თეჰიონ POV
-თე~, ბავშვებს is მიხედე, რაღაც ძალიან სიმშვიდე ჩამოწვა- ხმას არავინ იღებდა- თეჰიონ? აქ ხარ?- სახლში კვლავ სიჩუმე სუფევდა- თეჰიონ! ნუ მაშინებ გამეცი ხმა- ხმას კვლავ არავინ იღებდა, თეჰიონის უმშვენიერესმა ცოლმა კი გადაწყვიტა არე-მარე შეემოწმებინა.
როგორც კი მისღებში გავიდა
-ბუუუ- ყველამ ერთად შეჰყვირეს, გოგომ კი ხელი გულზე დაიდო, ეგონა ახლა ამომივარდებაო
-თქვენ სულ გაგიჟდით? გული გამისკდა! დროზე ყველა ოთახებში და იმეცადინეთ!
-მეც?
-შენ კიდევ წადი და თეფშები დაალაგე მაგიდაზე
-კარგი რა~ ეს ხომ მხოლოდ ხუმრობა იყო. გეწყინა?
-კი..
-იქნებ ამან მაინც გამოასწოროს?- თქვა და ბიჭმა ზურგს უკნიდან ყვავილების დიდი თაიგული ამოიღო
-მიყვარხარ თეჰიონ!
-მეც მიყვარხარ ან...!
***
-თეჰიონ~აა! გაიღვიძე! დროზე თვითმფრინავზე დაგვაგვიანდება! ყველა შენ გელოდება დროზე!- მიყვიროდა ჯიმინი ბოლო ხმაზე და თავზე მახტებოდა
-ჰო...ჰოო... ვდგები- ამოვიდუდღუნე მძინარე ხმით
-დროზე! და ტელეფონი და ჩემოდანი არ დაგრჩეს
-ჰოო- ვთქვი და წამოვიზლაზნე.
ნელ-ნელა ჩავიცვი, ჩემოდანს ხელი დავავლე და წავედი. კიბეებზე ლაზლაზით ჩავედი და ფურგონში ჩავჯექი. ძალიან მეძინებოდა ამიტომ თავი მივდე გვერდზე და მაშინვე ჩამეძინა.
***
რომ გამეღვიძა უკვე აეროპორტში ვიყავით, გადავედი და შიგნით შევედი.
ნელ-ნელა მივლაზლაზებდი, ამიტომ ჯიმინმა ხელი მტაცა და გამაქანა. ხელი გავუშვი რადგან ვამთქნარებდი და პირზე ხელი ამეფარებინა, ხელი დაბლა ჩამოვწიე რომ ისევ მომეკიდა, მაგრამ იქ არ დამხვდა. მერე გვერდზე მივიხედე და ჯიმინი იქ აღარ იდგა. ალბათ წავიდა. დავინახე ორი თვითმფრონავი ერთდროულად გადიოდა, ვიცოდი რომ ჯორჯიაში მივდიოდით ტურზე და იმ თვითმფრინავში ავედი. ბიჭები ვერსად ვერ ვნახე, მაგრამ ვიფიქრე სხვა ადგილები აიღეს ალბათ-მეთქი და კვლავ დავიძინე.***
როცა გავიღვიძე თვითმფრინავი ეშვებოდა. საათი მაინტერესებდა და ტელეფონის ამოღება დავაპირე, მაგრამ ტელეფონი თან არ მქონდა. ყველგან მოვძებნე მაგრამ ტელეფონი არსად იყო. ამ დროს გამახსენდა, რომ ტელეფონი სახლში ტუმბოზე იდო სატენზე შეერთებული და ჯიმინის ნათქვამის მიუხედავად მაინც დამრჩა.
"რა დებილი ხარ თეჰიონ ტელეფონი როგორ დაგრჩა?! "
ბორდ გამცილებელი მოვიდა და მითხრა რომ თვითმფრინავი დაჯდა და ჩასვლის დრო იყო.
თვითმრინავიდან ჩავედი, მაგრამ ვერც ერთი ჯგუფის წევრი ვერ დავინახე, ისინი კი აუცილებლად დამელოდებოდნენ, ეგრე არ წავიდოდნენ. მაღლა რომ ავიხედე მზე თითქმის არ ჩანდა ჯორჯიაში კი დილით უნდა ჩავსულიყავით. ერთი ქალი გავაჩერე, მთელი გონება მოვიკრიბე და რისი კითხვაც მინდოდა მგონი ის ვკითხე, ინგლისურად
-excuse me, where country I am?- არამგონია სწორად მეთქვა მაგრამ მაინც გავბედე
-you are in Georgia, but in our languge საქართველო-მითხრა ქალმა და დამტოვა. ეს...ეს კი ი..იმას ნიშნავდა რომ.... დავიკარგე
***
"ჯანდაბა თეჰიონ 1 საათის წინ ტელეფონზე ნერვიულობდი, ახლა კი უცხო ქვეყანში ხარ სრულიად მარტო და არ იცი რა ქნა! სრული იდიოტი ხარ! უკვე საათნახევარია ველოდები იქნებ ბიჭებმა მიპოვონ და ჩამოვიდნენ მაგრამ არაფერია. თუ ამ საათს დავუჯერებთ საღამოს 10 საათია და დიდი ხანია აქ ვზივარ".
გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი და გარემო დამეთვალიერებინა. აეროპორტიდან გამოვედი და სეირნობა დავიწყე.
"თან ტელეფონიც არ მაქვს რომ ვინმეს შევატყობინო, ხვალ საღამოს კი კონცერტი ჩემს გამო ჩაიშლება".
ფიქრში დიდი ხანი გავატარე ალბათ 2 საათი. სკამზე ჩამოვჯექი , რადგან მთელი ამ დროის განმავლობაში ფეხზე ვიდექი. ამ დროს წინ გავიხედე და დავინახე პატარა ლამაზ ეზოიანი სახლი რომელშიც შუქი ენთო. ვიფიქრე დამეხმარებოდნენ, მივედი და კარზე დავზარე.....
YOU ARE READING
Mistake /KTH FF/
Fiksi Penggemarერთმა შეცდომამ შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს. ამ შეცდომას კი ცნობილი აიდოლი კიმ თეჰიონი დაუშვებს. ვნახოთ რა მოხდება....