იყო და არა იყო რა ...ეს სწორედ ის სიტყვებია, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ჩემს აწმყოს.
არ ვიცი რა დავარქვა ამ მომენტს (გრძნობას). ზოგი, ცხოვრებაში გამართლებას ეძახის, ზოგი-იღბალს, ზოგიც-დამსახურებულ მონაპოვარს. თუმცა, ეს არაა მთავარი.
რაც ჩემთვის ყველაფერს აღემატება, ეს ისაა, როდესაც პოულობ შენს ნაწილს, იმ ნახევარს, იმ პიროვნებას, ვისთანაც ორმხრივ ჰარმონიაში ხარ და ვისთან ერთადაც სიცოცხლე გაათასმაგებულ ფას იძენს. არაფერია ისეთი საოცარი, როცა ორი არასრულყოფილება ერთად სრულყოფილად ბედნიერია.
ჩვენ ერთმანეთი ვიპოვნეთ და ეს ყველაფერია. სხვა დანარჩენი ამის ფონზე, ყოფითი ილუზიაა.
- კეს. კეს, აქ ხარ?- ღრუბლებიდან ჯეის ხელის დამსახურებით ვეშვები, რომელსაც თვალ წინ მიფრიალებს, რადგან ჩემი გამოფხიზლება შეძლოს. სწრაფად ვიშორებ სახიდან ,,ყურებამდე შეყვარებული" -ის გამომეტყველებას და გონს მოვდივარ. თუმცა, ნანახით უფრო შოკირებული ვრჩები. - მოგწონს აქაურობა? - მეკითხება მომღიმარი სახით და ხელ ჩაკიდებული მივყავარ ხის ბილიკზე, რომელიც საკმაოდ ღრმად იჭრება ზღვაში.
მისმა აღიარებამ ისე დამაბნია, გამაბედნიერა და გამომაშტერა, ვერც კი მივხვდი ისე ამოვყავი თავი იახტების სადგომზე მასთან ერთად.- აბა, ამაზე რას იტყვი? - მკითხა, როცა ერთ-ერთი იახტის წინ დამაყენა.
გაფართოვებული თვალებით მიმოვიხედე ირგვლივ და ბოლოს მზერა იმ მხარეს შევაჩერე, რომელზეც თვითონ მიმითითა.
თეთრ საოცრებებს შორის იდგა და ყველას ყურადღებას მაშინვე იპყრობდა. მუქი ლურჯი და წითელი ფერები ერთმანეთში ირეოდა და ყვითელი გრაფიკული წარწერაც ისე ამშვენებდა, რომ წამით სუნთქვაც შემეკრა, მსგავსი სილამაზის დანახვისას.-"Hope World" ? - გაოცებული სახე, მაშინვე ღიმილში გადამეზარდა, როცა ჯეი ერთი ნახტომით იახტაზე აღმოჩნდა.- ეს, ეს არის შენი სიურპრიზი?