10. ანგარება

50 8 0
                                    


თავი 10

ორშაბათიც დადგა და ჰანას მშობლები გაემგზავრნენ. გოგონა კი ჰაიამების სახლში გადავიდა.

-კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენთან! გაუღიმა ანამ.

-მადლობა ყველაფრისთვის. მიუგო გოგომ, თუმცა სინამდვილეში ფიქრობდა, რომ სახლში მარტო ყოფნა ერჩივნა.

-არა, რა შეწუხებაა.

-კოტარო! დაუძახა ქალმა შვილს. კიბეებზე მაღალი ქერათმიანი ბიჭი ჩამოვიდა თეთრ სპორტულებში გამოწყობილი, რომელიც ხელში კალათბურთის ბურთს ათამაშებდა.

-გამარჯობა, ჰანა-ჩან! უთხრა მან გოგოს და ბურთი თავზე დაიდო.

-რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ სახლში ბურთით არ ითამაშო. უსაყვედურა ქალმა შვილს.

-კაი რა დე. ყველაფერი კარგად არის. მე ხომ არაფერი დამიმტვრევია.

-ახლავე მომეცი. ბურთი გამოსტაცა ქალმა, მაგრამ შემდგომ ანას გაუვარდა ხელიდან და კალათბურთის ბურთი ძვირადღირებულ ვაზას მოხვდა, რომელიც იმ წამსვე დაილეწა.

-ეს ჩემი ბრალი არ იყო! იმ წამსვე იმართლა თავი ბიჭმა. ჰანას ჩაეცინა.

-კოტარო... ამაზე მერე ვილაპარაკოთ. მანამდე კი ჰანას თავისი ოთახი და სახლი აჩვენე.

-კარგი დე. მიუგო ბიჭმა და ჰანას მიუთითა, რომ მას გაყოლოდა. გოგონა ასეც მოიქცა.

ჰანამ იფიქრა კოტაროს WIFI- ის პაროლს ვკითხავო, მაგრამ სანამ კითხვის დასმა მოასწრო ბიჭმა მაშინვე უპასუხა.

-პაროლი Merrychristmas25 არის.

ჰანას გაეცინა.

-ორიგინალური პაროლია.

ბიჭმა თავი დაუქნია.

-მე მოვიფიქრე.

-მივხვდი.

-აი ეს არი შენი ოთახი. ირენმა ყველაფერი მოამზადა. მერე ირენს და კლაუდს გაგაცნობ. ირენი ჩვენი სახლის დიასახლია. ასაკში შესული საყვარელი ქალია, კლაუდი კი მისი ქმარი-მამას მძღოლია.

1 წლიანი დედოფალიWhere stories live. Discover now