8. ბნელი ბატონი

52 7 0
                                    




თავი 8

დილით რეომ და კოტარომ კალათბურთის ვარჯიში გააცდენეს. ეს დამთხვევა იყო. გუშინდელი ამბის გამო არა მხოლოდ რეო, არამედ კოტაროც იყო გაღიზიანებული. ამას დაემატა კოტაროს მამის- ტაიგერ ჰაიამას ჩხუბი. კაცი შვილის გატაცებას კალათბურთითა და სკეიტბორდით დროის კარგვას მიიჩნევდა და ძალიან ბრაზდებოდა, როდესაც მისი შვილი სწავლის ნაცვლად კალათში ბურთს აგდებდა.

 კაცი შვილის გატაცებას კალათბურთითა და სკეიტბორდით დროის კარგვას მიიჩნევდა და ძალიან ბრაზდებოდა, როდესაც მისი შვილი სწავლის ნაცვლად კალათში ბურთს აგდებდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

-კოტარო, ვარჯიშზე სიარულს უნდა მოუკლო

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

-კოტარო, ვარჯიშზე სიარულს უნდა მოუკლო. უთხრა კაცმა შვილს.

-რატომ?

-იმიტომ, რომ რა დროსაც კალათბურთის თამაშს ანდომებ, ჯობია ეგ დრო სწავლითვის გამოიყენო.

-მამა, ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. მე სპორტზე უარს არ ვიტყვი.

-არც გეუბნები, რომ უარი თქვა. ჰობიდ დაიტოვე.

-მე უკვე გითხარი, რომ კალათბურთის თამაშს სერიოზულად ვაპირებ. შენი ხათრით უნივერსიტეტშიც ვაბარებ. კიდე რაღა გინდა? განრისხდა ქერათმიანი ახალგაზრდა.

-მე მინდა? ნუთუ ვერ ხვდები, რომ ბურთის კალათში ჩაგდება და დაფაზე სრიალი შორს ვერ წაგიყვანს? ისევ NBA-ზე ოცნებობ? რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ეგ ფიქრები თავიდან ამოიგდო. მომავალში უფრო სერიოზული საქმეები გაქვს. ბოლოს და ბოლოს შენ ჩემი ერთადერთი ვაჟი ხარ და მომავალში ოჯახის უფროსი გახდები.

1 წლიანი დედოფალიWhere stories live. Discover now