თავი 7

338 29 14
                                    

თავი 7
——————
ცრემლებს დასასრული არ უჩანს.ოთახის კუთხეში ვიჯექი და ვტიროდი.
"ერთადერთი ხარ,ვისთანაც ბედნიერი ვიყავი",თითქოს თან დამსდევს მისი ხმა.არ მშორდება...
რა გამიკეთა ასეთი?
კარზე კაკუნი მესმის და მაშინვე ფეხზე წამოვხტი.კაბის სახელოთი ცრემლები შევიმშრალე და კარი გავაღე.
ის იქ იდგა.
ლიამი.
-შეიძლება შემოვიდე?-ზედმეტად მშვიდი ხმა ჰქონდა.
თავი ფრთხილად დავუქნიე და გავიწიე,რომ შემოსულიყო.
უბრალოდ თეთრი მაისური და შავი შარვალი ეცვა.უნიკალურად გამოიყურებოდა,მაგრამ თვალწინ ის მომენტი მედგა,როგორ ეხვეოდა რუბის.
-ბოდიშის მოხდა მინდოდა-თქვა და მისი ყავისფერი თვალები მომანათა.რისთვის მიხდის ბოდიშს?შემდეგი თამაშია?
-არ მინდოდა,რომ შესწრებოდი იმ მომენტს...ხომ ხვდები...-თქვა და თავი დახარა.ის რა მეხუმრება?თუ დამცინის.მეტი არაფერი აქვს სათქმელი?
-საბოდიშო არაფერია-ვამბობ და ფანჯრისკენ ვბრუნდები.
-ანუ ისევ მეგობრები ვართ?-ამბობს უეცრად და მეც მისკენ ვბრუნდები.მეგობრები არა ლიამ?
-აჰამ-ვჩურჩულებ და ვიღიმი.
-ოჰ,როგორ დავიღალე-ამბობს და ჩემსკენ მოდის.
ქვევით ვიყურები.ადამიანი,რომელიც მიყვარს მეუბნება,რომ მისთვის უბრალოდ მეგობარი ვარ და მეტი არაფერი.
გენიალური ამბავია.
ჩემთან ძალიან ახლოს დგება,თითქოს დისტანციის დაცვას ვცდილობ და ცივ კედელს ზურგს ვაყრდნობ.
მარჯვენა ხელს წევს და ჩემს ზევით კედელთან დგება.
სიმაღლის გამო ზევიდან დამყურებს.
ვწითლდები.სიბნელეა,მაგრამ ვიცი,რომ საშინლად წითელი ვარ.
ხელით ნიკაპს მაწევიებს და ჩემსკენ კიდევ უფრო ახლოს მოდის.
-მეგობრები-ამბობს მშრალად და ტუჩის კუთხეში ეღიმება.თვალებში ვუყურებ.
შემდეგ ყურადღება მის ტუჩებზე გადამაქვს,რომელიც კიდევ უფრო ფართოვდება როდესაც ჩემს მზერას ამჩნევს.
ღიმილს ვერ ვიკავებ და პატარა ბავშვივით მეც მეცინება.
თითქოს შოკოლადით დამაჯილდოვეს.
-ჰო,მეგობრები-ვიმეორებ და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ.
-მჰ-ამოიხვნეშა ლიამმა და ცალი ხელით თმები ყურს უკან გადამიწია.
-მეგობრები,რომლებიც ერთმანეს კოცნიან-ამბობს ლიამი და საჩვენებელ თითს ტუჩზე მისმევს.
ამის საშუალებას არ უნდა ვაძლევდე.
თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ,როგორ ეხვეოდა რუბის.ეს შესაძლებლობას მაძლევს,რომ ძალა მოვიკრიბო და ოდნავ ვუბიძგო.
-ჰეი,დამშვიდდი-მეუბნება და ისევ იგივე ადგილას მაბრუნებს.
წარბებს ვკრავ.
თავი ვინ გონია?
-ტკბილი ძილი-ამბობს და შუბლზე ფრთხილად მკოცნის,გასვლამდე კი ამბობს სიტყვებს,რომელიც ათასობით კითხვას მიჩენს.
-ყველაფერი ვიქნებით,მეგობრების გარდა,არა პატარავ?-ამბობს და კარებს ცხვირწინ მიხურავს.
ჯანდაბა,რა უნდოდა?
სარკესთან ვდგები და ჩემს თავს ვუყურებ.
თითქოს შეცვლილი ვარ...პირველად ვხედავ ჩემი სხეულის მიღმა რაღაც ღრმას.
მეღიმება.საკუთარ თავს ვუღიმი.
ვგიჟდები?
მაგრამ რა გასაკვირია,ლიამი მაგიჟებს.
