თავი 1

543 36 3
                                    

თავი 1
——————
Catherina's Pov:
-ოჰ,ძვირფასო-გავიგე ჯესის ხმა და მისკენ შევბრუნდი.
-დეიდა ჯესს-აღმომხდა და მისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავედი.მონატრებისგან ხელები მოვხვიე და სახე ჩავუკოცნე.
წლებია არ მინახავს,როგორ შეცვლილა.
თმაში ჭაღარა ფერიც კი შეერია,ვინ იფიქრებდა,რომ ყველასათვის საოცნებო ქალს ასაკი დაეტყობოდა.
მაგრამ მთავარი კითხვა მაინც ის არის,რომ ვინ იფიქრებდა,თვით კაცების კერპი,ესპანეთის სილამაზის ეტალონი,დიდ ბრიტანეთში სასახლის კარზე დამხმარედ იმუშავებდა.
მაგრამ არაფერია გამორიცხული.
მე ისიც კი არ ვიცი,ვინ გამაჩინა,ვინ არის ჩემი მშობლები.დაბადებიდან დეიდა ჯესთან ვიზრდები,თავიდანვე ვიცოდი,რომ მისი შვილი არ ვიყავი,მაგრამ ის არასდროს მეუბნებოდა ჩემი მშობლების სახელებს.
-ქეთრინ,კიდევ უფრო გალამაზებულხარ-მეუბნება და ხელით ნიკაპს მაწევიებს.
-გმადლობ-ვამბობ და უხერხულად ვიშმუშნები.-დარწმუნებული ხარ,რომ მიმიღებენ?-ვკითხე ინტერესით და სასახლის ჭიშკარს დავაკვირდი.
ყოველთვის მაინტერესებდა რეალურად რა ხდებოდა შიგნით,როგორი იყო დედოფალი ახლოდან?მეფე? ან თვით პრინცი...ის,ხომ ჯერ არავის უნახავს.
-ნუ ღელავ,დედოფალს პირადად ვესაუბრე და თანახმაა,რომ შენც ჩემთან ერთად იმუშავო-მეუბნება თბილი ღიმილით და სასახლის ჭიშკართან დაცვას უახლოვდება.
დაცვა მაშინვე ცნობს და ჭიშკართან არსებულ პატარა კარს აღებს და ჩვენც შიგნით შევდივართ.
ულამაზესია იქაურობა.
ნამდვილი სამოთხე,ირგვლივ ტიალი მინდორია და ჩვენს წინ გრძელი ხალიჩაა,რომელიც სასახლის კარებთან ჩერდება.
დეიდა ჯესს უკან მივყვები და ვცდილობ თითოეული დეტალი შევისწავლო.
სასახლის უკან ადვილად შეამჩნევდით უამრავ ხეს,სიმწვანეს და ყვავილებს.
ჩვენს წინ უზარმაზარი შენობა აღიმართა,როგორც ჩანს იმაზე ძველია ვიდრე ველოდი,მაგრამ შიგნით ყველაფერი გასაოცარი იყო.
სასახლე წითელ და ოქროსფერ ფერებში იყო.
კედლები თეთრი იყო,ოქროსფერი ორნამენტებით,იატაკზე კი ყველგან წითელი ხალიჩა ეფარა.
უამრავი კიბეები მოჩუქურთმებული იყო,იქვე დიდი ბრიტანეთის მეფეების სურათებსაც შეამჩნევდით.
ყველა თავისთვის მუშაობდა.
ვიცოდი,რომ განსაკუთრებული ქვეყანა იყო,შექსპირი,მარლოუ ბეკონი...მეთექვსმეტე საუკუნეების ყველა შესაშური ხალხი ამ ქვეყანაში ცხოვრობდა.
-წამოდი-გავიგე ჯესის ხმა და მისკენ წავედი.
ოციოდე საფეხური ჩავიარეთ და სასახლისგან სრულიად განსხვავებულ ადგილას აღმოვჩნდით.
ვიწრო დერეფანი იყო,უამრავი კარებით.
