დილით კლარისას ყვირილი მაღვიძებს..
- გაიღვიძე ლისა!- კარებს აღებს და პირდაპირ ჩემს წინ დგება..- ისევ გაათენე ხო?
- დეიი გთხოვ რა.. მეძინება..
- არა ლისა , ახლავე ადგები და მოემზადები .
- ამ დილაადრიან რა ხდება?- მობეზრებული ვეუბნები და ბალიშიდან თავს დიდი გაჭირვებით ვიღებ.
- დილადრიან? უკვე 2 საათია.. მოემზადე!
- რა ხდება?
- საყიდლებზე უნდა წავიდეთ.
- დააააა...
- ბენთან მივდივართ ვახშამზე- შემომხედა და წარვი ამიწია , როდესაც ჩემს გაკვირვებულ და უკმაყოფილო სახეს შეეჩეხა- შენც ჩემთან ერთად მოდიხარ ელისაბედ..
- ჩემი წამოსვლა რა აუცილებელია?.. თქვენ ზრდასრულები ხართ , ერთად უნდა ივახშმოთ და მე იქ რა ვაკეთო? საშინლად მოვიწყენ.
- მისი ოჯახი უნდა გავიცნოთ.ორი შვილი ყავს და ისინი უნდა გავიცნოთ ახლა გაიგე?
- კიიიი.
-ძალიან კარგი.. ადექი მოემზადე და მოლში წავიდეთ. 7 საათზე ბენი მოგვაკითხავს და წავალთ.
- გასაგებია..- ვეუბნები. კამილი ოთახიდან გადის მე კი მაშინვე სააბაზანოსკენ მივდივარ.. შხაპი ძალიან მჭირდება.
ცხელი წყლის შეხება სიამოვნებას მანიჭებს.მოდით ახლა გეტყვით თუ ვინ ვარ.
მე ელისაბედ მორგანი ვარ 17, მაგრამ მეგობრები და ახლობლები ლისას მიძახიან.
ვცხოვრებ დეიდა კლარისასთან ერთად. ჩემი მშობლები 4 წლის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ ამის შემდეგ კი დეიდა კლარისამ წამომიყვანა და ამ დროის მანძილზე ჩემზე ზრუნავდა. ის დედაჩემის საუკეთესო მეგობარი იყო.ჩემი მშობლების დაღუპვის შემდეგ , თავს საშინლად ვგრძნობდი, არავის ნახვა არ მინდოდა. ჩემი საუკეთესო მეგობრების ნახვაც კი შევწყვიტე.. ოთახიდან არ გავდიოდი და მთელი დღეები სახლში ვიჯექი , მაგრამ ელისონი და ჯეკი დამეხმარნენ ,რომ ისევ ნორმალური ცხოვრება გამეგრძელებინა.
თითქმის ყოველდღე ჩემთან იყვნენ და მარტო არ მტოვებდნენ. სააბოლოოდ, კი ეს ყველაფერი ნამდვილად დამეხმარა.
მიყვარს წერა , კითხვა და მეგობრებთან ერთად ფილმების ყურება..
YOU ARE READING
I'll never fall in love with you(დასრულებული)
Random- არასდროს არ მყვარებიხარ!- მითხრა , მე კი გავშეშდი. არ მინდოდა მას ეს სიტყვები ეთქვა ჩემთვის. - მე მიყვარდი...- დავიჩურჩულე. ვერ მივხვდი გაიგო თუ არა ჩემი ნათქვამი. მინდოდა აქედან გავმქრალიყავი. მინდოდა ყველას და ყველაფერს მოვშორებოდი.