IV თავი

8 2 0
                                    

თეჰიონ POV

კარზე დავაკაკუნე და ვიღაც გოგომ გამიღო. რამოდენიმე წამი გაშტერებული მიყურებდა, მერე კი ხელებში ჩამვარდა.

-ღმერთო.. ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. ვინ იცის რატომ წაუვიდა გული- ჩემთვის ვიძახდი და თან ეს გოგო შიგნით შემყავდა. კარები მივხურე და სახლს მოვავლე თვალი. პატარა და მყუდრო სახლი იყო, თუმცა ისეთი პატარაც არ იყო რომ კაცი ვერ დატეულიყო.

-კარგი სახლია- ვთქვი ჩემთვის და გოგონა ტახტზე დავაწვინე.

შევამჩნიე რომ ციოდა ამიტომ ჩემი ჟაკეტი გადავაფარე. რამოდენიმე წუთი ველოდებოდი როდის გაიღვიძებდა, თუმცა მომბეზრდა ამიტომ ტელევიზორის ჩართვა გადავწყვიტე. არხებს ვათვალიერებდი და უცებ სპანჯბობი ვიპოვე. დიდი ხანია არ მიყურებია ამიტომ ყურება გადავწყვიტე. ახალი დაწყებული იყო და ჩავუჯექი. ტახტის წინ იატაკზე დავჯექი და ყურება დავიწყე.

გოგონას ხმა მომესმა ამიტომ მივტრიალდი და გამარჯობა ვუთხარი. უნდა შემეთავაზებინა სპანჯბობის ყურება როცა ისევ გული წაუვიდა.

-ღმერთო ისევ ეს არა- ვთქვი და დაჭერა ვცადე, თუმცა ვერ მოვასწარი და თავი იატაკს დაარტყა. წამოსაყენებლად მივედი და თავიდან სისხლი მოსდიოდა

-არა არა. ოღონდ ეს არა- ვთქვი და სასწრაფოდ მეორე ოთახში გავიქეცი ბინტის და სპირტის მოსაძებნად. სამზარეულოში აღმოვჩნდი ამიტომ კარადების ქექვა დავიწყე. შედეგად დიდი ყუთი ვიპოვე რომელშიც წამლები და მსგავსი რაღაცები ეწყო. სპირტი, ბამბა და ბინტი ავიღე. თავი დავუმუშავე და შევუხვიე. შემდეგ ისევ დავაწვინე და ლოდინი დავიწყე. იქვე მდებარე კრესლოზე დავჯექი და დამეძინა.

***
ლაპარაკმა გამაღვიძა და რომ შევხედე გაღვიძებული დამხვდა. თავის ენაზე იძახდა რაღაცებს, მაგრამ მერე კორეულად დაიწყო ლაპარაკი და დიდად გავოცდი. ჩემზე ძალიან ბევრი რამ იცოდა და ასევე მიმტკიცებდა რომ მოლანდება ვიყავი. ამაზე ძალიან გავბრაზდი და ვაკოცე, რის შემდეგადაც კვლავ გული წაუვიდა

Mistake /KTH FF/Where stories live. Discover now