-აქ მომსახურე პერსონალი ვცხოვრობთ-უპასუხა ჩემს ფიქრებს ჯესიმ და კარები შეაღო.
-დღეიდან ეს შენი ოთახი იქნება,თუ რაიმე დაგჭირდება აქვე ვარ და დამიძახე-მითხრა და თბილი ღიმილი მაჩუქა.
-მოკლედ,წესები მარტივია,შენი სამუშაო იწყება დილის 8 საათზე,საღამოს ექვსამდე.გევალება სუფრის გაშლა,ბაღში ყვავილების მორწყვა და მეორე სართულის დალაგება.ტანსაცმელი შენს კარადაშია,არაფრის ჩაცმა შეგიძლია,გარდა უნიფორმისა-თქვა და საჩვენებელი თითი ასწია-და რა თქმა უნდა,გეკრძალება მესამე სართულზე ასვლა,იქ დედოფალი და მეფეა.მაგრამ შეიძლება დედოფალმა გთხოვოს და მისი ნებართვით მის ოთახსაც დაალაგებ,მაგრამ სასტიკად აკრძალულია მეოთხე სართული,იქ პრინცის ოთახია,ის კი ვერ იტანს მის ოთახში სხვის ყოფნას.ასევე არ შეგიძლია უნებართვოდ ბიბლიოთეკაში ასვლა და რაც მთავარია ბაღში გასვლა 6 საათის შემდეგ.
-ვცდილობდი მისი თითოეული სიტყვა დამემახსოვრებია,როგორც ჩანს დღეიდან რობოტად უნდა გადავიქცე.-კვირას ისვენებ და ამ ოთახში იქნები ან ბაღში.შეეცადე მეფეს თვალში არ მოხვდე,ის ძალიან მკაცრია.იმედია დედოფალთან საერთოდ გამონახავ-თქვა და თვალი ჩამიკრა-მაგრამ მთავარია პრინცი არ გააბრაზო და მის მარწუხებში არ მოექცე,ორზე სადილია და მათთან შეხვედრა მოგიწევს-მითხრა და ოთახიდან გავიდა.
ჯანდაბა,ნამდვილად გამიჭირდება აქაურობასთან შეჩვევა.
ოთახი კომფორტული იყო,კედელთან საწოლი იდგა,ზევით პატარა თაროები იყო სადაც მტვერიანი წიგნები იდო.
საათს გავხედე,თორმეტი ხდებოდა.
სასწრაფოდ ჩემი უნიფორმა ჩავიცვი და პატარა ჩანთა იქვე დავდე.ამას შემდეგ მივხედავდი.
გარეგნულად არაკომფორტული კაბა,რეალურად ტანზე საოცრად დამაჯდა.
კოჭებამდე მწვდებოდა,დაბალი ვერცხლისფერი ფეხსაცმელი მეცვა.ზევიდან კი მაქმანებიანი მოსაცმელი მოვიცვი.
როგორც ჩანს საშინლად მომენატრება,ჩემი ტანსაცმელი.
-უჰ-ამოვისუნთქე და ჩემი ოთახის კარი გავაღე სადაც შავთმიანი ბიჭი დავლანდე.
-უკაცრავად?-ვუთხარი და ვეცადე,რომ გვერდი ამევლო.
-ჰეი-გავიგე მისი ბრიტანული აქცენტი და მისკენ კვლავ შევბრუნდი-აქ ახალი ხარ?-მკითხა ინტერესით და მეგობრული ღიმილით დამაჯილდოვა.
-დიახ-ვუთხარი,როგორც ჩანს ისიც აქ მუშაობს,რადგან სხვა შემთხვევაში ქვევით არ ჩამოვიდოდა.
-მე ზეინი ვარ-მითხრა და ხელი გამომიწოდა.
-ქეთრინი-ვუთხარი და მეც გავუღიმე.ნამდვილად არ გამომდიოდა მეგობრობა,მაგრამ როგორც ჩანს აქ მეგობრის გარეშე,გავაფრენდი.
