I AM BROKEN

271 33 8
                                    

თავი 13
——————
ლიამი რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია,მაგრამ ხელს მაინც არ მიშვებდა.
-რა?-მკითხა ისევ და ქვევიდან ამომხედა.
მასზე თვალები ავატრიალე,რამდენჯერ უნდა რომ გავიმეორო?
-ხო,ლიამ მიყვარხარ-ვთქვი თვალდახუჭულმა,რა წამსაც ლიამის ტუჩები შემეხო.ეს არ გავდა ძველ კოცნას,თითქოს ახლა ყველაფერი ნათელი იყო,თითოეული მოძრაობა ლაპარაკობდა ჩვენს ნაცვლად.
-ლიამ,გაჩერდი-ხელით ოდნავ გავწიე,როდესაც ფეხის ხმა გავიგე.
რამდენ წამიანი მოშტერების შემდეგ,ისევ უკან გაბრუნდა.
-საღამოს ოთახში ხომ იქნები?-თქვა და ტუჩზე იკბინა,რაზეც გამეღიმა.
თავი შესამჩნევად დავუქნიე და ოდნავ ამოვისუნთქე.
-მაშ,შეხვედრამდე მის ქეთრინ-თქვა და თვალი ჩამიკრა.
კიბეები ფრთხილად ავიარე და ოთახში შევედი,შესვლისთანავე ყვირილს ვაპირებდი,მაგრამ იქვე მდგომმა ზეინმა პირზე ხელი ამაფარა.
-რა ჯანდაბას აკეთებ?-გაისმა უცნობის ხმა,მაგრამ თან ნაცნობის.ზუსტად ვიცი,რომ ეს აქამდეც გაგონილი მქონდა.
და აი ისიც.
მწვანეთვალება ჩემსკენ წამოვიდა და ზეინის ხელი უხეშად მომაშორა.
-უბრალოდ,ხმას არ აუწიო-თქვა მკაცრად და საწოლისკენ მანიშნა.
მის ნებას მივყევი და საწოლზე ჩამოვჯექი.
-მე ჰარი ვარ-თქვა ისე,რომ თითქოს ძველი მეგობრები ვიყავით და მისი არსებობა დამვიწყებოდა.
-ჰარი ედვარდ სტაილსი-მის გვარზე უამრავმა აზრმა იჩინა თავი.
-არაფერი გახსენდება?-მკითხა ისე თითქოს,ჩემს აზრებს კითხულობსო.
-ესპანეთიდან ხარ?-ვკითხე ჩურჩულით,რაზეც მაშინვე გაიღიმა და ფოსოებიც გამოუჩნდა.
-მეტიც,მომავალი მეფეა-თქვა ზეინმა და კარს მიეყრდნო.უკან მივიწიე და საწოლის კიდეში დავჯექი.არ ვიცი რატომ,მაგრამ მისი მეშინოდა.
-ღმერთო-წამოვიძახე და ლიამისკენ წასვლა დავაპირე,მაგრამ ხელზე ისევ მტკივნეული დაჭერა ვიგრძენი.ამჯერად ეს ზეინი არ იყო.
ეს ჰარი იყო.
-დაჯექი და არ გაინძრე-თქვა და ორივე ხელი მხრებზე მომიჭირა.
-არ ვარ ვალდებული-არც მე დავნებდი და ხელის განთავისუფლება ვცადე.
-საკმარისია,უფროსი ძმა როგორც გიბრძანებს ისე იქნება-მობეზრებული ხმით დაიძახა ზეინმა,რაზეც შოკირებულმა გავხედე.ჰარიმ ხელები მომაშორა და ჩემსკენ შემობრუნდა.
-ზეინ,ნაბიჭვარი ხარ-შეიკურთხა და ჩემი ხელი მის ხელში მოიქცია,მაგრამ ამის საშუალება არ მივეცი.
-რა თქვი?-ფეხზე წამოვხტი და ზეინისკენ წავედი.
-დამშვიდდი პატარა სტაილს-თქვა დამცინავად და ჯიბიდან დანა ამოიღო.
-არ მომიახლოვდე-თქვა და ორივე წარბი ასწია.
-ზეინ შეეშვი მეთქი-ამჯერად ჰარიმ ტონს აუწია და ჩემსკენ წამოვიდა.
-გრძელი ისტორიაა...-თქვა და თავი დახარა.
******
Liam's Pov:
რუბისთან ოთახში ვიყავი და მის გაუთავებელ წუწუნს ვისმენდი.
-გესმის ლიამ?მან ჩემი კაბის მოპარვა სცადა,ნუთუ ამაზე რეაქცია არ უნდა გქონდეს?-თქვა და ყალბი ცრემლი სახიდან მოიშორა.
-კარგი,რა.ერთი კაბა რა გახდა,ვთხოვ და უკეთესს მოგიტანენ-ვუთხარი და ხელები წელზე მოვხვიე.
-მაგრამ მე ის მინდა-ჩაიბუტბუტა და ფეხის წვერებზე აიწია,მაგრამ მაშინვე უკან დავიხიე.
-ლიამ?-მკითხა ეჭვისთვალით,მაგრამ ახლა მასთნ არანაირი კონტაქტი არ მსურდა.
-რაიმე მოხდა?-მკითხა მზრუნველი ხმით და მისი ქერა თმა მარცხენა მხარეს გადაიწია.
-რა უნდა მომხდარიყო?-ვკითხე და ვეცადე,რომ დავმშვიდებულიყავი.
