-თეჰიონ მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ ანა- მითხრა და მაკოცა-ტ ტ ტ ტ ტ ტ
***
-ტ ტ ტ ტ ტ ტ - თვალებს ვახელ და ჩემს საძაგელ მაღვიძარას ვთიშავ, რომელიც ყოველ დილით მიფუჭებს სიზმარს.-ეჰ- ამოვიხვნეშე, თეს ერთ-ერთ პოსტერს შევხედე და ჩემს მაღვიძარას უკვე ორასიათას ორმოცდამეორეჯერ შევაგინე.
-კიდევ ერთი დილა გათენდა ჩემი სიყვარულის გარეშე- ვთქვი და აბაზანაში შევედი კბილების გასახეხად.
მალევე გამოვედი და მოვემზადე უნივერსიტეტში წასასვლელად.
გამოვედი სახლიდან, ჩავუარე ჩემს პატარა ეზოს და გავუყევი გზას ავტობუსის გაჩერებისკენ.სხვათაშორის არც ისეთი კარგი ცხოვრება მაქვს. ჩემი ცხოვრება ერთი სიტყვით მოსაწყენია, მოსაწყენი დილა, მოსაწყენი შუადღე, მოსაწყენი საღამო, მაგრამ ერთადერთი რამ რაც მოსაწყენი არაა ჩემი სიზმარია, რომელიც მუდამ მახსენებს, თუ როგორი უიღბლო ვარ.
მე ვარ ანა 21 წლის, მაგრამ ყველას ვეცნობი სახელი ჯენით, თუმცა აზრი არ აქვს მაინც ყველა ჩემი სახელით მომმართავს, ასე რომ მალე ვაპირებ ამის შეწყვეტას. ჩემს სახელს ვერ ვიტან, რადგან ეს სახელი ბებიაჩემის გამო დამარქვეს, რომელსაც ვერ ვიტან. ის მუდამ ცუდად მექცეოდა და მუდამ მე მიბრაზდებოდა და მცემდა, იმ შემთხვევაშიც თუ ეს ჩემი ბრალი არ იყო, მაგრამ დაივიწყეთ ამ დრომ უკვე ჩაიარა. ახლა მარტო ვცხოვრობ აეროპორტთან ახლოს, პატარა სახლში, რომელშიც ორი საძინებელია. აქედან ერთი ჩემია მეორე კი სტუმრებისთვის რომლებიც არასდროს არ მსტუმრობენ, მაგრამ ჩემი უმცროსი და ხშირად მოდის ჩემთან დასარჩენად. ის 17 წლისაა და რათქმაუნდა BTS-ის ფანი, როგორც მე. ჩემი ბიასი და ასევე სიცოცხლის აზრი, საჭმელი, სასმელი და ჰაერი- კიმ თეჰიონი, ხოლო ჩემი დის ბიასი და სიცოცხლის აზრი- პარკ ჯიმინი. ისე თქვენთვის ჩემი დის სახელი არ მითქმას, მას ლიზა ქვია, მაგრამ ურჩევნია ლისა დაუძახონ.
ამასობაში ავტობუსის გაჩერებასაც მივუახლოვდი და როგორც კი გავჩერდი, რომ დავლოდებოდი თითქოს ავტობუსს ჩემი მოსვლა გაუხარდა და მაშინვე გამოჩნდა.
ავტობუსმა დანიშნულების ადგილზე მალე მიმიყვანა.
ღმერთს ვეხვეწებოდი, რომ ლექციაზე არ დამეგვიანა, მაგრამ მან ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინა და კარების შეღებისას ყველა მე მომაშტერდა, რაც უსაშინლესად საშინელი გრძნობაა.-მაპატიეთ, დავიგვიანე- ვუთხარი ლექტორს, რომელიც უემოციო სახით მიყურებდა და დაფაზე ამოცანას ხსნიდა. მეც სხვა გზა არ მქონდა და ჩემი ადგილი დავიკავე. ლექციაზე ვიჯექი უაზროდ და დაფაზე დაწერილ ფორმულას ვიწერდი. დრო უაზროდ მიდიოდა და მეც დაფაზე უზარმაზი ფორმულის ჩაწერის მეტი საქმე არ მქონდა.
***
ლექციამ სწრაფად ჩაიარა და სასწრაფოდ წამოვედი რადგან კორეულზე არ დამეგვიანა. ავტობუსში ავედი და თავისუფალი ადგილი დავიკავე.
სადარბაზოში შევედი და მასწავლებელს ბოდიში მოვუხადე დაგვიანბებისთვის.-დაჯექი, მინდა იცოდე რომ ხვალ გამოცდა გაქვს და ეს შენი გადამწყვეტი გამოცდა იქნება
-კარგით, აუცილებლად მოვემზადები- ვუთხარი და დავიწყეთ მეცადინეობა.
3 საათი კორეულზე ვიყავი, ხოლო აქედან სწრაფად წავედი რესტორანში სამუშაოდ.-ისევ დაგაგვიანდა- მითხრა ჩემმა ერთერთმა თანამშრომელმა
-ვიცი ბოდიში- ვთქვი და ნაჭერი და ბლოკნოტი მოვიმარჯვე, რომ შეკვეთა ამეღო.
ამ დღემაც ჩვეულებრივ ჩაირა, მაგრამ განსაკუთრებული იმით იყო რომ არავისთვის არაფერი არ გადამისხამს თავზე.
სახლში 12 საათზე მივედი, მაგრამ არ მეძინებოდა, ამიტომ თეს დახატვა დავაპირე.
გამოვიღე ფურცლები, ფანქრები და მოხერხებულად მოვთავსვდი. ესესაა ფანქარი უნდა მიმედო ფურცელზე და კარზე ზარი გაისმა...
YOU ARE READING
Mistake /KTH FF/
Fanfictionერთმა შეცდომამ შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს. ამ შეცდომას კი ცნობილი აიდოლი კიმ თეჰიონი დაუშვებს. ვნახოთ რა მოხდება....