-უკვე პირველის ნახევარია,სუფრის გაშლა უნდა მოასწრო-მითხრა და კიბისკენ მანიშნა.დრო საშინლად მალე გადის.
-უკვე ნახე დედოფალი?ან მეფე?-მკითხა და ჩემთან ერთად კიბეზე ასვლა დაიწყო.
-არა,დაახლოებით ერთი საათია რაც აქ ვარ-ვუთხარი გულწრფელად და დაცვას ვანიშნეთ,რომ კარი გაეღო.დაცვამაც არ დააყოვნა და კარი ფრთხილად შეხნა,ჩვენც სასახლის 'ქვედა' ნაწილიდან ამოვედით და უზარმაზარ ჰოლში შევაბიჯეთ.
-ანუ ჯერ არაფერი იცი-მითხრა ზეინმა და სამზარეულოსკენ წავიდა.
მას მხრების აჩეჩვით ვუპასუხე და დავაკვირდი როგორ ფუსფუსებდა დეიდა ჯესი სამზარეულოში.
-შუადღემშვიდობისა-ვუთხარი და მის გვერდით ადგილი დავიკავე.მაშინვე გამიღიმა და ჩემს უკან მდგომ ზეინს ცხვირზე ფქვილი წაუსვა.
-ეს რისთვის დედა?-კითხა გაბრაზებულმა,მოიცა დედა?
-დედა?-გავიმეორეზეინის ნათქვამი და ეჭვის თვალით შევხედე ჯესის.
-ჰაჰ,ის ჩემი დისშვილია,ნამდვილად გიჟია-თქვა და მხარზე ხელი ჰკრა-მაცადე მუშაობა ზეინ.
-გამომართვი-გავიგე გოგოს მშვიდი ხმა და მისკენ შევბრუნდი,ხელში კი წითელთმიანი გოგო შემრჩა,რომელსაც თეთრი ძვირადღირებული გადასაფარებელი ეჭირა.
გადასაფარებელი ფრთხილად გამოვართვი და მას გავყევი.
-რადგან პირველი დღეა,გასწავლი როგორ უნდა მოიქცე-მითხრა და უზარმაზარი მაგიდისკენ წავიდა.რა საჭირო იყო,3 ადამიანის სადილობისთვის ამხელა სუფრის გაშლა? გავიფიქრე,მაგრამ ხმამაღლა თქმისგან თავი შევიკავე.-გადასაფარებლის ერთ ბოლოს ანაბელმა მოკიდა,მეორეს კი მე და საბოლოოდ მაგიდაზე თეთრი გადასაფარებელი აღმოჩნდა.
-ნამდვილი სილამაზეა-ვთქვი რაზეც ანაბელს ჩაეცინა.-დღეს პრინცი არ ისადილებს,ამიტომ მისით ტკბობას ვერ მოვახერხებთ-თქვა და ქვედა ტუჩი გადმოაგდო რაზეც გულწრფელად გამეღიმა.
-დავიჯერო ასეთი მომხიბლველია?-ვკითხე და ცალი წარბი ავწიე,რასაც მისი ხითხითი მოჰყვა.
-ბავშვობიდანვე აქ ვიზრდები,ბატონი ლიამიც ჩემს თვალწინ გაიზარდა,ის ისეთი მამაკაცური და სიმპატიურია-თქვა და თვალები გაუბრწყინდა.ღმერთო,წარმოდგენაც არ მინდა როგორი იქნება რეალურად.
სუფრის გაშლას 30 წუთი მოვანდომეთ,საბოლოოდ ჩვენს წინ ერთი ცისფერთვალება ბიჭი აისვეტა.
-ლუის მოდიან?-გავიგე დეიდა ჯესის ხმა,რომელიც ჩვენს წინ მდგომ ბიჭს,მეგობრულად მხარზე ხელს უსმევდა.
-დიახ.2 წუთში დედოფალი და მეფე ჩამოვა-თქვა და ადგილს მოსწყდა.
