13. Albrecht

66 8 1
                                    

თავი 13

ზამთრის თასის ტურნირში უფროსი სკოლა „რაკუზანის" კალათბურთის გუნდმა გაიმარჯვა.

****

ჰანა ბედნიერი იყო აკაშის გამარჯვებით. ტოკიოდან დაბრუნებულმა აკაშიმ გადაწყვიტა ჰანასთან ერთად აღენიშნა მისი მორიგი წარმატება. ჰანას არ უყვარდა ელიტარულ ადგილებში სიარული, აკაშიმ ეს მშვენივრად იცოდა და გოგონა პაემანზე მის საყვარელ მყუდრო კაფეში დაპატიჟა.

-ჰანა-ჩან, მიხარია, რომ თამაშებს დაესწარი.

ჰანამ შეყვარებულს გაუღიმა.

-მეც მიხარია, რომ ასეთი სასწაული თამაშები ვნახე. საოცრება იყო. შენი მეგობრები კი ძალიან საყვარლები არიან. განსაკუთრებით მურასაკიბარა. მან ჩემი საყვარელი შოკოლადი მაჩუქა.

აკაშის სახეზე გაოცება შეეტყო. ჰანამ უცებ დაამატა.

-ასე მითხრა, აკაჩინის შეყვარებული კარგი გოგო უნდა იყოო და შოკოლადი გამომიწოდა. არადა თავიდან შემეშინდა. ის ხომ ცათამბრჯენივით მაღალია.

ბიჭს გაეცინა.

-მიხარია, რომ ჩემი მეგობრები მოგეწონა.

-რა თქმა უნდა. გაუღიმა ჰანამ და ყავა მოსვა.

-ჰანა-ჩან, 2 წუთით დაგტოვებ. მშვიდად თქვა ბიჭმა და მაგიდიდან წამოდგა. ჰანას არაფერი უთქვამს. შეყვარებულს გაუღიმა. აკაშის გავიდა თუ არა ბიჭის ტელეფონი განათდა. ჰანა ეცადა არ წაეკითხა შეყვარებულის ტელეფონზე მოსული მესიჯი, თუმცა მისი სახელი მოხვდა თვალში და ცდუნებამ სძლია.

„როგორ გინდა ამის მერე დაიჯერო რო ტრადიცია არ არსებობს? ხედავ ჰანასთან დაწექი და ტურნირიც მოიგეთ. შარშანაც რომ გაგეკეთებინა უკეთესი იქნებოდა"

მესიჯის გამომგზავნი „რაკუზანის" კალათბურთის გუნდის ყოფილი კაპიტანი კაი ობერენი გახლდათ. დაშოკილმა ჰანამ რამდენჯერმე გადაიკითხა მესიჯი. კაი ობერენი. ეს სახელი გოგონას ძალიან ეცნობოდა. მოულოდნელად გაახსენდა, რომ ეს სწორედ ის ბიჭი იყო, რომელიც რინს ელაპარაკებოდა სახურავზე. როგორც შემდგომ რინისგან გაიგო ეს მისი ყოფილი შეყვარებული იყო. ჰანამ გაიხსენა, რომ მაშინ საუბრისას რინმა აკაშის სახელი ახსენა. მაშინ ჰანას ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია. ცდილობდა გაესხენებინა რინისა და კაის დიალოგი სახურავზე, თუმცა უშედეგოდ. მაშინ ხომ დირექტორმა გამოიჭირა კოტაროსთან ერთად. კოტაროოო... იქნებ კოტარომ იცოდა რაღაც და სპეციალურად მიიყვანა, რომ ჰანას ეს დიალოგი მოესმინა. ჰანას თავში მილიონი ფიქრო გაუჩნდა და ყველა ერთმანეთზე უარესი. არა, სეიში ეჭვი არ უნდა შეეტენა. მას ხომ ჰანა უყვარს... წამიერად ჰანას თავბრუ დაეხვა. ერთი სული ჰქონდა თუ როდის დაბრუნდებოდა აკაში და აუხსნიდა მესიჯის შემადგენლობას. შორიდან ბიჭის სილუეტი დაინახა. სწორედ ამ წამს გაახსენდა, თუ როგორ დაამცირა აკაშიმ ჰანა, როდესაც გოგონამ მისთვის გრძნობების განხილვა გადაწყვიტა. ჰანას ააკანკალა და კინაღამ ცრემლები წამოუვიდა. ნუთუ აკაშიმ თავისი დამოკიდებულება ჰანასადმი არა იმიტომ, შეიცვალა, რომ გულწრფელად მოეწონა, არამედ, იმიტომ რომ მასთან უბრალოდ სექსი უნდოდა. ან საერთოდ რატომ იცის კაიმ ჰანას და აკაშის ინტიმური ცხოვრების შესახებ. ჰანას ხომ ეს ტრინასთვისაც კი არ მოუყოლია.

1 წლიანი დედოფალიWhere stories live. Discover now