Feelings

279 27 5
                                    

თავი 14
———————
Catherine's Pov:
შუაღამეს ხმა მესმის და ქვევით სწრაფი ნაბიჯებით ჩავდივარ.
ლიამის დანახვისას ჟრუანტელი მივლის,მაშინვე ვხვდები,რომ ნასვამია,რადგან პერანგის პირველი სამი ღილი შეხსნილი აქვს,თმა კი საშინლად არეული.
სულელივით იღიმის და თვალს არ მაშორებს.
ეს არ გავს იმ ღიმილს,რომელზეც შეყვარებული ვარ.
ეს რაღაც უფრო საშიშია.
კიბის ქვევით ზეინი დგას,რომელსაც თვალს მაშინვე ვაშორებ.
ნამდვილად არ მსურს მასთან კონტაქტი.
-სიახლე მაქვს-თქვა უეცრად და ხელები მაღლა აწია,შემდგომ კი ტაში დაუკრა.
-შეგიძლიათ მზადება დაიწყოთ,ხვალ გაიგებთ ვინ იქნება მომავალი დედოფალი!-თქვა და ჩემსკენ შემობრუნდა.
თვალს არ მაშორებდა,უნდა მიხაროდეს?მაგრამ მისი მეშინია,თითქოს რაღაცნაირად იქცევა...
ამდენი დამთხვევა,მაშინებს.
რამდენიმე საფეხურით ამოვიდა და ზეინს გვერდით დაუდგა.
-ძვირფასო,მალიკ,შენ და ქეთრინს გევალებათ ორგანიზება,გვრიტებო-თქვა და სარკაზმულად გაიღიმა.
მასზე შოკირებული ვიყავი და ვერაფრის თქმას ვერ ვამბობდი.
მან დაინახა.გული გამალებით მიძებდა,თითქოს სადაცაა ამომივარდებოდა.
-აბა შენ იცი ქეთრინ,არ უღალატო ზეინს-თქვა და ხელი მხარზე დამარტყა.
ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ლიამისკენ შევბრუნდი.
-ლიამ-ჩავიბუტბუტე და ხელზე დავექაჩე.
მას ჩაეცინა და ცალი წარბი აწია.
-ბატონო ლიამ-შევასწორე და მისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი,როცა მივხვდი რომ ირგვლივ აღარავინ იყო დარჩენილი ცრემლებს საშუალება მივეცი,რომ გზა გაეკვალათ.
-ლიამ,გთხოვ მითხარი რაიმე რა-ვთხოვე და მის წინ დავდექი,ვემუდარებოდი,მზად ვიყავი რომ დავჩქებოდი,ის რომ ასე დამენახა როგორც მან მე დამინახა,ალბათ გავაფრენდი.
-რა გინდა ქეთრინ?-თვალები აატრიალა და ხელი უხეშად მომაშორა.-მგონი ამ დროს ოთახში უნდა იყო-თქვა და ოთახისკენ მანიშნა.
-ლიამ,მიყვარხარ,რთულია გაგება?-ვიმეორებდი,მალე ვიკივლებდი და მთელ სასახლესაც კი გავაღვიძებდი.
-გიყვარვარ-ჩაიბუტბუტა და განზე გაიხედა.
ვიცოდი,რომ არ მენდობოდა,ვ ი ც ო დ ი...მაგრამ ასე?
გონებაში ყველაფერი არეული მქონდა,თვალწინ მწვანეთვალები მედგა,რომელიც გაიძახდა,რომ ლიამს ვძულვარ და ჩემი გამოყენება უნდა,მაგრამ არ მადარდებს,ეს ჩემთვის ყველაზე ბოლოა.
იქვე თითქოს ზეინი გაჰკივის,რომ ლიამს ჩემი მოკვლა უნდა და არ ვუყვარვარ,მაგრამ ყურებში ლიამის ხმა ჩამესმსი,რომელიც მეუბნება,რომ
"ქეთრინ მიყვარხარ..."
ცრემლები გაუცნობიერებლად წამომივიდა.
-უნდა წავიდე-თქვა და ხელი გამიშვა.
ამას ვეღარ ავიტანდი.
-რატომ,ჩემი მოკვლის გეგმას ადგენ?-ვკითხე და მწარედ ჩავიღიმე,რასაც მაშინვე სწრაფი რეაგირება მოჰყვა და ჩემსკენ შემობრუნდა.
-რა თქვი?-კბილებში გამოსცრა.
