თავი 38

1.5K 107 51
                                    

იმ დღის შემდეგ ჰარი ჩემთან დაკავშირებას ცდილობს, მაგრამ მე ვაიგნორებ და საშუალებას არ ვაძლევ საერთოდ მომიახლოვდეს.
დედაჩემმა გაიგო რომ ორსულად ვარ , თავიდან გაუკვირდა  ,მაგრამ ძალიან გაუხარდა იმ ამბის გაგება, რომ  მალე შვილიშვილი ეყოლებოდა.

- მოდი ესეც ჭამე- მეუბნება დადაჩემი და დაჭრილ ფორთოხალს მიდებს მაგიდაზე

- დედა უკვე ყველა ხილი შევჭამე რაც არსებობს ამ ქვეყანაზე. მეტი აღარ მინდა.

- შენ არა მაგრამ ბავშვს უნდა ასე რომ სასწრაფოდ ჭამე..

- კარგი- ამოვიოხრე და ჭამა დავიწყე. რაც ორსულობის ამბავი გაიგო მის მერე მიფრთხილდება ,მგონი ზედმეტადაც კი.

- აბა არ აპირებ ჰარის შეურიგდე? გეყოთ ამდენი კამათი შვილო.

- არ ვაპირებ.

- აბა ბავშვს უმამოდ გაზრდი? ძალიან  გაგიჭირდებათ ლისა.- გვერდით დამიჯდა- ბავშვს მამა სჭირდება.

- მისი ნახვის უფლებას მივცემ ,რათქმა უნდა თუ მოინდომებს , მაგრამ არ შევურიგდები- მკაცრად განვაცხადე.

- ჯიუტი ხარ , მამაშენივით- გაეღიმა.

- ჰო.. ამაში მას ვგავარ- მეც ვერ შევიკავე მისი გახსენებისას ღიმილი. მართალია მეც და დედასაც გული გვატკინა , მაგრამ ნამდვილად გვაკლია და გვენატრება.

-  მე საყიდლებზე მივდივარ შენ კი ეგ ფორთოხალი ბოლომდე  შეჭამე , შემდეგ ვაშლიც დაჭერი და ისიც მიირთვი. ბავშვს ჭირდება.- თავი დავუქნიე. დედაჩემი ფეხზე ადგა და კარებისკენ წავიდა , მეც უკან გავყევი რომ გამეცილებინა. როდესაც კარი გააღო  , ჰარი გამოჩნდა რომელსაც ცალ ხელში პარკები ჰქონდა , ხოლო მეორე ხელი მაღლა ჰქონდა აწეული.

- ახლა ვაპირებდი დაკაკუნებას- ნერვიულად გაიცინა.

- მიხარია შენი ნახვა ჰარი - გაუღიმა დედაჩემმა- მე უნდა წავიდე.  და ლისა-გამომხედა - რაც გითხარი გააკეთე. ჯერ ფორთოხალი ჭამე შემდეგ კი ვაშლი. ჰარი იცოდე ჩემს ქალიშვილს შენ გაბარებ. ყურადღება მიაქციე რომ ნამდვილად შეასრულოს ჩემი მითითებები.

 I'll never fall in love with you(დასრულებული)Where stories live. Discover now