თავი 12
——————
ბედნიერება თუ უბედურება?
ბედნიერება ხომ წამიერი განცდაა,რომელიც თითქმის მთელი დღის,თვის თუ წლის განმავლობაში გრძელდება.მაგრამ საკმარისია მასში უბედურება შეერწყას,რომ ის წამიერი ბედნიერებაც ქრება.
არც უილიამ შექსპირის ნაწარმოებში ვარ და არც გიტარის უბრალო აკორდი,რომელიც მუდამ ჰარმონიითაა სავსე.
„ჩვენ წარსულის ქმნილებანი ვართ და უხილავი ძაფი გვაკავშირებს მის ყოველ წერტილთან ძაფი,რომ გაწყდეს,რაღა დარჩება ჩვენგან?"
ბედნიერი ვარ,მაგრამ გულის სიღრმეში თითქოს თაგვივით რაღაც მღრღნის და მეუბნება,რომ ფრთხილად ვიყო,თითქმის ყველაფერი მაფრთხილებს.
ლიამის სიტყვები,ქცევები...ის უბრალოდ ნათელი წერტილია ბნელ გამოქვაბულში.
ვიცი,რომ შარში ვარ.
თითქოს ყინულზე ვდგავარ,სადაც ფეხს თუ მაგრად დავაჭერ ჩატყდება და ცივ წყალში ჩავვარდები,თუ სწრაფად გავივლი დავეცემი და რაიმეს მოვიტეხ.
სიფრთხილე.
ახლა ყველაზე მეტად ეს მჭირდება,ვერ ვხვდები,რა შეიძლება მოხდეს,როგორ განვითარდეს მოვლენები.
მეტიც,აზრზე არ ვარ.
შუაღამეა,ლიამი რამდენიმე წუთის წინ გავიდა,ვერ გამოვუტყდი.
როგორი სუსტი ვარ არა?
თითქოს მოსვლის დღიდანვე ვოცნებობდი,რომ მას ეს სიტყვები ჩემთვის ეთქვა და მეც გავქანდებოდი და ჩავეხუტებოდი,ალბათ იგივეთი ვუპასუხებდი,მაგრამ....
გავჩუმდი.
მისი სიტყვების გაგონებისას თითქოს გავიყინე და ყოველი სიტყვა დამავიწყდა.
გონება გაჰკიოდა "გაიქეცი,გაიქეცი,ტყუის",გული კი პირიქით "უპასუხე,უთხარი,გამოუტყდი..."
გონებას დავუჯერე? არა.
გულს? არა.
არცერთს.არ ვიცი,უბრალოდ ჩუმად ვუსმენდი,თავდახრილი და ვცდილობდი,რომ მის წინ კიდევერთხელ არ მეტირა.
გამომივიდა?გამომივიდა.
მაგრამ როდესაც ადგა და ოთახიდან ფეხი გადგა მივხვდი,რომ უკვე მის გარეშე წამიც არ შემეძლო.
ექოდ მესმოდა მისი სიტყვები.
არ ვიცი რა იქნება მომავალში,ან ახლა,ან ადრე რა იყო...
წვიმს.
მუხლებამდე თოვლი მალევე დადნა და ფაფუკი თოლის ნაცვლად ღრუბლები ტირის.
სასახლის ძირითადად ნაწილში ფარდებია ჩამოფარებული,ყველა მის საქმეს აკეთებს.
დეკემბერი დაიწყო,ყველას მთავარი საფიქრალი შობაა.
ლიამი არ ჩანს,ორი დღეა არ გამოჩენილა.
არც ლუისგან ისმის არაფერი,ზეინიც დაკარგულია.
ის მწვანეთვალება...
კიდევ ერთხელ დავინახე,ამჯერად ჩემი ოთახის აივანზე.
შუაღამე იყო,ის იქ იდგა,დავიფიცებ რომ ის იყო,უბრალოდ თვალებში მიყურებდა,როდესაც რაღაც უნდა მეთქვა,ხელები ტუჩებზე ამაფარა და გამაჩუმა.
ვერაფრით ვერ ვიღებდი ხმას,მაგრამ მაინც მაფიქრებდა,რა უნდოდა აქ,ის არცერთხელ მინახავს ლიამთან ან რომელიმე მომსახურე პერსონალთან,თუ ზეინს არ ჩავთვლით.