მისი სიტყვები,ქცევები...ყველაფერი კითხვებს მიჩენს.
რატომღაც მგონია,რომ რაღაც საშინელება მოხდება,თითქოს წინათგრძნობა მაქვს,რომ მოხდება ისეთი რამ რაც გულს მატკენს.
საწოლში ვწვები და გრძელ საბანს ვიხურავ...
***
-გაიქეცი,გაიქეცი-მესმის ლიამის ხმა.
-არა,უშენოდ არა-ვეუბნები ტირილით,მაგრამ თითქოს ჩემი ხმა ჰაერში უჩინარდება.
საშინელი ქარია,მინდა რომ ვიყვირო,მაგრამ ხმა არ ამომდის.
-გაიქეცი,გახსოვდეს დაგელოდები-ისევ ისმის ლიამის ხმა,მაგრამ ამჯერად შორიდან.
-მაპატიე-ისევ მესმის და საბოლოოდ ყველაფერი შავდება.
***
საწოლზე ვხტები.სულ ოფლიანი ვარ,ეს რა იყო?რას ნიშნავდა ეს ყველაფერი.
ვკანკალებდი,თითქოს ყველაფერი რაღაცას მაფრთხილებდა.
ფეხზე ზანტად ვდგები და უჯრიდან მაკრატელს ვიღებ.
სარკის წინ სკამზე ვჯდები და ჩემს წელამდე თმას ვიშლი.
მაკრატელი თმებთან ახლოს მიმაქვს და ვიჭრი.
თეთრ იატაკს,ჩემი შავი თმები ფარავს და საბოლოოდ თმები კისრამდეც ძლივს მწვდება.
ეს რა გავაკეთე?
საშინლად არ მიხდება,მაგრამ ამის აღიარებას არ ვაპირებ.
ფეხზე წამოვდექი და გარდერობიდან ზღვისფერი კაბა ავიღე.ზედა ნაწილი ძვირფასი ქვებით მორთული იყო,მაგრამ მაინც საკმაოდ კომფორტული და ლამაზი.
წითელი ჩასადებიდან ყელსაბამი ამოვიღე.შუაში ლურჯი ფორმის დელფინი იყო,რომელიც სასწაულად უხდებოდა ჩემს ჩაცმულობას.
საშუალო სიმაღლის ფეხსაცმელი ჩავიცვი და ოთახის კარი გავაღე.
-ღმერთო,რა ლამაზი ხარ-გავიგე ანაბელის ხმა,რომელიც ჩემს უკან წითელი კაბით იდგა.
-როგორ განწყობაზე ხარ?-ვეუბნები და მის გვერდით ვდგები.
-გენიალური მომენტია,როცა სხვები უნდა გავაღვიძოთ-ჩაიხითხითა და პირველი ოთახისკენ წავიდა.
-პირველი მსხვერპლი?-ვეკითხები და თვალებს ვჭუტავ.
-ჰოლი-ამბობს და ყავისფერ კარებს დაუკაკუნებლად აღებს.
-დილამშვიდობისაა-გაჰკივის ჰოლი და დახვეულ თმებს ხელებს უშვებს.
-როგორც ჩანს უკვე გღვიძავს-ვამბობ და მისკენ რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ.
-ვნერვიულობ,ვერ დავიძინე-თქვა და ჩვენსკენ წამოვიდა.
ბოლო რუბი იყო.
ნამდვილად ღირსი იყო ცივი წყლით შევსულიყავით და თავზე გადაგვესხა.
-ქეთრინ-მეძახის ანაბელი.-რუბის მარტო გააღვიძებ?ქვევით ჩავალ გოგოებთან-ამბობს და მუდარის თვალებით მიყურებს.
-ჰო,კარგი-ვამბობ და თვალებს ვატრიალებ,როგორმე ამ ძუკნასთან მარტო დამტოვოს.
-მიყვარხაარ-კივის და ლოყაზე მკოცნის.გიჟია ეს გოგო,მასზე მეღიმება და რუბის ოთახის კარს ვაღებ.
ძინავს.
ძალიანაც კარგი,აქვე ავიღებ ბალიშს და გავგუდავ.
-გათენდა-ვამბობ და ფარდებს ვწევ.
-What the fuck?-ამოიხვნეშა რუბიმ და საწოლზე ჩამოჯდა.
მასზე თვალებს ვატრიალებ და ხელებს ვიჯვარედინებ.
-რომელი საათია?
-შვიდი ხდება-ვპასუხობ,რაზეც თვალები უფართოვდება.
-ჯერ არც გათენებულა!-ამბობს და საბანს თავზე იხურავს.
