თავი 8

299 28 5
                                    

თავი 8
—————
Liam's Pov:
-რას გულისხმობ ლიამ?-მეკითხება დაძაბული ხმით,მაგრამ მას ვაიგნორებ.
-ფილიპესთან შეხვედრა დამინიშნეთ-ვამბობ და პერანგის საყელოს ვისწორებ.
-რას აპირებ ლიამ ჯეიმს პეინ?-ხმას უწევს მამაჩემი.
-ემ,შეეგუე,რომ მალე ბრიტანეთის 'ყოფილ' მეფეებში შევა შენი სახელი,ახლა კი ეს საქმე მე მომანდე,არ ვაპირებ ჩემი გეგმების შენთვის გაცნობას-კბილებში ვცრი და სააქტო დარბაზს. ვტოვებ.
-ლუის?-ვეუბნები ჩემს წინ დაბნეულ ლურჯთვალებას და ისიც მაშინვე თვალებში მიყურებს.
-ფილიპესთან შეხვედრა მსურს,როგორც ვიცი აქეთ წამოსვლას გეგმავს,შეთავაზება მაქვს,გადაეცით!
მაგრამ საღამომდე არ მცალია-ვამბობ მკაცრად და ქვევით მივდივარ.
ოჰ,დამფრთხალი გოგოები.
ჩემთან ახლოს კორტნი დგება,შავ თმას ისწორებს და თვალებს აწვრილებს.
-რა?-ვეკითხები და ხელებს ვიჯვარედინებ,ვხედავ რომ ყველას გოგოს მზერა  ჩვენსკენაა,მათ შორის ქეთრინისიც.როდესაც მის თვალებს ჩემს ხელზე ვამჩნევ,ხელს მაშინვე კორტნის ვხვევ და ჩემსკენ უფრო ახლოს ვწევ.
-გუშინ ჩემთან მოსვლას დამპირდი-ჩურჩულით ამბობს და გამოვწვევად სწორდება წელში.ოუ,სულ დამავიწყდა.
-ჰმ,მე უბრალოდ გითხარი,არ დაგპირვებივარ-ვამბობ ნიშნის მოგებით და სხვებისკენ მივდივარ.
-აბა,რა გეგმები გაქვთ?-ვამბობ ხმამაღლა და სავარძელში ვჯდები,თან პერანგის პირველ ორ ღილს ვიხსნი.
-ბაღში გასეირნება-ამბობს რუბი და თვალს მიკრავს,თან ორი ჭიქით ჩაიც მოაქვს.
-ჰმ,წვიმის მიუხედავად?-ვამბობ და მეღიმება,როდესაც ჩემს გვერდით ახლოს ჯდება.
-რატომაც არა-მხრებს იჩეჩს.
-..-მესმის ქეთრინის ჩახველება და მეც მისკენ ვბრუნდები.როგორ ყოველთვის ხალხში რევერანსით მესალმება.
გენიალურად აქვს თმები შეჭრილი,თითქოს საათობით ზომავდა,როგორ უნდა გადაეჭრა ზუსტად,ან რა ადგილას.
მის მუქ ჭაობისფერ თვალებს საშინლად უხდება გრძელი წამწამები.
წამით ჩემს გეგმებსაც კი ვნანობ,თუ რას ვუპირებ ქეთრინს.
-გისმენ-ვეუბნები და თბილ ჩაის ვსვამ.
-შერლოტა ცუდად გახდა და ვიფიქრე,მოინახულებდით-მეუბნება და რუბისკენ იხედება,რომელიც ტკიპასავით მეკვროდა.
ხელს მისგან უხეშად ვინთავისუფლებ და ფეხზე ვდგები.
-შეგიძლია მასთან მიმიყვანო?-ვეკითხები ქეთრინს,რომელიც დაუფიქრებლად მიქნევს თავს.მასთან ერთად მეორე სართულზე ავდივარ,ვამჩნევ რომ დისტანციის დაცვას ცდილობს.
-ქეთრინ?-ვაჩერებ და ჩემსკენ ვაბრუნებ.მის ჭაობისფერ თვალებს მაშინვე მანათებს.
-გისმენთ-ლუღლულებს.
-რამე მოხდა?-ვეკითხები მშვიდი ტონით და ორივე ხელი მის ლოყებთაბ მიმაქვს და ვჩქმეტ,რაზეც ეღიმება.
-არაფერი-ამბობს სიცილით.ხელი კისრისკენ გადამაქვს და მისი ღიმილიც ფართოვდება და საბოლოოდ ხმით სიცილს იწყებს.
-შეე..წყვი...ტე-ძლივს ამბობს და სიცილს ვერ წყვეტს.მასზე მეც მეცინება და საბოლოოდ ვჩერდები.
-წამოდი-ამბობს და შერლოტას ოთახისკენ მიდის,საბოლოოდ დერეფნის შუაში ჩერდება და ოთახის კარზე აკაკუნებს.
-პირველი მე შევალ-ვთავაზობ და კარს ფრთხილად ვაღებ.
-ბატონო-ამბობს საწოლიდან შერლოტა და წამოდგომას ცდილობს,მაგრამ მას ვაჩერებ.
