- ნიკ?!- გაკვირვებულმა წამოვიძახე.
ნიკს სახე გაებადრა , ჩემსკენ წამოვიდა და მომეხვია , მეც მოვხვიე ხელები.
- რამდენი დრო გავიდა- თქვა - არ შეცვლილხარ! ისევ ისეთი საყვარელი ხარ!- გაიცინა. ამ სიტყვებზე თვალი ჰარისკენ გავაპარე. ნიკს დაბღვერილი სახით უყურებდა , ალბად ათასჯერ მაინც წარმოიდგინა ნიკის გატყავება.
-ნიკ გაიცანი ეს ჰარია-ჰარისკენ შევტრიალდი. ხელი ხელზე მოვკიდე და ჩემკენ მოვწიე , არც მან დააყოვნა ,მალევე მომხვია ხელები მჭიდროდ წელზე.
- გამარჯობა- გაუღიმა ნიკმა.
- გაგიმარჯოს- ბოხი და სერიოზული ხმით თქვა, შემდეგ კი ხელი ჩამოართვა.
- ჰარი ჩემი შეყვარებულია- ვთქვი.
- მართლა?-იკითხა ნიკმა- ამ.. კარგია , მიხარია.
ვიგრძენი თუ როგორ მომიჭირა ჰარიმ წელზე დადებული ხელი.
-ლისა არ გინდა სადმე შევხვდეთ? ძველი დრო გავიხსენოთ.- გამიღიმა.
- გააჩნია დროს მეგობარო-თქვა ჰარიმ.
- რა?- გაიკვირვა ნიკმა
- მე და ლისას სადმე განსატვირთად გვინდა წასვლა. ამიტომ გააჩნია როდის გინდა შეხვედრა მასთან- თქვა დაძაბული ხმით ჰარიმ. მას გაკვირვებუკმა გავხედე.
- ამ.. არ ვიცი მე..- დაიბნა ნიკი.
- ნიკ შენი ნომერი მომეცი და შეგეხმიანები. ჩვენ გვეჩქარება-თუ აქედან სწრაფად არ წავიდოდით ალბად ჰარი იმასაც კი მოიმიზეზებდა მე და ლისას ქორწილი გვაქვს და ვერ წამოვაო.
- კარგი-მე და ნიკმა ნომრები გავცვალეთ , შემდეგ კი ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
- ეს რა ჯანდაბა იყო?!- იკითხა გაბრაზებულმა ჰარიმ.
- გთხოვ ეჭვიანობის სცენებს ქუჩაში ნუ მომიწყობ. სახლში დავბრუნდეთ და იქ ვისაუბროთ- ჰარიმ რაღაც ჩაიბურტყუნა და გზა გააგრძელა , მეც მას მივყევი.
YOU ARE READING
I'll never fall in love with you(დასრულებული)
Random- არასდროს არ მყვარებიხარ!- მითხრა , მე კი გავშეშდი. არ მინდოდა მას ეს სიტყვები ეთქვა ჩემთვის. - მე მიყვარდი...- დავიჩურჩულე. ვერ მივხვდი გაიგო თუ არა ჩემი ნათქვამი. მინდოდა აქედან გავმქრალიყავი. მინდოდა ყველას და ყველაფერს მოვშორებოდი.