.

1.7K 134 120
                                    

ზოგჯერ, თვალებიც ტყუიან!

ხშირად მსმენია ჩემი მეგობრებისგან, ახლობლებისგან ან უცნობებისგან: "შენ რა გიჭირს, ცხოვრებაში ყველაფერი გაქვს''

მართლაც, მე ყველაფერი მაქვს, გარდა იმისა, რაც ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს დავთმობდი მის მისაღებად.

მამაჩემი კორეაში უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებაც მილიარდებს ითვლის. მეც მემკვიდრე ვარ, ყველაზე პატარა და განებივრებული მემკვიდრე. ნუ, ყოველ შემთხვევაში, მე მეგონა, მანამ, სანამ არ გავიზარდე და ცხოვრებას გემო არ გავუსინჯე.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ერთ დღეს სკოლიდან, მეგობრებთან ერთად გასართობად წავედი: მთელი ღამით არ დავბრუნებულვარ და დილით ნაბახუსევზე მყოფმა, მამაჩემს გამოვუცხადე, რომ კიდევ ვაპირებდი მსგავსი საღამოები მომეწყო.

რა თქმა უნდა, მსგავს საღამოებს ისევ ვესწრებოდი, ოღონდ - მხოლოდ სიზმრებში.

სკოლაში დაცვას დავყავდი. ჩემთვის დამთავრდა ყველანაირი გართობა, მეგობრებთან ერთად სიარული და შოპინგიც კი. ჩამომართვეს ტელეფონი, ლეპტოპი და გამიუქმეს ყველანაირი სოციალური ქსელი.

სასაცილოა, არა? გოგოს, რომელსაც ყველაფერი აქვს, არ აქვს თავისუფლება. არ შეუძლია სუნთქვა და ოთხ კედელში გამომწყვდეული უნდა იჯდეს, მანამ, სანამ კეთილი პრინცი არ გადაარჩენს.

გარე სამყაროს ხილვა მაშინ შევწყვიტე, როცა სკოლა დავამთავრე. უნივერსიტეტშიც დაუსწრებელზე ჩამწერეს. კერძო პროფესორები მიკითხავდნენ ლექციებს, იბარებდნენ გამოცდებს და მეც, ოცდაორი წლის ასაკში ბაკალავრის დიპლომიც ავიღე.

რა თქმა უნდა, ორი პროფესიის. როცა მამაჩემი ერთ-ერთ ბიზნეს ჩამაბარებს, იმას, რაც ჩემ და-ძმას გადაურჩება, აუცილებლად უმაღლეს დონეზე უნდა შევძლო ბიზნესის მართვა. იმისთვის, რომ საქმე უკონკურენტოდ ვაკეთო და ვერავინ შეძლოს ჩემი შარში გახვევა, უნდა მქონდეს იურიდიული განათლებაც. შეიძლება ითქვას, ნამდვილი მოსიარულე ენციკლოპედია ვარ, რომელიც გამუდმებით ზის და მეცადინეობს.

Biker 🏍Where stories live. Discover now