ანა POV
მე და თეჰიონმა პიცა ვჭამეთ. ძალიან გაუხარდა, რადგან ძალიან მშიერი იყო და მთელი პიცა თითქმის მან შეჭამა, კიდევ კარგი ერთი ნაჭერი მაინც დამიტოვა. ამის შემდეგ ოთახში დავაბინავე, ახლა ალბათ ტანსაცმელს ალაგებს, არვიცი, მე კი ვზივარ ტელევიზორთან და პულტი მჭირავს ხელში, ჩართვას ვაპირებდი მაგრამ ფიქრებში გავერთე. ვერ ვიჯერებდი რომ კიმ თეჰიონი, ბანგთანის წევრი, ჩემი ბიასი და ადამიანი, რომელიც ცხოვრებას მიხალისებდა ჩემს სახლში, ჩემი დის ოთახში იყო. ფიქრებიდან ცხვირწინ აქნეულმა ხელმა გამომაფხიზლა, რომელსაც თეჰიონი მიქნევდა:-ამმ...ანა...კარგად ხარ?
-კი, კი, რამე გინდოდა?
-ცოტა კი მეუხერხულება მაგრამ....მთელი დღეა ვითმენ და.....
-აჰ გასაგებია.... ბუნებრივი მოთხოვნილებები გაწუხებს?
-ამმმ.....ხო.... შეგიძლია მითხრა სად არის?
-კი რათქმაუნდა. აი იქით წადი, ის კარია- ვუთხარი და კარი ვაჩვენე, რომელიც ჩემი ოთახის გვერდით იყო.
-კარგი მადლობა-მითხრა და გავიდა.
მე კი ტელევიზორი ჩავრთე და არხების მოწმება დავიწყე. თან ვფიქრობდი, თუ თეჰიონი აქ იყო, მაშინ ბიჭებიც აქვე უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ამავე დროს ის მაფიქრებდა, რომ თეჰიონი ჩემს სახლში მოვიდა და ბარგი ამოალაგა, ანუ აქ დარჩენას აპირებდა, მაგრამ აქ ვერ დარჩებოდა, რადგან ხვალ ჯორჯიაში კონცერტი აქვთ, მაგრამ იქნებ გადადეს?
ტელეფონს დავტაცე ხელი და თვითერზე შევედი, რომ კონცერტის შესახებ რამე მენახა, მაგრამ არაფერი არ იყო. ტელეფონი უნდა ჩამეკეცა, როცა მონიმ პოსტი დადო."მაპატიეთ ფანებო ჯორჯიიდან, კონცერტი უნდა გადავდოთ, რადგან ჩვენი ერთერთი წევრი ვი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ კონცერტი ჩავატაროთ. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ გპირდებით, როგორც კი გამოჯანმრთელდება კონცერტს მაშინვე ჩავატარებთ. გმადლობთ იმისთვის რომ მხარს გვიჭერთ."
თუ ბითიესი ჯორჯიაშია, თეჰიონი კი ცუდად არის, მაშინ ჩემს სახლში ვინ არის?!
მაშინვე სამზარეულოში გავიქეცი, ის ავიღე რაც ხელში მომხვდა და "თეჰიონის" გამოსვლას დაველოდე.-ა....ანა....რას აკეთებ?-ახალ გამოსულმა შიშით მკითხა.
-ვინ ხარ?-ვკითხე, თან ხელში დაჭერილი დანა მიკანკალებდა
-თეჰიონი ვარ ანა. კიმ თეჰიონი, BTSის წევრი!
-არა!არ ხარ თეჰიონი! ნამჯუნმა თქვა რომ ცუდად გახდი და ამიტომ კონცერტს ვერ ჩაატარებს!
-კონცერტს მართლა ვერ ჩაატარებენ, რადგან თვითმფრინავი ამერია, ხოლო მისი სიტყვები კონცერტის გადადების მიზეზი იყო.-შეშინებული მიყურებდა და ხელებს მაღლა წევდა
-და თუ დაიკარგე დაგერეკა მათვის და უკან წაგიყვანდნენ
-ტელეფონი სახლში დამრჩა
-ჩემიდან დარეკე!
-ამმმ........სამწუხარო ისაა, რომ მათი ნომრები ზეპირად არ ვიცი- მითხრა და თავი ჩახარა.
-რა?! როგორ არ იცი შენი ჯგუფის წევრების ნომრები? მენეჯერის ნომერიც არ იცი? ან ბენგფიდის? ან მშობლების რომ გადასცე სადაც ხარ?!
-.......არა........
-ღმერთო, ეს ვის გადავეყარე?
-კიმ თეჰიონს-მითხრა და წარბები ამიზიდა."გაჩე ახლა ამან წარბები ამიზიდა?"-კარგი შეგიძლია ახლა დანა თავის ადგილას დააბრუნო?-კვლავ შეშინებული სიფათი აიკრა და დანაზე მიმანიშნა
-კარგი....-ვუთხარი და მარტო დავტოვე, ჩემი წამოსვლის შემდეგ კი შვებით ამოისუნქთა და აბაზანაში შევიდა....
აბაზანაში შევიდა....
ის რა ჩემს ოთახში იყოო??!!!
YOU ARE READING
Mistake /KTH FF/
Fanfictionერთმა შეცდომამ შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს. ამ შეცდომას კი ცნობილი აიდოლი კიმ თეჰიონი დაუშვებს. ვნახოთ რა მოხდება....