-არ არის საჭირო,როგორ ხარ?-ვეკითხები თბილი ხმით და საწოლთან ახლოს ვჯდები,ვამჩნევ,რომ ქეთრინი უხერხულადაა ამიტომ მასაც ჩემს გვერდით ჯდომას ვთავაზობ,მაგრამ უარით მისტუმრებს.
-რა მოგივიდა?-ვეკითხები და სკამზე ვსწორდები.აქ მყოფ თითოეულ გოგოს ჯანმრთელობაზე პასუხს მე ვაგებ.
-უბრალოდ...წვიმაში ბაღში ვიყავი-ამბობს,რაზეც წარბებს ვკრავ.-ვიცი,რომ არ შეიძლებოდა გარეთ გასვლა,მაგრამ...-ვიცი,რომ ტყუის.მაგრამ მასთან დიდხნიანი საუბარი არ მინდა.
-ქეთრინ,ჩაულაგე ტანსაცმელები,ის სასახლეს დატოვებს!
-კი,მაგრამ...-შეპასუხებას ცდილობს ქეთრინი,მაგრამ უკვე ოთახს ვტოვებ და დერეფანში გავდივარ.
ელემენტალურ წესებსაც ვერ იცავენ.
-ასე არ შეიძლება-მესმის მისი მკაცრი ხმა და მეც მისკენ ვბრუნდები.
-რა ქეთრინ?რა არ შეიძლება?უკვე ბრძანებებსაც გასცემ?-ვეკითხები და ხმას ვასერიოზულებ.
-მას არაფერი დაუშავებია,რომ სასახლიდან გააგდო-ისიც ყვირის,რაზეც კიდევ უფრო ვბრაზდები.
-ჩემთან ხმას ნუ უწევ!-გამაფრთხილებელი ხმით ვამბობ.
-რატომ?რადგან დაწყევლილი გვირგვინი გაქვს თუ ღამე სხვადასხვა ქალთან გძინავს და მათთან ტანსაცმელებსაც კი ტოვებ?-ისიც ყვირილზე გადადის,რაც შოკში მაგდებს.
მოიცა?რაებს ბოდავს?
-რაა?-ვეკითხები.ანუ იმის თქმას ცდილობს,რომ ერთ მექალთანეს ვარ?!
-კარგი რა ლიამ,უფროსწორედ ბატონო ლიამ,აქ ყველამ ვიცით ვინც იქნება გამარჯვებული,მაგრამ ვერ ვხვდები რა საჭიროა,რომ ყოველ ღამით მასთან ურთიერთიბა გქონდეს?-ამბობს მობეზრებული ხმით და კედელს ეყრდნობა.
-მოიცა რა?-სიცილი მიტყდება.-შენ რა ეჭვიანობ?-მისკენ რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ,მაინც ვერ მივხვდი საიდან მოიტანა,რომ აქ ვიღაცასთან ღამე მძინავს.
-უკაცრავად?-თითქმის კივის.-ეეჭვიანობა რა შუაშია?-თვალებს ჭუტავს.
მასზე ბოროტულად მეღიმება.
-არა,არა.ეჭვიანობ!-ვამბობ და სიცილს ვუმატებ.
ის კი ჭარხალივით წითლდება.ღმერთო!რა საყვარელია.
*მაგრამ მტერი*
შემომძახა მეორე მემ,რომელიც არადა არ ჩუმდება.
-როგორც გინდა,ისე გაიგე-ამბობს გაბრაზებული და კიბეებზე ჩარბის.
რა სულელია!
***
ჩემს კაბინეტში ვიჯექი და ვფიქრობდი რა მოხდებოდა,ჩემს გეგმას რომ არ გაემართლა კიდევ უფრო დავიღუპებოდი.
საშინლად სახიფათო იყო ეს ყველაფერი.
-ბატონო ლიამ,თქვენთან არიან-ამბობს ლუი,მას თავს ვუქნევ და ვანიშნებ,რომ შეუძლია შემოვიდეს.
ჩემს წინ მაღალი,მხრებამდე ხუჭუჭა თმებით ბიჭი დგას,სერიოზული გამომეტყველებით.
გაგეცინებათ,მაგრამ საშინლად გავს ქეთრინს.
-მე ფილიპეს ველოდი-ვამბობ მშრალად და ტახტიდანაც კიარ ვდგები.
-მე ფილიპეს შვილი ვარ-ამბობს მკაცრად და სკამზე დაუკითხავად ჯდება,თავს ძლივს ვიკავებ,რომ თვალები არ ავატრიალო.
-ხუმრობის ხასიათზე არ ვარ-ვეუბნები და მაგიდაზე ორივე ხელს ვაწყობ.
-არც მე,ჰარი ედვარდ სტაილსი-ამბობს მობეზრებული ხმით და მაშინვე ვხვდები თუ რატომ გავს ასე ძალიან ქეთრინს.
აჰა,გეგმა უკეთ წავა.
-მოკლედ,გისმენ-ამბობს და ინტერესით მაკვირდება.
