თავი 5
———————
Catherine's Pov:
შოკირებული ადგილიდან ვერ ვექანები.
ზუსტად ვიცი,რომ უნდა ვბრაზდებოდე,მაგრამ პატარა გოგოსავით სირბილი მინდა.
არა,რა თქმა უნდა ჩემთვის ბოლო ხარისხოვანიც არაა ის,რომ ლიამი პრინცია.
მე მასში პატარა ოხუნჯ ბიჭს ვხედავ და არა სასტიკ მმართველს.
ვიცი,რომ რეალურად სხვანაირია.
ეს მის მზრუნველობაში დავინახე,ვიცი რომ დედამისზე გიჟდება.მისთვის ყველაფერს გააკეთებს.
როგორი უნაკლოა,მაგრამ მასაც როგორც ჩვენ ყველას ნიღაბი უკეთია.
ნიღაბი,რომლითაც ფარავს მის რეალურ სახეს,იმ რეალობას რასაც განიცდის.
თითქოს უგულოა.
არადა ყველაზე დიდი გული აქვს,თითქოს არ ვადარდებთ,არადა ყველაზე მეტად თითოეული ჩვენგანი ვინც სასახლეში ვიმყოფებით სიგიჟემდე უყვარს და ზრუნავს.
ვიცი,რომ აქ ყოფნას ურჩევნია იმ აკრძალულ საზღვართან იდგეს და გადაჰყურებდეს ატლანტის ოკეანეს.
მაგრამ სანაცვლოდ ისევ აქ არის და ემზადება ტახტზე ასასვლელად.
უეცრად რაღაც მტვრევის ხმა მესმის და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გავდივარ.
-რა ხდებბა?-ვეკითხები იქვე მყოფ ზეინს.
ყველა აქ არის,მაგრამ ზევით ასასვლელი კარი ჩაკეტილია.
-როგორც ვიცი პრინცი გაბრაზებულია,მგონი რაღაც მოხდა-ამოიხვნეშა ზეინმა-ზევით ასვლა გვეკრძალება-თქვა მხრების ჩეჩვით და ჩემსკენ შემობრუნდა.
-როგორ ხარ?ფეხი როგორ გაქვს?გავიგე შენზე...
-მადლობა,უკეთ-ვეუბნები და თვალს ვუკრავ.
ოთახის კარს ვეყრდნობი რადგან დიდხანს დგომა არ შემიძლია.
მტვრევის ხმა გრძელდება,თითქოს შემოსევააო,მაგრამ აქამდეც კი აღწევს ლიამის ხმა,რომელიც აშკარად სასტიკად გაბრაზებულია.
-იქ მარტოა?-უეცრად ვიკითხე.სიჩმე ჩამოწვა.
-არა.-მპასუხობს ბოლოს ლუი და კიბეებზე ჩამოდის.-შეგიძლიათ ოთახებში გადანაწილდეთ,დღევანდელი სამუშაო დასრულდა-ამბობს და უკან ბრუნდება.
უეცრად რაღაცას მანიშნებს,მაგრამ ვერ ვხვდები.
ოთახში ვბრუნდები.
**
მოგრძო ფანჯრებზე ჩამოფარებულ ფარდებს ვწევ და მაშინვე მთვარის შუქი შემოდის.
მეღიმება,როდესაც ფანჯარასთან ახლოს მივდივარ,მახსენდება პირველი დღე....
აქ უკვე მეოთხე კვირაა ვარ.თითქმის არაფერი იცვლება,ყოველი დილა ერთნაირია.ვდგები,მაგიდას ვაწყობ,ჰოლს ვალაგებ და უკან ვბრუნდები.
დღეს კვირაა და ვისვენებ.
4 კვირის მანძილზე ლიამისთვის თვალიც კიარ მომიკრავს.
თითქოს გულიც კი მწყდება,რომ ასე უეცრად გაუჩინარდა.
მაგრამ რას ველოდი?
მასზე ფიქრს თავიდან ვერ ვიშორებ,რამდენჯერმე მის სართულზე აპარვაც ვცადე,მაგრამ არცერთხელ გამომივიდა.
მისი შორიდან დანახვაც კი მინდა.
არ ვიცი,ეს რა გრძნობაა,ალბათ შევეჩვიე.
ვაღიარებ ნამდვილად სიმპატიურია,მაგრამ ზუსტად ვიცი,რომ ჩემი სტილის არაა.
-ქეთრინ?-მესმის ლუის ხმა და ფანჯრიდან ვბრუნდები.როგორც ჩანს კარი ღია დამრჩენია.
-გისმენ ლუუუ-ბოლო დროს ყველაზე ახლოს ლუის დავუახლოვდი.საოცარი ადამიანია,თითქოს ყველას ეშინია მისი,მაგრამ ყველაზე მეგობრულია.
მისი წყალობით ბიბლიოთეკაშიც კი შევიპარე.
-მოკლედ-ამბობს და საწოლთან ჯდება.-საღამოს,როცა ყველა დაიძინებს-ამბობს და ლოგინზე თითით რაღაცებს ხაზავს.-გარეთ უნდა გაიპარო.
-რააა?-გაოცებას ვერ ვმალავ.
