2. საინტერესო შეხვედრა

116 13 3
                                    

თავი 2

მეორე დღეს ჰანა საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა. ფეხზე წამოსადგომად საწოლის ახლოს მდგარ თეთრ ტუმბოს დაეყრდნო. ოთახის კარი ჩუმად გააღო. სახლში სიჩუმე იდგა, როგორც ჩანს მშობლებს ჯერ არ გაუღვიძიათ გაიფიქრა გოგომ და სამზარეულოში შევიდა. წამლების ყუთი თაროდან აიღო და ტკივილგამაყუჩებლის ძიებას შეუდგა.გოგონამ პირადი გამოცდილებიდან იცოდა, რომ 1 აბი მას ვერ შველოდა ამიტომ 4 აბი დალია და წყალი დააყოლა.
-რას აკეთებ? სულ გაგიჟდი გაიგო გოგომ ყვრილის ხმა. ჰანას ააკანკალა. გვერდით მამამისი იდგა შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ყავით ხელში.
-კარენ! იყვირა კაცმა და ჭიქა მაგიდაზე დადო, შემდეგ კი ქალიშვილს სილა გაულაწუნა. გოგოს ლოყაზე მამის ხელის ნაკვალევი დარჩა. რამდენიმე წამში სამზარეულოში ხალათში გამოწყობილი ქალი შემოვარდა.
-ბენ რა მოხდა? იკითხა მან აკანკალებულმა და მტირალა ჰანას შეხედა.
-კარენ, ეს იდიოტი თავის მოკვლას ცდილობდა.
ქალს ცრემლები წამოუვიდა და შვილს ჩაეხუტა.
-მართლა?! მაპატიე საყვარელო... ჩურჩულებდა კარენი.
-არა. ჩაილაპარაკა გოგომ.
-წარმოგიდგენია რას იტყვის ხალხი, როცა გაიგებენ რომ ჩვენმა შვილმა თავი მოიკლა. სიტყვა შვილი განსაკუთრებული ზიზღით წარმოსთქვა.
-არა... ჩაილაპარაკა ჰანამ. გოგონას თავი ძალიან სტკიოდა, მამამისი კი უფრო და უფრო უყვიროდა და ახსნის საშუალებას არ აძლევდა.
-ბენ, გაჩუმდი ვერ ხედავ, რომ შეშინებულია? ხმას აუწია ქალმა.
-შეშინებული? ნეტა რატომ არის შეშინებული? პირიქით ბედნიერი უნდა იყოს.მართალია თვითმკვლელობა ჩაეშალა, თუმცა ალბათ მისი ნამდვილი მიზანი ჩემი ინფარქტამდე მიყვანა იყო.
-ბენ,მოკეტე ვერ ხედავ რომ მართლა ძალიან შეშინებულია?! უყვრა ქალმა. მამაკაცს არაფერი უთქვამს.უხმკდ სამზარეულოდან გავიდა შემდეგ კი კარის ბრახუნის ხმა გაისმა.
-დედაა... ჩურჩულრბდა გოგო
-საყვარელო კარგად ხარ? გინდა სასწრაფო გამოვიძახო?
-დედა, თავს არ ვიკლავდი. უბრალოდ თავი მტკიოდა და ტკივილგამაყუჩრბელი დავლიე. გოგომ თითი წამლის კოლოფისაკენ გაიშვირა.
-ვიცი, საყვარელო. გაუღიმა ქალმა.
-ვიცი, რომ ამას არასდროს გააკეთებდი.მიუგო კარენმა და შვილს შუბლზე აკოცა.
-მაპატიე, დედა.
-რატომ მიხდი ბოდიშს?
-მაპატიე, რომ დილიდანვე მისი ღრიალის მოსმენა მოგიწია.
-არაუშავს. ხო იცი, მამაშენი დილაობით ყოველთვის ცუდ ხასიათზეა, რადგან გამოძინებას ვერ ახერხებს.
-ეგ დროს ნებისმიერ განაკვეთში მასეთია. საერთოდ, როგორ ითმენ ამ მონსტრს? საკუთარ თავს პატივს ოდნავაც არ სცემ?
-ჰანა, სიტყვებს დაუკვირდი! ხმას აუწია ქალმა.
-ის მამაშენია.
-ვიცი. თითქმის ჩურჩულით თქვა გოგომ.
კარენმა კვლავ გაიღიმა.
-ტოსტებს ჯემით მიირთმევ? ჰკითხა ქალმა. გოგონამ თავი დაუქნია.

1 წლიანი დედოფალიWhere stories live. Discover now