.......

504 69 36
                                    

სამართლიანი იქნებოდა, თუ ბუნება ჩემ ტკივილს, ჩემთან ერთად გაიზიარებდა. ამინდი უნდა გაგიჟებულიყო ჩემი შემხედვარე და წვიმასაც დედამიწის ცოდვები უნდა ჩამოერეცხა. ეგოისტურად მინდოდა, რომ ყველა ჩემსავით სევდიანი ყოფილიყო. მაგრამ, ცხოვრება, ჭადრაკისგან განსვავებით, შამათის შემდეგაც გრძელდება.

მზის სხივები უსირცხვილოდ იჭრებოდა ფანჯარაში, რაც მხოლოდ ერთ სურვილს მიჩენდა: გავქცეულიყავი სადმე ქვეყნის დასალიერში, ჩავმძვრალიყავი ქვესკნელში, იქ სადაც უკუნითი სიბნელე იქნებოდა და ჩემი სული მეგლოვა, რომლის სხეულიც სათამაშოდ გადააქციეს. 

გაქცევის შანსი - არ არსებობს.

,, რომ დაგანაწევრონ და შენი სხეულის ნაწილები, მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებში ჩამარხონ. მაინც გიპოვნი, მიწიდან ამოგთხრი და აქ მოგათრევ. გაითვალისწინე იმ შემთხვევისთვის, თუ კიდევ გაივლებ, შენს უტვინო გონებაში, რომ ჩემგან გაქცევა შეგიძლია'' - წესით უნდა შემშინებოდა, როცა მამაჩემი ეკლებივით მესროდა მის სიტყვებს და გონებაში მიჭედავდა, მაგრამ, წარბიც არ შემიხრია. მის ანარეკლად ვიქეცი და ზუსტად ისეთივე მზერით ვუყურებდი, როგორი მზერითაც ცდილობდა ჩემს დამდაბლებას.

მე, თვითონაც გაკვირვებული ვიყავი, როგორ ვახერხებდი სიმშვიდის შენარჩუნებას, ამ ხნის განმავლობაში. საყვედურები და ჭკუის დარიგებები არ მთავრდებოდა, ჩემი მიმართულებით და მეც პატიოსნად ვიტანდი ყველაფერს. სინამდვილეში ყველაფერი მოჩვენებითი იყო, მინდოდა ისტერიკა მომეწყო, მეყვირა, მეტირა და თავზე დამემხო მთელი სამყარო მათთვის. თუმცა ჯინის სიტყვებს ვებღაუჭებოდი, ხსნას ვეძებდი და სწორედ მათში, ვპოულობდი სინათლეს გვირაბის ბოლოს.

,, ძლიერი იყავი ჯუინ, არ მისცე საშუალება გაგტეხონ. ცოტაც მოითმინე.. ცოტაც და გპირდები, ყველაფერი ისე იქნება შენს ცხოვრებაში, როგორც შენ გინდა. მენდე პრინცესა, მამას არ მივცემ უფლებას, შენც ისევე მოგექცეს როგორც, ჩვენ " .

Biker 🏍Where stories live. Discover now