ჯიმინ POV
დილით უცნაურმა მტვრევის ხმამ გამაღვიძა, თუმცა ამას უცნაური აღარ ერქვა, რადგან ყოველ დილით ან ჭიქა ტყდებოდა ან თეფში ან სკამი გადაყირავდებოდა ან მაგიდა. რათქმაუნდა ეს ნამჯუნ ჰიონი იყო. მაშინვე ტელეფონს დავტაცე ხელი და ვნახე, რომ თვითმფრინავზე გვაგვიანდებოდა. მაშინვე ავდექი და თეჰიონის გაღვიძება დავიწყე.-თეჰიონ~აა! გაიღვიძე! თვითმფრინავზე გვაგვიანდება! დროზე!- ვეძახდი მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა- დროზე აეგდე საწოლიდან!- მაინც არ იღვიძებდა ამიტომ თავზე დავახტი- თეჰიონ~ააა! დროზე აეგდე!! ყველა შენ გელოდებით! თვითმფრინავზე გვაგვიანდება!!- ბოლო ხმაზე ჩავყვირე
-ჰო...ჰოოო...ვდგები...- გამიხარდა მისგან რაღაც რეაქცია მაინც რომ მივიღე. მისგან გადმოვედი და გავაფრთხილე
-ტელეფონი და ჩემოდანი არ დაგრჩეს და დროზე ადექი- ვუთხარი და ოთახიდან გამოვედი.
დაახლოებით 10 წუთში ისიც დაბლა იყო. ისე იზლაზნებოდა ლოკოკინაც გაუსწრებდა. მანქანაში ისევ ჩაეძინა და დიდი იმედი მქონდა რომ თვითმფრინავში მთელი გზა იძინებდა. აეროპორტში მისვლისას თვითონ გაიღვიძა და გადმოვიდა, მაგრამ ისე ნელა მოდიოდა ხელი ვტაცე და გავაქანე. პასპორტის და ბილეთის ამოსაღებად ხელი გავუშვი და წამოვედი. ჩემი ადგილი დავიკავე. კომფორტულად დავჯექი და მაშინვე ჩამეძინა.
თვითმფრინავში ჩემს გვერდზე მჯდომი ნამჯუნ ჰიონის წრიალმა გამაღვიძა. მისკენ მივტრიალდი და გამწარებული ეძებდა რაღაცას
-ჰიონ, რა ხდება? რას ეძებ?
-პასპორტი ჯიმინ! პასპორტი დავკარგე- ისე მითხრა ჩემთვის არც შემოუხედავს
-ღმერთო ჩემო....ისევ?- ძლივს აღმომხდა როცა ნამჯუნის აცრემლებული და დანაშაულის გრძნობით სავსე თვალები დავინახე
-კარგი ჰიონ, ნუ მიყურებ მასე თორემ ახლა ამეტირება. მოდი მოგაძებნინებ- შევთავაზე მას
YOU ARE READING
Mistake /KTH FF/
Fanfictionერთმა შეცდომამ შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს. ამ შეცდომას კი ცნობილი აიდოლი კიმ თეჰიონი დაუშვებს. ვნახოთ რა მოხდება....