შერჩევას ორი გოგო გამოეთიშა,საბოლოოდ კი "ფინალურ ტურზე" რუბი და ბეტი დარჩა. (Rita ora&Barbara Palvin),როგორც ვიცი ლიამს შობამდე აქვს დრო,შობის ღამეს კი ის მომავალი დედოფლის სახელს გვამცნობს.
დასასვენებელ ოთახში ვარ.
უბრალოდ სკამზე ვზივარ და დედოფალს ვუსმენ,რომელიც მიქელანჯელოს დავიდს აღწერს.
სასახლიდან გაქცევა და ქანდაკების ნახვა მინდება,მაგრამ კიბეზე ლიამი ჩნდება,რომელიც რუბისთან ერთად ჩამოდის.
ქერა თმა აწეული აქვს,და ცალ ყბა იღიმის.
წითელი კაბა სხეულს უფრო გამოკვეთილს ხდის,თვალს ვარიდებ რადგან ვხვდები,რომ ლიამი ამჩნევს ჩემს მზერას.
-ქეთრინ-გავიგე ბოხი ხმა რაზეც ოდნავ შევხტი,ის იმდენად ახლოს იყო ჩემთან.
რევერანსით მივესალმე და თავი დავხარე.
-ქეთრინ შემომხედე-დაიჩურჩულა,მაგრამ მისი ხმა არაფრად არ ჩავაგდე.
-თუ შეიძლება დაგტოვებთ-ვთქვი გასაგონად და კიბეებისკენ წავედი.
-არ შეიძლება-ოთახი ლიამის ხმამ მოიცვა,ყველა გაჩუმდა.
ამჯერად დედოფალიც კი მე მიყურებდა.
-შენი მოვალეობები დაგავიწყდა?-მკაცრად თქვა ლიამმა და რამდენიმე ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა.-მგონი არავის აქვს უფლება დროზე ადრე დატოვოს ეს ოთახი-კბილებში გამოცრა და საბოლოოდ რამდენიმე მილიმეტრის მოშორებით დადგა.-შენ აქ ჩემს ბრძანებებს ასრულებ-თქვა მკაცრად.
-მაპატიეთ-ამოვილუღლუღე,მაგრამ რეალურად მინდოდა სახეში გამერტყა,ყველას წინაშე დამამცირა.
ლიამმა ღრმად ამოისუნთქა.
-რადგან ყველა აქ ხართ,შეგიძლიათ სასახლის მორთვა დაიწყოთ.-თქვა და რუბის შესამჩნევად გაუღიმა.
-კი მაგრამ შვილო,ჯერ ადრეა-თქვა დედოფალმა და ლიამს გახედა,ლიამს ჩაეღიმა.
-არა დედა,საახალწლოდ არა,ორ დღეში ახალი დედოფალი გვეყოლება.
გავშრი.
ხმას ვერ ვიღებდი.
თითქოს ყველაფერი ჩაბნელდა,ლიამი ჩემსკენ შემობრუნდა.
ეს არ იყო თბილი ღიმილი.
ეს არ იყო მისი თვალები.
ეს ის ლიამი არ იყო,რომელიც მიყვარდა,რომელიც მოსვლისდღიდანვე შემიყვარდა.
რომელიც ჯიუტი და ამავდროულად ყველაზე კეთილი იყო.
მისი თვალები საბოლოოდ გაშავებულიყო.ავის მომასწავლებლად იღიმოდა.
და პირველად ვიგრძენი მის წინაშე შიში.
-ეს პირადად შენ გეხება,შენ გემოვნებას უნდა ვენდოთ ამ ერთხელ-თქვა ლიამმა და ხელი მხარზე დამადო.-გასაგებია?-ბოლო სიტყვა გამოკვეთა.
-დიახ-ჩავილუღლუღე და გოგოებისკენ წავედი.
***
-ქეთ-ხმის გაგონებისთანავე მისკენ შევბრუნდი.
-როგორ ხარ?-მკითხა და ჩემსკენ წამოვდია.-შენთან დალაპარაკებას ვცდილობდი,მაგრამ საჭირო მომენტი ვერ ვიპოვე-თქვა და მის შავ წვერს ხელი მოუსვა.
-კარგად ვარ ზეინ,შენ როგორ ხარ?-გავუღიმე და ხელოვნური ვარდები მაგიდაზე დავდე.
-მეც კარგად,გავიგე რომ შენ გევალება სასახლის მორთვა-თქვა და ჩემთან კიდევ უფრო ახლოს დადგა.
-ჰ..ო-ვთქვი და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი.
