....

702 79 46
                                    

ბევრჯერ მსმენია: ,,ბედნიერება წვრილმანებშია''. შეიძლება, ეს მართლაც ასეა. შეიძლება, ყოველ ნაბიჯზე თან გვსდევს. უბრალოდ, საჭიროა შეამჩნიო, იგრძნო, გაითავისო. არ მინდა ეგოისტი ვიყო, არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს მადლობელი არასდროს ვყოფილვარ იმით, რაც მაქვს. არ მქონდა თავისუფლება, მაგრამ, სხვა დანარჩენი ყველაფერი მქონდა. მეგონა, რომ მშობლებს არ ვუყვარდი, მაგრამ იმ დეტალების ძებნა დავიწყე, რამაც დამარწმუნა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ვარ. მართალია არ მესმის, მსგავსი სიყვარულის. არ მესმის, როგორ შეუძლიათ მიიღონ ჩემგან მაქსიმუმი, მაგრამ საბოლოო ჯამში ოცი წლის ასაკში კარგი განათლება და მანერები მაქვს. ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, ბევრ სფეროზე მაქვს წარმოდგენა. სრულყოფილ ცხოვრებამდეც კი სულ ცოტა მაკლია, მაგრამ ეს ცოტა ზუსტად ისაა, რაც აქამდე მაკლდა. თითქოს, პაზლი საბოლოოდ შეივსო.

ჩემს ცხოვრებაში ფერები გაჩნდა: ნათელი, თვალწარმტაცი და მბრწყინავი. მზის სხივები გაჩნდა, რომელიც ღრმად აღწევს ჩემს ორგანიზმში და იმ ადგილებს ანათებს, რომელსაც მზე არასდროს შეხებია. ჩემს თავს ვეკითხები, თუ ბოლოს როდის ვიგრძენი თავი ყველაზე კარგად, როდის გამეცინა ყველაზე გულიანად და როდის ვგრძნობდი თავს ყველაზე ბედნიერად. თუმცა ყველა ამ კითხვაზე პასუხი ერთია: ამ წამს.

წამს, როდესაც ჩვენი ტუჩები ერთმანეთს ერწყმიან.
ბედნიერება კოცნას წააგავს. უნდა გაუზიარო სხვას, რომ შენც ისიამოვნო მისით და მეც ვუზიარებ მას.

და მე ამ წამს ბედნიერი ვარ ?

ნამდვილად მაშინ ხარ ბედნიერი, როდესაც გრძნობ, რომ შეგიძლია მისწვდე ვარსკვლავებს, ცერებზე აუწევლად.

მე ჩემი ვარსკვლავი უკვე მოვწყვიტე. მზის სისტემის ცენტრში მდებარე ერთადერთი ვარსკვლავი.

დილიდან, თავს ვერაფერს ვუხერხებ. იმის შემდეგ, რაც გუშინ მოხდა, ჩემი ჰორმონები გაველურდა. მუხლები მიკანკალებს, გულის ცემა მიჩქარდება, ხელის გულები მისველდება. ყველა სიმპტომი ეიფორიას მიქმნის, ამას ვერაფერს ვუხერხებ. ეს გრძნობა გიჟად მაქცევს. ვიძინებ და ვიღვიძებ მასზე ფიქრში. ჩემი თავი მხოლოდ მას ეკუთვნის. სხვა აღარაფერი მახსოვს, არც მაინტერესებს. ეს ფიქრები ავტომატურად მოდის, ჩემგან დამოუკიდებლად.

Biker 🏍Where stories live. Discover now