-პრინცი ქვევითაა უკვე-ვცრუობ და მის რეაქციას ვაკვირდები.
ბინგო.
ფეხზე ხტება და საწოლიდან ვარდება.ჩამოკიდებულ ბალოტისფერ კაბას ხელში იღებს და სწრაფად იცმევს.
თმებს მაღლა იწევს და რაც შეიძლება მძიმე მაკიაჟს იკეთებს.
გამოსვლამდე დახურულ კაბას მაინც ქვევით წევს და ახერხებს,რომ 'დეკოლტის' ვიზუალი შეუქმნას.
ოთახიდან გასვლამდე,საწოლთან ნაცნობ თეთრ კოსტუმს ვამჩნევ.
ვცდილობ გავიხსენო სად ვნახე ეს კოსტუმი..
რა თქმა უნდა,ეს ხომ ლიამისაა,მაგრამ აქ რას აკეთებს.
Well,ყველაფერი გასაგებია.
რუბი ჩემს მზერას ამჩნევს და შესამჩნევად იღიმის.
-უპს-ამბობს და თითქოს დაბნეულმა არ იცის სად წაიღოს,საბოლოოდ მაგიდასთან დებს და კარისკენ მიდის.
მასზე საშინლად გაბრაზებული ვარ.
*-ყველაფერი ვიქნებით,მეგობრების გარდა,არა პატარავ?*ყურებში ლიამის ხმა ჩამესმის და ნელ-ნელა ვმშვიდდები.
კიბეებზე მე და რუბი ერთად ჩავდივართ და დანარჩენებს ვუერთდებით.
დღეიდან გოგოებთან ერთად სამეფო ოჯახის წევრებთან ვისაუზმებთ.
მაგიდასთან დედოფალთან ერთად ვსხდებით,მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება,რადგან კიბეებზე ლიამი ჩნდება.
ყველა ფეხზე ვდგებით,დედოფლის და მეფის გარდა.
პრინცს რევერანსით ვესალმებით,მისი ღიმილიც ფართოვდება და მალევე თვალებს მისწორებს.
თვალს მიკრავს.
თეთრი შავი ორნამეტებით შარვალი აცვია,შავი პერანგი და შავი მოსაცმელი კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
რამდენიმე ნაბიჯს დგამს და მასზე გაკვირვებას მალევე ვამჩნევ.
ჩემსკენ ნელი ნაბიჯებით მოდის,მას რევერანსით ვესალმები და გვერდით ჩავლისას მისი ხმა ყურთან ძალიან ახლოს მესმის.
-სასწაულად გიხდება ახალი თმის სტილი-მხოლოდ ის ამჩნევს ჩემს თმას.მასზე მეღიმება და სკამს ვუბრუნდები.
მთელი საუზმობიდ განმავლობაში ლიამი ყველას აკვირდებოდა,შუალედებში პატარ-პატარა დიალოგების გაბმასაც კი ახერხებდა.
Liam's Pov:
-ოცნების ქალაქი?-ვეკითხები ჯელენას,რომელსაც მაშინვე ლოყები უწითლდება,მასზე მეღიმება.
-ბატონო-ისმის ლუის ხმა და მისკენ ვბრუნდები.
-გისმენ,ლუის-ვპასუხობ და მისკენ ვბრუნდები.
-მეფეს შენი ნახვა სურს-ამბობს ჩურჩულით.
როგორც ჩანს რაღაც მოხდა.
-უკაცრავად-ვეუბნები ჯელენას და კიბეებისკენ სწრაფი ნაბიჯებით ავდივარ.
დარბაზის კარს ვაღებ,სადაც მამაჩემი დგას,აღლვებული ჩანს.
-ლიამ,ესპანელები უკვე აღარ ხუმრობს-ამბობს ნერვიულად და მაშინვე ვმშვიდდები,რადგან ამაზე გეგმა უკვე მქონდა.
-ახლა რაღა ხდება?
-ხმები დადის,რომ ხომალდებს უკვე აგროვებენ და ჩვენსკენ წამოსვლას გეგმავენ-ხვნეშით ამბობს და თვალებს მძიმედ სუნთქავს.
-მოკლედ-ვამბობ და ყველას ვაჩერებ.
-არსებობს სასახლეში ადამიანი,რომლის გამოყენებაც შემიძლია და ვიყენებ კიდეც,მისი წყალობით ესპანეთი უკან დაიხევს-ვამბობ და თვალწინ ქეთრინის სისხლიანი სახე მიდგება.

****
ვიცი,შეგიძლიათ ჩამქოლოთ.
მაგრამ მანამდე დაავოუთეთ და დააკომენტარეთ!

It's Over in Lover (L.P) შეწყვეტილია!Where stories live. Discover now