-რა უნდა ვქნა?-გადავუჩურჩულე ანაბელს და მის პასუხს დაველოდე,მალევე კიბეზე შავთმიანი ულამაზესი დედოფალი და მასთან ერთად სიმპატიური კაცი გამოჩნდა.
ყველა შესაძლო ვარიანტს გადააჭარბეს რასაც წარმოვიდგენდი.
-უბრალოდ რევერანსი-გადმომიჩურჩულა ანაბელმაც და მაშინვე რევერანსით მივესალმეთ.
-წარმატებულ დღეს გისურვებთ-თქვა თავ აწეულმა მეფემ,რომელსაც სახეზე არანაირი ღიმილი არ ჰქონდა,მაგრამ მისი სრული ოპოზიტი იყო დედოფალი,რომელიც ყველას ღიმილით გვაჯილდოვებდა.
**
ექვს საათზე უკვე ჩემს ოთახში ვიყავი და ვიწრო ფანჯარასთან ვიჯექი.ჩემს წინ ულამაზესი სანახაობა გადაიშალა,მწვანე ბაღი დიდი შადრევნით,რომელსაც ლამპიონები ანათებდა.
საშინლად მომინდა გარეთ გასვლა,მაგრამ ვიცოდი რომ აკრძალული იყო.
-შეიძლება-გავიგე ზეინის ხმა,რომელიც ჩემი ოთახის კართან იდგა.მას თავი დავუქნიე და მაშინვე ჩემთან შემოვიდა.
-que bonita eres-მითხრა ბრიტანული აქცენტით,რაზეც გამეცინა.
-დიდი მადლობა-ვუთხარი და საწოლის კიდეში ჩამოვჯექი.სხვანაირი იყო ზეინი უნიფორმის გარეშე,ჩვეულებრივ ტანსაცმელში.შავები ეცვა და თვალებზევე ეტყობოდა როგორი დაღლილიც იყო.
-ზეინ,გარეთ გასვლა არასდროს გიცდია?-ვკითხე ინტერესით და ბაღისკენ ვანიშნე.
-რა სისულელეს ამბობ!-მაშინვე აღმოხდა-აკრძალულია გარეთ გასვლა ექვსი საათის შემდეგ-თქვა და თავის დამშვიდება დაიწყო.
-მაგრამ წესი იმისთვისაა,რომ დაარღვიო-ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.
-არა,არა ამას ვერასდროს გავბედავ-თქვა და ფეხზე წამოდგა.
-კარგი ვიხუმრე-ვთქვი მხრების ჩეჩვით და ზეინს გავხედე,რომელიც ნერვიულად ბოლთას სცემდა.აშკარად რაღაც არასწორად ვუთხარი.
-მე გავალ-თქვა და უკანმოუხედავად ოთახი დატოვა.ვერ ვხვდები ამ ხალხს ამ წესების ასე რატომ ეშინოდა.
საბოლოოდ,როდესაც დავრწმუნდი,რომ ყველა მის ოთახში იყო,ფანჯარა ფრთხილად გავაღე და გადავძვერი.
-ჯანდაბა-ამოვიხავლე და ჩემს მუხლს დავხედე,რომელიც საშინლად ამეწვა.
ეზოში გავიხედე,არავინ იყო,აქა-იქ დაცვა დადიოდა,მაგრამ მათ ადვილად დავუსხლტები ხელიდან.
გეზი ტყისკენ ავიღე და ნელი ნაბიჯებით წავედი.
ულამაზეს შადრევანს მივუახლოვდი და ხელები შევუშვირე.
-როგორც ჩანს,ვიღაცას წესების დარღვევა უყვარს-გავიგე ბოხი ხმა და ოდნავ შევხტი.მისკენ ფრთხილად შევბრუნდი და ჩემს წინ ყავისფერი თვალები შევნიშნე,რომელიც მკაცრად მიყურებდნენ.
*******
დაავოუთეთ,დააკომენტარეთ.
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!

It's Over in Lover (L.P) შეწყვეტილია!Donde viven las historias. Descúbrelo ahora