-დაპირისპირებას საბოლოოდ დაივიწყებთ და სანაცვლოდ შენს უმცროსს დას წაიყვან-ვამბობ და ხელებს თავს უკან ვიწყობ.
მის სახეზე ერთდროულად შოკი,დაბნეულობა და ბედნიერება ისახება.
-მოიცა,რა?-ამბობს და ფეხზე ხტება.
-დიახ,ქეთრინი მე მყავს.ქეთრინ სტაილსი,რომელიც მამაშენმა ესპანეთიდან 'გამოაგდო'.დავიჯერო,არ გენატრება უმცროსი დაიკო?
ან დაასრულებთ ამ დაწყევლილ ომს ან მის გულს გამოგიგზავნით.-ვამბობ მკაცრად.
-მას არაფერს დაუშავებ-ხმა მაშინვე ეცვლება.თითქოს ეშინია.
-დარწმუნებული ხარ?საინტერესო იქნება მისი დანახვა,როგორი იქნება სიცოცხლის ბოლო წუთებში-ვამბობ,მაგრამ ამით ვერანაირ სიამოვნებას ვერ ვიღებ.
თითქოს დაწერილ პიესას ვკითხულობ,მეგონა რომ ეს ყველაფერი მესიამოვნებოდა.
მუქარა,ვიღაცის სიკვდილი,ომი...მაგრამ ალბათ ასე იქნებოდა,ქეთრინის ადგილას სხვა,რომ ყოფილიყო.
მაინც ვერ ვხვდები,ამ გოგოსთან რა მაკავშირებს,თითქოს მაგნიტივით მიზიდავს.
-კარგით,ახლავე გამატანეთ-ამბობს,რაზეც გულწრფელად მეღიმება.
-არა!-ვამბობ მკაცრად და თვალებში ვუყურებ.
-შერჩევის დასრულებამდე აქ იქნება,მაგ დროის განმავლობაში კი ხარკს გადაიხდით,რომელსაც ლუი გაგაცნობს-ვეუბნები და ფეხზე ვდგებით.
რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ჰარიც დგება და გრძელ თმებს მარცხენა მხარზე იყრის.
ორი თითით ტუჩს აწვალებს,შემდეგ კი ამოხვნეშით მეუბნება.
-თანახმა ვარ-და ხელს მართმევს.
ძალიანაც კარგი.
ჰარი ოთახს ტოვებს და საბოლოოდ მარტო ვრჩები.
-ლუის!-ვეძახი და ვთხოვ,რომ ჩემთან შემოვიდეს.
-ჰოლი და ჯელენა დღეს აქაურობას დატოვებს.ქვევით ჩამოსვლისთვის არ მცალია,ამიტომ ათეულს ეს გოგო გამოეთიშება.-ვეუბნები და კარებს ვკეტავ. მაგიდასთან ახლოს მივდივარ და ქვევიდან აკრძალულ ბოთლს ვიღებ.
ალკჰოლი,ეს ის არის რაც ახლა საშინლად მჭირდება.
პატარა ჭიქაში უცხო ალკჰოლს ვასხამ და თვალის დახამხამებაში ბოლომდე ვსვამ.
ბოლოდ ჭიქას გვერდით ვდებ და ამჯერად ბოთლიდან ვიწყებ დალევას.
თვალწინ ჭაობისფერი თვალები და სქელი ტუჩები მიდგება.
ღმერთო,რატო ვფიქრობ მასზე ამდენს.
ის ერთადერთი 'კოზირია',რომლის გამოყენებაც შემიძლია და ამას გავაკეთებ კიდეც.
სულ,რომ მისი სიცოცხლის ფასად დამიჯდეს.
*მაგრამ შენ არ გინდა მისი სიკვდილი*
რეალობას ჩამკივის ჩემი მეორე ხმა.
ჰო,არ მინდა.
რეალურად,არ ვარ ისეთი ადამიანი,რომელსაც ვინმეს სიკვდილი გაახარებდა,ან ვარ.
ან უბრალოდ ქეთრინის სიკვდილი არ მინდა.
არ მინდა,რომ ვინმე ეხებოდეს.
ჯანდაბა,ერთ ბოთლს მეორეს ვაყოლებ და ვგრძნობ,რომ ალკჰოლი მწვავს.
თითქოს სააშკაროზე გამოვყავარ და ფარდას მხდის.
ვერ კი ვხვდები,როდის ვდგები და ვტოვებ ოთახს.
ყველაფერს მაშინ ვაცნობიერებ,როდესაც მეორე სართულზე ჰოლის ბოლოში ვჩერდები და ოთახის კარზე ფრთხილად კაკუნს ვიწყებ.
-ლიამ?-მესმის მისი ხავერდოვანი და ბულბულივით ხმა.
-ქეთრინ,შეიძლება შენთან დავიძინო?-ვამბობ და კართან თითქმის ვეცემი.
*****
ვეცდები,რომ ეს ორი დღე მაქსიმალურად გამოვიყენო და დავდო კიდევ ახალი თავები!
მთავარი თქვენი კომენტარებია!
მადლობა ყველას💚

It's Over in Lover (L.P) შეწყვეტილია!Where stories live. Discover now