ცხოვრება ცბიერია! როდესაც ხელში ყველა კარტი გაქვს – ის უეცრად ჭადრაკის თამაშს იწყებს.
მე მომწონს სიცოცხლე. ხშირად სასოწარკვეთილი ვყოფილვარ, სევდით შეპყრობილი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ისევ სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრება უბრალოდ დიდი საჩუქარია.მერე რა თუ ბედი თან მეჯახება და თან გვერდს მივლის. მერე რა, თუ ამ ეტაპზე ყველაფერი ისე არ არის, როგორც მინდა. მერე რა, თუ მგონია, რომ უკეთესი მომავალი ჩემთვის არ არის. მერა რაა, თუ... მერე რაა... მერე რაა...
ჩემმა ძმამ მითხრა: ,, ვინც ცხოვრებას არ აფასებს, ის მას არ იმსახურებს''.. მეორე ძმამ კი დაამატა: ,, ბედნიერება ცხოვრებაში- გამუდმებით წინ სწრაფვაა, თუ ამას არ გააკეთებ, თუ ერთ ადგილას გაჩერდები და უბრალოდ თავს დაუხრი ყველას. მის სიმშვენიერეში ვერასოდეს დარწმუნდები''. ჩემმა დამაც დამარიგა: ,, სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა ჯუინ. ისე იცხოვრე, როგორც გინდა. მოიქეცი თავისუფლად, დაარღვიე წესები, აპატიე მარტივად და არასდროს ინანოს ის, რამაც ღიმილი მოგგვარა". ზუსტად არ ვიცი საიდან ამოიწერეს ეს ფრაზები, მაგრამ მათმა სიტყვებმა ყველაფერი სხვა გვარად დამანახა და ენერგია შემმატა.
რაღაცების გაანალიზება მარტივად შევძელი. თურმე ყველაფერი არც ისე ცუდათ ყოფილა, როგორადაც წარმომედგინა. უბრალოდ მე მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო. მეგონა, თუ არაფერი გამოდიოდა, თუ ჩემი ცხოვრების წესი არ იცვლებოდა, ესე იგი ასე იყო საჭირო. მაგრამ, როგორც კი ეს გავაკეთე, ერთი ნაბიჯი გადავდი დამოუკიდებლად, მაშინვე ვიგრძენი, რომ ბედნიერებაც მომიახლოვდა ერთი ნაბიჯით. კარმის არსებობის ვიწამე. თუ კოსმოსში დადებითი ენერგის გაგზავნას შევძლებთ, ის აუცილებლად დაგვიბრუნდება უკან. მშივნელობა არ აქვს, ახლა რამდენად ცუდათ ვართ. ამის გამო არ შეიძლება ყველაფერზე ხელის ჩაქნევა, რადგან უნდა გვახსოვდეს, თუ ჩვენ ახლა ცუდათ ვართ, ეს უბრალოდ ცუდი დღეა და არა ცუდი ცხოვრება. წინასწარ არავინ იცის რა შეიძლება მოხდეს. ყოველი დღიის დაწყება ხომ ახალ შესაძლებლობებს ნიშნავს. ნუ ვიცხოვრებთ წარსულით, უბრალოდ შევძლოთ უკან ჩამოვიტოვოთ ის. თუ ყველანაირ გზას მოვიჭრით უკან დასაბრუნებლად და წინ სვლას განვაგრძობთ, მივხვდებით, რაოდენ მნიშვნელობას შეიძენს ამით ჩვენი არსებობა.