სამწუხაროდ სიგარეტს ვერ მოგცემთ
- ოჰ კარგით რა დეიდა შემომხედე არ ვგავარ ახლა სრულწლოვანს? მომეცი რა სიგარეტი ვეხვეწებოდი და ვუღიმოდი
- გოგონა არ შემიძლია, თქვენი ასაკის დამადასტურებელი საბუთის გარეშე თამბაქო მოგყიდოთ. ახლა კი გთხოვთ სხვა თუ არაფერი გნებავთ დატოვოთ მარკეტი.
- კარგით რა ამოვიჩურჩულე და სალაროს მოვშორდი.
გარეთ სწრაფად გამოვედი და გეზი გზისკენ ავიღე. ტრასაზე ნახევრად გადასული ვიყავი როცა ჯიბეში კვლავ პირადობას ვეძებდი.
- ნეტავ სად დავკარგე ამოვიჩურჩულე და გზის გაგრძელებას ვაპირებდი როცა ძრავის ხმა გავიგე. ადგილზე გავიყინე და მოძრაობის უნარი დავკარგე. ჩემსკენ თეთრი შუქი მოიწევდა და ნელ-ნელა უფრო და უფრო მიახლოვდებოდა. დავპანიკდი და ვერაფერს ვაკეთებდი. წამის მეასედში კი საშინელი ტკივილი ვიგრძენი და ასფალტზე მწარედ დავეცი.
YOU ARE READING
FICTITIOUSLY
Fanfiction- რამდენსიც გსურს გადაგიხდი... უბრალოდ გააკეთე ის რასაც გეტყვი ---- - თანახმა ვარ... (⭕ შეწყვეტილია ⭕)