ჯიმინ POV
"როგორც კი თვითმფრინავი დაჯდა, მაშინვე დავიწყეთ თეჰიონთან დაკავშირება. თავიდან ტელეფონზე ვრეკავდით. კარგი ის იყო, რომ ზარი გადიოდა, მაგრამ არ პასუხობდა. 100ზე მეტი ზარი და შეტყობინება გავუგზავნეთ თითოეულმა წევრმა, მაგრამ არაფერი იყო ახალი. მერე ვცადეთ რომ ტელეფონით მოგვეძებნა და მისი ადგილმდებარეობა გაგვეგო, მაგრამ არც ამან გაამართლა. იმ ბატს ტელეფონი სახლში დარჩა ჩემი გაფრთხილების მიუხედავად. სოციალური ქსელითაც ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ კომპიუტერიც არ წაუღია. ნამჯუნი კარგად ისედაც არ იყო და იმის შემდეგ რაც მენეჯერმა საყვედურები დააყარა უარესად გახდა. ახლა დირექტორის ზარს და 24 საათის გასვლას ველოდებით, რადგან თეჰიონის ძებნა დაიწყონ.
მზის სისტემაში 8 პლანეტაა..
7 კონტინენტი...
5 ოკეანე...
200 ქვეყანა...
მილიონამდე ქალაქი...
და აზრზე არ ვარ სად შეიძლება იყოს კიმ თეჰიონი...
მისი მოძებნა მთელი მსოფლიოს მაშტაბით მოგვიწევს, რაც საერთოდ არ არის კარგი. შეიძლება ახლა უკაცრიელ კუნძულზე გდია მშიერი და მარტო, თან დაეხეტება აქეთ იქეთ, იღებს ფოტოებს და ეძებს ხალხს. ან შეიძლება ვინმეს სახლში მეფესავით ზის. ან შეიძლება საერთოდ კორეაში დარჩა და ჯერ კიდევ აეროპორტში ძინავს. აღარ ვიცი უკვე რა ვიფიქროთ. ძებნას კორეიდან დაიწყებენ კამერების დახმარებით. 48 საათი სეულის და ინჩონის აეროპორტის კამერებს დააკვირდებიან, შემდეგ კი სხვა ქვეყნების აეროპორტის კამერებზე გადავლენ და თუ რომელიმე კამერაში გამოჩნდა მაშინ მოვკლავ. მირჩევნია მკვდარი დამხვდეს ვიდრე ცოცხალი რომელიმე ქვეყანაში. ამასთანავე არმის მოტყუებაც გვიწევს თესთან დაკავშირებით. ვეუბნებით რომ რაღაც ვირუსი შეეყარა და კონცერტზე ვერ გამოვა. თუ თეჰიონს 15 დღის განმავლობაში ვერ ვიპოვით, მის გარეშე მოგვიწევს კონცერტის ჩატარება, რაც თეს ფანებს გულს დაწყვეტს ამიტომ ურჩევნია დროზე ადრე გამოჩნდეს, თორემ ჩემი ხელით დავახრჩობ." ეს ყველაფერი ტელეფონში ჩევიწერე და იმის შესახსენებლად შევინახე, რომ როცა დაბრუნდებოდა კარგად მიმებეგვა.
YOU ARE READING
Mistake /KTH FF/
Fanficერთმა შეცდომამ შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს. ამ შეცდომას კი ცნობილი აიდოლი კიმ თეჰიონი დაუშვებს. ვნახოთ რა მოხდება....