-ვიცოდი,ვიცოდი,რომ ეგ დედა მო***ული ყველაფერი იცოდი,და მსახიობობდი.შენი და შენი ძმის გეგმა.საბრალო ლიამი,შეუყვარდა ქეთრინი და მისი გამოყენება არ შეუძლია,მისთვის ყველაფერს გააკეთებს,არ ადარდებს ტახტი,მთავარია მასთან ქეთრინი იყოს,საბრალო ლიამი,საცოდავი,საბრალო-ლიამი უკვე ყვიროდა და წინ და უკან დადიოდა.-არაფერს იმსახურებ,როდესაც მძულდო მაშინვე უნდა მომეკალი,მაგრამ განა ოდესმე მძულდი?შემეძლო?მოხვედი და თავი შემაყვარე.-ხელი კისრისკენ წაიღო და მოიჭირა.-მძულს ჩემი თავი გესმის?და ჩემთან ერთად შენი თავიც.მძულს ის გრძნობა,რასაც შენს მიმართ განვიცდი,არაფერს იმსახურებ,მე კი 10 წლის ბიჭივით კუდში დაგსდევ და მიყვარხარ-აგრძელებდა,რასაც ჩემი ცრემლები მოჰყვებოდა.ვერ ვჩერდებოდი და უკვე ძირს ვეცემოდი.
-ლიამ გთხოვ,შეწყვიტე-ვემუდარებოდი და იატაკს ხელით ვკაწრავდი,მისგან ეს სიტყვები...მძულს ჩემი ძმა,მძულს ზეინი,მძულს ესპანეთი,ჩემთვის ნათელი წერტილი მხოლოდ ლიამია.
-გიჟს ვგავარ,განა ვერ ხედავ?ვერ ხვდები,რომ ყველაფერი ვარ ადამიანის გარდა?მძულხარ მძულხარ,მაგრამ ამაზე სამჯერ მეტად მიყვარხარ,არა ასჯერ,ათასჯერ,მილიარდჯერ,განუსაზღვრელად,რა გამიკეთე?-ამბობდა და ისიც ვეღარ იკავებდა ცრემლებს.
ორივე ვტიროდით.
ერთიდაიგივე გრძნობას განვიცდიდით,მაგრამ არ შეგვეძლო ამ გრძნობების შერწყმა და უფრო ღრმად განცდა.უფრო გაზრდა,თქმა და ერთმანეთის ჩახუტება.
საპირისპიროდ ვიქცეოდით,ზურგს ვაქცევდით და ვბრუნდებოდით.
არ შეგვეძლო ერთად ყოფნა,განა ეს სიყვარულია?
ხომ უნდა მძულდეს...ის ჩემი ქვეყნის მტერია.
მაგრამ ის ჩემი ქვეყანაა,საიდანაც გამომაგდეს?
-ლიამ,მიყვარხარ და სხვა არავინ მადარდებს,გაიგე გთხოვ,მხოლოდ შენ მიყვარხარ-ვემუდარებოდი და ორ ფეხზე დავდექი.
ფეხებზე ხელს ვკიდებდი,რაზეც ლიამი გაოცებას ვერ მალავდა.მაგრამ გაოცება სიბრაზებ შეცვალა.
-მიყვარხარ,მაგრამ შენს მერე არასდროს წავსულვარ რუბისთან ან სხვა ვინმე გოგოსთან და საწოლში არ ჩამითრევია,არც მითქვამს რომ სიგიჟემდე მიყვარდა-ვხვდებოდი საუბარი საითკენას მიჰყავდა.-ადექი,ადექი სწრაფად-მიბრძანა.
-არ ავდგები,იქნებ ასე გაიგო ბატონო ლიამ,რომ ჩემთვის ზეინი ერთ ვერცხლადაც არ ღირს,არც ჰარი-ვთქვი და თვალებში ჩავხედე.-ორივე წყალსაც წაუღია,მიყვარხარ,ვამბობ და გეტყვი კიდევ ასჯერ,ათასჯერ.
ბოლო იმედიც ამომეწურა,როდესაც ლიამისგან ეს სიტყვები გავიგე.
-ხვალ ცოლი მომყავს,ამის დრო არ მაქვს-თქვა და თავისი ოთახისკენ წავიდა.
არ მახსოვს ოთახში როგორ შევედი....
პატარა ოთახი,კიდევ უფრო დაპატარებულიყო...