-დაგელოდები,მესმის შენი,ახლავე არ გაძალებ პასუხის გაცემას,მაგრამ ჩემს გრძნობებში ეჭვი არ უნდა შეგეპაროს-თქვა და მისი ხელი ნიკაპზე მომისვა.
-ზეინ რას აკეთებ?-მინდოდა მკაცრად მეთქვა,მაგრამ მგონი თვითონაც ვერ გაიგო.
-ხელს ხომ არ გიშლით?-ოთახში ლიამი შემოვიდა,რაზეც ზეინი დაიძაბა.მეორე ხელი მომუშტა და ლიამისკენ ღიმილით გაიხედა.
-ბატონო ლიამ-თქვა სარკაზმულად და თავი ოდნავ დაუხარა.
ლიამი თვალს არ მაშორებდა.
-მალიკ დატოვე აქაურობა,სწრაფად-კბილებში გამოსცრა ისე რომ მისთვის არც კი შეუხედავს.
-მალე მოვალ,პატარავ-თქვა ზეინმა და თმაზე ხელი გადამისვა.
ღმერთო როგორ მძულს ეს ბიჭი!
-გისმენ-თქვა და ხელები გადააჯვარედინა.
-მე...არაფერი მაქვს სათქმელი-ვთქვი და ხელოვნური ვარდები ისევ ხელში დავიჭირე.
-დარწმუნებული ხარ?-თქვა და ჩემსკენ წამოვიდა.
-დიახ,ბატონო-ვთქვი და იატაკისს დავუწყე ყურება.
-მე კი ეჭვი მეპარება-თქვა და ხელები მხრებზე მომკიდა.
-რა ჯანდაბა უნდოდა ზეინს?-თქვა და მაიძულა რომ მისთვის შემეხედა.
-არაფერი,ის ჩემი მეგობარია,უბრალოდ ოთახის მორთვაში მეხმარება-ვთქვი რაზეც ლიამმა წარბი ამიწია.შემდეგ კი ჩაიღიმა.
-ვგავარ იდიოტს?-თქვა და ხელები უფრო მომიჭირა რაზეც დავიჭყანე.
-შეიძლება ვინმემ დაგვინახოს-დავიჩურჩულე და ირგვლივ მიმოვიხედე.
-არ მადარდებს,რა უნდოდა ზეინს?ბოლოჯერ გეკითხები!-თქვა და ზურგზე სიცივე ვიგრძენი.
მივხვდი რომ ამჯერად სრულიად უძლური ვიყავი,რადგან კედელთან ვიდექი.
აქედან კი გაქცევა შეუძლებელი იყო.
-ჯანდაბას-ჩავიბუტბუტე-ვუყვარვარ და ჩემთან დროის გატარება უნდოდა-ვთქვი და ქვევიდან ავხედე.
მგონი არ უნდა მეთქვა.
ლიამმა ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და ხელი ჩამოუშვა.
შებრუნდა და წასვლა სცადა,მაგრამ ხელი ხელზე მოვუჭირე.
-გამიშვი-თქვა ისე რომ არც შემობრუნებულა.-გამიშვი თორე გატკენ-თქვა,მაგრამ არ მადარდებდა,ვერ შემაშინებდა.
-ორჯერ არ ვიმეორებ-ხმა გაამკაცრა.
-ლიამ-ვთქვი რბილად და ხელი ზურგზე მოვკიდე.
-ლიამ,გთხოვ შემომხედე-ვემუდარებოდი.
-ლიამ,ლიამ,ლიამ,რაგინდა?-თქვა და საბოლოოდ შემობრუნდა.
ვარდებს ხელი გავუშვი და ორივე ხელი კისერზე მოვკიდე.
-რა ჯანდაბას აკეთებ?-თქვა და ჩემი მოშორება სცადა.
-გპასუხობ-ვთქვი და გამეღიმა.
ლიამი ოდნავ მოეშვა.
-რაზე?-თქვა რბილად და ხელით ოდნავ გამწია,რომ თვალებში ჩაეხედა.
-მეც-ვთქვი და ვიგრძენი რომ ლოყები გამიწითლდა.
-რა შენც?-ლიამსაც გაეღიმა.
თვალები ავატრიალე.
-მეც მიყვარხარ...
****
პირველად დავწერე ასეთი პატარა თავი😣
მადლობა 1K ნახვისთვის!😶
დააკომენტარეთ და ვეცდები რომ დღესვე დავდო ახალი თავი💜