-კარგი რა- გავიგე ჰარის ხმა. როგორც ჩანს ტელეფონზე საუბრობს- ჩემს მიზანს აუცილებლად მივაღწევ- ამბობს.
ვერ ვხვდები ჰარი რა მიზანზე საუბრობს.
- კარგი.. ახლა უნდა გავთიშო- თქვა ჰარიმ. მეც მაშინვე საწოლისკენ წავედი. არ მინდოდა ჰარის დავენახე , თორემ ძალიან გაბრაზდებოდა.
საწოლზე დაწვა და თვალები დახუჭა.
ინტერესი მკლავდა. საშინლად მაინტერესებდა თუ რაზე საუბრობდა.
***
დილით ადრე ვიღვიძებ. თვალებს ვახელ თუ არა , მაშინვე ჰარის ლამაზ სახეს ვაწყდები.. ძალიან საყვარელია!
ხუჭუჭა თმები არეული აქვს, ტუჩები გამობზეკილი და უშფოთველად სძინავს.ხელს ვწევ და მის სახესთან მიმაქვს. ვეფერები თვალებზე , ლოყებზე და იმ ადგილზეც სადაც სიცილის დროს ჩაღრმავებები უჩნდება.
მიყვარს! ვაღიარებ , რომ ჰარი მიყვარს! მის გარეშე არ მინდა ყოფნა.
როცა მეხება ტანში ჟრუანტელი მივლის და უნებურად ვკანკალებ. მისი კოცნა მაბედნიერებს , მინდა ,რომ სულ ჩემს გვერდით იყოს.
ძილის დროს მას ვეხუტები , რაც მამშვიდებს და საშუალებას მაძლევს, რომ ტკბილად დავიძინო. სიზმრებშიც მას ვხედავ.. მის მწვანე თვალებს , რომლებიც ძალიან მიყვარს.ნეტავ მას ვუყვარვარ?. როგორ მინდა ვიცოდე!.
ხელს უკან ვაბრუნებ არ მინდა , რომ გავაღვიძო.
საწოლიდან ვდგები და ჩემს ოთახში შევდივარ.მომზადებას ვიწყებ.
ქვევით ჩავედი და დავინახე , რომ ჰარი სამზარეულოში იყო.- დილამშვიდობის- ვუთხარი.
YOU ARE READING
I'll never fall in love with you(დასრულებული)
Random- არასდროს არ მყვარებიხარ!- მითხრა , მე კი გავშეშდი. არ მინდოდა მას ეს სიტყვები ეთქვა ჩემთვის. - მე მიყვარდი...- დავიჩურჩულე. ვერ მივხვდი გაიგო თუ არა ჩემი ნათქვამი. მინდოდა აქედან გავმქრალიყავი. მინდოდა ყველას და ყველაფერს მოვშორებოდი.