ძნელია ადამიანობა... ძნელია სულ ისე იარო, რომ არ წაიქცე... ხანდახან ეკალსაც გაკრავ მხარს, ხანდახან ხავსსაც მოეჭიდები...მაგრამ არ შეჩერდე... წამოდექი და მეტი შემართებით გააგრძელე გზა... ადამიანი სწორედ იმით ფასდება, თუ რამდენად ღირსეულად გადაიტანს განსაცდელს...ეს სიტყვები ყურში ჩამესმის,მაგრამ ფასს კარგავს.
ადგომა?სწორად სიარულიც დამავიწყდა,ალბათ სწორი მიმართულებით გახედვაც აღარ შემიძლია.
გრძელ კაბას სხეულიდან ვიშორებ და საწოლზე ვჯდები,ხელებს სახეზე ვიფარავ და დარჩენილ ცრემლებსაც გარეთ ვუშვებ.
ბალიშს ხელში ვიღებ,რომელსა ლიამის სუნი აქვს.ორივე ხელს ვუჭერ და ცხვირთან კიდევ უფრო ახლოს მიმაქვს,მართლა არ შემიძლია მის გარეშე,ხვალ რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
ვალდებული ვიქნები ჰარის გავყვე,და კვლავ ჯოჯოხეთში დავბრუნდე...
მაგრამ მე არმინდა ლიამის დატოვება...
მის გარეშე არაფერი არვარ.
Liam's Pov:
ფანჯარასთან ვდგავარ,მალე გათენდება.
ვისკის ბოთლს ხელი ვკარი და ესეც შემდეგი მსხვერპლი.
ყოჩაღ ლიამ,აღარც სასმელი გაქვს,აღარც გრძნობები,არარაობად იქეცი.
თვალწინ ქეთრინი მიდგას,როდესაც ჩემს წინ დაჩოქილი იყო.
თავი ნაბიჭვარი მეგონა,როფორც ნაგავს ისე ვექცეოდი,მაგრამ მან რა გამიკეთა?
რომ ვყვარებოდი ზეინთან არ იქნებოდა.
რომ ვყვარებოდი,ახლა ასე არ მოხდებოდა.
რომ ვყვარებოდი,ხვალ ჩემი ცოლი ის გახდებოდა...
-შეიძლება?
-შემოდი ლუი-ვუთხარი ისე,რომ მისკენ არ შევბრუნებულვარ.
-უკვე დაიწყეს სასახლის მორთვა...დარწმუნებული ხარ ყველაფერში?-მკითხა ლუიმ და ჩემი დაყრილი ვისკის ბოთლის აღებას ეცადა.
-დაანებე,იყოს ეგრე.-ღრმად ამოვისუნთქე-კი დარწმუნებული ვარ.-ოდნავ გავიღიმე და მთელი ძალით ჩავეხუტე.
****
-არ მჯერა შვილო-დაიწყო ისევ დედაჩემმა.
-ელისაბედ,საკმარისია-მის დამშვიდებას ცდილობდა მამაჩემი.-გენიალურად გამოიყურები ლიამ.-მითხრა და მხარზე ხელი დამადო.
მას თავი დავუქნიე და გრძელი მოსაცმელი გავისწორე.
-დროა უკვე!-ოთახში ლუიმ შემოიხედა და მანიშნა,რომ მას გავყოლოდი.
-ლუი რა სახე გაქვს?-ვკითხე და შეშინებულმა შევხედე.
-ჰარი და ნაილი ირლანდიის პრინცი აქ არიან-თქვა და ღრმად ამოისუნთქა.
-კარგი,დამშვიდდი.ჯანდაბა,აქ რაუნდათ?-შევიკურთხე და თვალები ძლიერად დავხუჭე.
-სად არის?-დავისისინე.
-ვინ?-მკითხა თითქოს არ იცოდა.
-მიპასუხე,სად არის ქეთრინი!-თვალები გავახილე და ლუის ჩაშავებული თვალებით ჩავაშტერდი.
-არ ვიცი,არ მინახავს,ოთახი ცარიელია-თქვა ლუიმ და მაშინვე შევხტი,რადგან დედაჩემის კივილის ხმა გაისმა.
-სასწრაფოდ სარდაფისკენ,სასახლეს თავს ესხმიან!
****
დააკომენტარეთ და დაავოუთეთ.
მადლობა ყველას👑

It's Over in Lover (L.P) შეწყვეტილია!Donde viven las historias. Descúbrelo ahora