-პირველ დღეს როგორც გაიპარე ისე-ფეხზე დგება და კართან მიდის-ალბათ იგივე მომენტი გელით-ასო 'თ'-ს გამოკვეთს და ოთახიდან გადის.
მოიცა რა?
ვერაფერი გავიგე,მაგრამ ზუსტად ვიცი,რომ ლიამს უკავშირდება.
საწოლზე ვიჯექი და ველოდებოდი საბოლოო სიჩუმეს.
კარი ფრთხილად გავაღე და იქაურობა "შევამოწმე",არავინ იყო.
ღრმად ამოვისუნთქე და ოთახში დავბრუნდი.
მუქი ფერის მოსაცმელი ავიღე და ჩემს მუხლებამდე კაბაზე შემოვიცვი.
ერთდროულად იმდენ წესს ვარღვევ...
შუაღამეს ვიპარები და გარეთ გავდივარ.
ვიცმევ ტანსაცმელს,რომლის ტარების უფლებაც არ მაქვს....
ჯანდაბას,როგორმე ავიტან.
ფანჯარას ვაღებ და ფრთხილად ვხტები.
-ჯანდაბა-ვბუტბუტებ,როდესაც ფეხი ისევ მტკივდება.როდემდე უნდა მტკიოდეს?!
ფრთხილად მივბობღავ სიმწვანისკენ და ბოლოს ფეხზე ვდგები.
ფეხებს ვიფერთხავ და შადრევნისკენ მივდივარ.
როდესაც ადამიანის სილუეტს ვამჩნევ გულზე მეშვება.
ვხვდები,რომ ამდენი ხნის განმავლობაში სუნთქვა შეკრული მქონდა,მისკენ ნელი ნაბიჯებით მივდივარ.
მოგრძო სკამზე ზის.
მეც მის გვერდით ვჯდები და ცისკენ ვიყურები.
თითქოს ცა დღეს განსაკუთრებულია,ვარსკვლავები რომლებიც ჩვენგან დაშორებულია ისე ანათებს ეზოს,რომ მგონი მზის სინათლესაც სჯობს.
-ჰეი-ვამბობ და უხერხულ სიჩუმეს ვფანტავ.
ცხვირი მიწითლდება.
ოქტომბრის მიუხედავად,ლონდონში საშინლად ცივა,თითქოს თებერვალია.
-მეგონა აღარ მოხვიდოდი-ამბობს.საშინლად მომნატრებია მისი ბოხი ხმა,ღმერთო თითქოს ამ 4 კვირაში შეიცვალა.თმა შეჭრილი აქვს,უფრო მკაცრი იერი აქვს.
გადაღლილია,მაგრამ თვალები მაინც უციმციმებს.
ჯიბეებიდან ხელი ამოაავს და ჩემსკენ ბრუნდება.
-გცივა?-მეკითხება ღიმილით და ცალ ხელს ლოყაზე მისმევს.
ვხურდები.
სხეულში ტემპერატურა მაღლა იწევს და მალე ზურგს უკან ფრთები გამომებმება.
-ცოტა-ვეუბნები და თვალებს ქვევით ვხრი.
-რაღაც უნდა განახო-მეუბნება და უკან ბრუნდება-ჩვენს შორის უნდა დარჩეს-ამბობს და თვალს მიკრავს.
-რა თქმა უნდა-ვეუბნები და მოუთმებლად ველი.
არ არსებობს.
ხელს წევს და გიტარა ამოაქვს შავი ნაჭრიდან,ღმერთო...
გიტარას ხელს უსმევს და ხელში იჭერს.
-მზად ხარ?-მეუბნება ღიმილით.
მისი თვალები ციმციმებს.ღიმილს ვერც მე ვფარავ და თავს პატარა ბავშვივით ვუქნევ.
გიტარაზე საჩვენებლ თითს უსმევს და საოცარი ხმა ისმის.
თითოეული სიმი ერთმანეთს ერწყმის.
მალევე მესმის ლიამის ხმა.
-if I need someone to love...-მისი ხავერდოვანი ხმა საშინლად უხდება ამ მელოდიას-You're the one that I'd thinking of...I need someone...
If I had some more time to spend
Then I guess I'd be with you my friend
If I needed someone-ამბობს და ჩემსკენ აბრუნებს თავს.ვერც კი ვხვდები,რომ ვტირი სანამ მისი ცერა თითი ლოყაზე არ მეხება.
საშინლად მანიპულირებს ჩემით.მის თითოეულ შეხებაზე თუ ხმის გაგონებაზე ჟრუანტელი მივლის.
მინდა,რომ ვეჩხუბო და ვუწოდო,რომ ერთი ამაყი გათამამებული პრინცია.
პრინცი?ჩემს ფიქრებზე მეღიმება.
ჩემს წინ უბრალო ბრიტანელი ბიჭი დგას ესპანური გიტარით,რომელიც გრძელი თითებით საოცარ მელოდიებს ჰქმნის და ბოხ ხმას ბულბულივით ხმა ანაცვლებს.
ჩემს წინ უბრალო 19 წლის ბიჭი ზის.
ზუსტად,ესაა ლიამის ნამდვილი სახე...
-Had you come some other day
Then it might not have been like this
But you see now I'm too much in love