უკვე ნახევარი საათია რაც კარადასთან ვდგავარ და ვცდილობ რამე ლამაზი ავარჩიო.
ტუმბოზე დადებული ტელეფონი ავიღე და ჩემს გადამრჩენელს დავურეკე.
- ჯეკ უნდა დამეხმარო..
-რა ხდება?- სიცილით მითხრა.
- ვერ გადავწყვიტე რა ჩავიცვა.- დავიბუზღუნე მან კი სიცილი დაიწყო- ნუ დამცინი.
- მაშინ შენთან მოვალ და რამეს ავარჩევთ.
- კარგი გელოდები.ნახევარსაათში უკვე ჯეკი ჩემს სახლში იყო.
- მგონი ეს ჯობია?- ამბობს და წინ წითელ კაბას მიტრიალებს.
- არა ეგ არ მომწონს.
- მოგიხდება.
- არა- ვჯიუტდები.
- მაშიიიინ- სიტყვა გაწელა- აი ეს- კარადიდან მოკლე ღია ფერის გაბა გამოიღო.
- ეს მომწონს..- ვიღიმი..
- როგორც იქნა ჩვენს პრინცესას რაღაც მოეწონა- გაიცინა.- კარგი მე ჯემას უნდა გავუარო , ამიტომ წავედიი.
- კარგი საღამომდე- ჩავეხუტე და გავაცილე.
ჩემს ოთახში ავედი და საღამოსთვის მზადება დავიწყე.
კაბა ჩავიცვი , ცოტა მაკიაჟი გავიკეთე და თმები გავიშალე.
ჩემი თავით კმაყოფილი დავრჩი.
Jasper:
ლისა მოვედი♡ :).ჩანთას ხელი დავავლე და ოთახიდან გავედი.
-კარგად გაერთე.
- მადლობა დეი- გავუღიმე და სახლი დავტოვე.
- ძალიან ლამაზი ხარ- მითხა ჯასპერმა და ლოყაზე მაკოცა.
- მადლობა -გავწითლდი მან კი გაიცინა ამის გამო.
ჯასპერიც ძალიან სიმპატიური იყო. შავი მოტკეცილი შარვალი ეცვა და ლურჯი მაისური , რომლის რამდენიმე ღილი გახსნილი ჰქონდა და მკერდის ნაწილი მოუჩანდა.- თუ ჩემს ყურებას მორჩი იქნებ წავსულიყავით- გაიცინა ,მე კი სირცხვილისგან აღარ ვიცოდი სად წავსულოყავი- კარგი კარგი დაწყნარდი- მოვიდა და ლოყაზე მიჩქმიტა- წავედით.
ŞİMDİ OKUDUĞUN
I'll never fall in love with you(დასრულებული)
Rastgele- არასდროს არ მყვარებიხარ!- მითხრა , მე კი გავშეშდი. არ მინდოდა მას ეს სიტყვები ეთქვა ჩემთვის. - მე მიყვარდი...- დავიჩურჩულე. ვერ მივხვდი გაიგო თუ არა ჩემი ნათქვამი. მინდოდა აქედან გავმქრალიყავი. მინდოდა ყველას და ყველაფერს მოვშორებოდი.