11. მიღწევა

54 7 0
                                    

თავი 11

ჰანას მშობლები და ტრინა ორშაბათს უნდა ჩამოსულიყვნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ გოგონა კიდევ 2 დღეს დარჩებოდა ჰაიამების სახლში. ჰანას ძალიან უნდოდა ეს 2 დღე გამოეყენებინა და კოტაროს დახმარებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს ბიჭს მისი დახმარება საერთოდაც არ სჭირდებოდა. კოტარო თავის ჩვეულ ცხოვრების რეჟიმს დაუბრუნდა, რომელშიც მხოლოდ კალათბურთი არსებობდა.

-კოტარო, დღეს კარგ ხასიათზე ჩანხარ. მიუგო აკაშიმ ლანჩზე.

ქერათმიანმა ბიჭმა თავი დაუქნია.

-რა თქმა უნდა, 1 კვირაში კაიჯოსთან მატჩი გვაქვს. ერთი სული მაქვს კისეს ვეთამაშო.

-კოტარო, კისეს ვერ მოუგებ. მშვიდად უთხრა კაპიტანმა.

აკაშის სიტყვებზე ბიჭს სახე აელეწა.

-კოტარო, მე ის ვიგულისხმე, რომ შენ მარტო არ ხარ! ჩვენ ერთად დავამარცხებთ კისესა და კაიჯოს გუნდს! უპასუხა აკაშიმ.

კაპიტნის ამ სიტყვებზე ყველა გამხიარულდა.

-აი აკაში ტყუილად კი არ ხარ ჩვენი კაპიტანი. ყოველთვის იცი რა უნდა თქვა! მიუგო ეიკიჩიმ და წითელთმიან ბიჭს მხარი გაჰკრა. აკაშის გაეღიმა.

-გამარჯობა! შეიძლება თქვენთან ერთად დავჯდე? ჰკითხა ჰანამ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

-გამარჯობა! შეიძლება თქვენთან ერთად დავჯდე? ჰკითხა ჰანამ.

-ჰანა-ჩან, ამას კითხვაც არ უნდა. უპასუხა პირგამოტენილმა ეიკიჩიმ.

-ჯერ დაღეჭე და მერე ილაპარაკე, შე დაკუნთულო გორილა! მიაძახა კოტარომ.

ჰანა აკაშის გვერდით დაჯდა. ბიჭმა გოგოს ხელი გადახვია.

-ჰანა-ჩან, დღეს რაღაც აღელვებული ჩანხარ.

1 წლიანი დედოფალიWhere stories live. Discover now