-არაფერი,უბრალოდ ალბათ შენც ისევე ნერვიულობ,როგორც მე...მალე ხომ-დაიწყო,მაგრამ ჩემს მოსაცმელს ხელი მოვკიდე და ფეხზე წამოვდექი.
-ხვალამდე რუბი-ვუთხარი და მისი ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი.
ქეთრინის ოთახთან შევჩერდი და კარზე ფრთხილად დავაკაკუნე.
სიჩუმე იყო.
იქნებ ვერ გაიგო?
სახელური ფრთხილად ჩამოვწიე,ჩაკეტილი იყო.
-ლუის!-დავუძახე კიბეზე მდგომ ლუის,რომელიც ჩემსკენ სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა.
-გასაღები მომიტანე-ვხვდებოდი,რომ ყველაფერს საშინელებას ვფიქრობდი.
-მოიცა ლუის-ვუთხარი და ლუი ჩემსკენ შემოვაბრუნე.-ზეინი სად არის?-ვკითხე და მოთმინებით დაველოდე მის პასუხს.
-არ ვიცი,მთელიდღეა გაუჩინარებულია-თქვა მხრების აჩეჩვით.მას თავი დავუქნიე და ვანიშნე,რომ გასაღები მოეტანა.
სხეული ერთიანად მოიცვა შიშმა,ზეინი დილის შემდეგ ნანახი არ მყავდა.
რაც ქეთრინი გაუჩინარდა,მას მერე ეგეც გაუჩინარდა.
სხეული დამეძაბა.
-ლიამ კარგად ხარ?-გავიგე ლუის მზრუნველი ხმა.
-კი,ყველაფერი კარგადაა.მადლობა ლუის-გავუღიმე და ხელიდან გასაღები გამოვართვი.ოთახის კარი ფრთხილად შევხსენი და იქ მომხდარმა შოკში ჩამაგდო.
ნუთუ?
ჩემს წინ ქეთრინი ეხუტებოდა ვიღაცას.
-ყველაფერი უკეთ იქნება,გთხოვ არ იტირო,მშვიდად-გავიგე ზეინის ხმა,რომელიც ქეთრინს ამშვიდებდა.
*მეც,მიყვარხარ*ყურში ქეთრინის ხმა მესმოდა,მაგრამ გონება გაჰკიოდა,რომ ის მატყუებდა.
-მიყვარხარ,დამშვიდდი,გთხოვ-აგრძელებდა ზეინი.თითქოს ადგილზე გავიყინე,ვერც წინ მივდიოდი,ვერც უკან.
ქეთრინი ჩუმად იყო,არ პასუხობდა.
რამდენიმე წამის შემდეგ მეც უკან გამოვბრუნდი.
***
-ლიამ,შეწყვიტე-მეოცეჯერ გაიმეორე ლუიმ და ხელიდან ბოთლი გამომართვა.
-როგორ მიბრძანებ რაიმეს?!-ვიღრიალე და ხელი ავწიე.
არც კი მიფიქრია რას ვაკეთებდი,სანამ ლუიმ ჩემი ხელი არ დაიჭირა.
-სულ ცალ ფეხზე მკიდია,რომ მომავალი მეფე ხარ,ამის დედაც ლიამ გესმის?ჩემი ბავშვობის მეგობარი ხარ და შენი უფროსი ძმა ვარ,ვალდებული ვარ ამ ნეხვიდან ამოგიყვანო,მაგრამ ამას ვერ ვიზამ თუარ მომიყვები-ხმას აუწია ლუიმაც.
სკამზე დავჯექი,ვცდილობდი სუნთქვა დამეგურილებინა,მაგრამ არაფერი გამომდიოდა.
არა ლიამ.
არა.
არა.
მაგრამ მაინც გავტყდი.თავი ხელებში დავმალე.
-მომატყუა გესმის?რათ მინდა ეს "პოსტი" თუ ყველა უნდა მატყუებდეს და გულს მტკენდეს,განა ადამიანი არ ვარ?-დავიღრიალე,თან მწარე ცრემლებს საშუალებას ვაძლევდი,რომ გზა გაეკვალა.
ამის დედაც,ქალივით ვტიროდი.
-გიყვარს ჰო?-მკითხა უეცრად ლუიმ.
-რაა?ვინ-ვუარყავი და თავი გავაქნიე.
-ქეთრინი,ვიცი რომ ასეა-თქვა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
-მაგის დედაც ლუი,მეზიზღება-დავიღრიალე და ოთახიდან გავვარდი.

-ყველანი აქ ჩამოდით!-ხმამაღლა დავიძახე.
-სასწრაფოდ!-ვიღრიალე და თითქმის ყოველი ოთახის კარი ერთდროულად გაიღო.კიბის თავზე ქეთრინი ჩანდა,ბოლოში კი ზეინი.
როდის მოასწრეს ერთმანეთთან დამშვიდობება?
მაგათი დედაც.
-სიახლე მაქვს-ვთქვი და ტაში შემოვკარი.
-შეგიძლიათ მზადება დაიწყოთ,ხვალ გაიგებთ ვინ იქნება მომავალი დედოფალი!-ვთქვი ისე,რომ ქეთრინისთვის თვალიც არ მომიშორებია.
******
სპეციალურად პატარაა.
ამაზე შენიშვნას არ მივიღებ,რადგან წინ ისეთი რამ ხდება...😶

It's Over in Lover (L.P) შეწყვეტილია!Where stories live. Discover now