თავი 22

1.8K 120 13
                                    

< 2 კვირის შემდეგ>

უკვე ორი კვირა გავიდა , მაგრამ ჰარი ისევ ისეა.
ყველანი განადგურებულნი არიან.
ყოველდღე იმის იმედით ვახელთ თვალებს , რომ ჰარი გონს მოვა , მაგრამ ამაოდ.

ახლა საავადმყოფოში ვარ და ჯემას ველოდები.
ჰარის ნახვის უფლება ახლახან მოგვცეს. პირველი ჯემა შევიდა. ამ დღეების მანძილზე განადგურებული იყო არ ვიცოდი , როგორ დავხმარებოდი მას.

ჯემა გარეთ გამოვიდა და თან ცრემლებს იწმენდდა.

- რამე შეიცვალა?-იმედიანად ვკითხე.

- უცებ ვიფიქრე , რომ თითები გაამოძრავა , მაგრამ არა..
ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვაა.- ამოიოხრა.

- იმედი არ დაკარგო.. გონს მოვა.- მოვეხვიე.

- ლისა შენი მადლობელი ვარ.. ყველაფრის მიუხედავად მაინც ჩვენს გვერდით იყავი.. არადა ჰარიმ ძალიან გატკინა..

- ჯემა.. არაფერია გთხოვ.. შეიძლება ვნახო?

- კი ,რათქმაუნდა- სწრაფად მიპასუხა.

მედდამ სპეციალური ხალათი ჩამაცვა და მეც არ დავაყოვნე შესვლა.

ჰარის შევხედე. უამრავი მილი ჰქონდა მიერთებული და თავი შეხვეული.

იქვე მდგომ პატარა სკამთან დავჯექი.

- ჰარი..- დავუჩურჩულე. ცრემლებმა თავისით იწყეს დენა- გთხოვ გონს მოდი.. ყველა ველით შენს გამოჯანმრთელებას. ყველას უჭირს. გთხოვ გონს მოდი მათ გამო..- თითები მის სახეს შევახე , რომელსაც პატარ- პატარა შრამები ეტყობოდა- გთხოვ..- ლოყაზე ვაკოცე და რეანიმაციის განყოფილება დავტოვე.

გარეთ გასვლის დროს ჯემა ფეხზე წამოდგა. იმედიანი თვალებით მიყურებდა.

- ისევ ისეა- ამოვიოხრე და კაფეტერიისკენ წავედი.

წყალი ვიყიდე და იქვე ახლოს ჩამოვჯექი.
რა მოხდებოდა თუ ჰარი გონს არ მოვიდოდა? ჩემთვის ძვირფასი ადამინები განადგურდებოდნენ , ამ დროს მე კი ვერაფერს გავაკეთებდი.

 I'll never fall in love with you(დასრულებული)حيث تعيش القصص. اكتشف الآن