თავი 40

1.5K 110 37
                                    

- ლისა მინდა ხვალ სადმე წაგიყვანო.- მითხრა ჰარიმ.

- რაღაც არამგონია რომ ეს კარგი იდეაა- ვთქვი.

- გთხოვ უბრალოდ ერთად გავისეირნოთ..

- კარგი- გზას გავხედე.

- საღამოს მოგაკითხავ- გამიღიმა და მანქანა სახლთან გააჩერა.

-ნახვამდის- კარები გავაღე და  მანქანა დავტოვე.

სახლში შევედი თუ არა დედაჩემი მოვიძიე , მაგრამ ვერ ვოპოვე.

სამზარეულოში მაგიდაზე პატარა წერილი იდო.

ლისა ჩემი მეგობარი შეუძლოდ გახდა და სააავადმყოფოში გადაიყვანეს. ხვალ გვიან დავბრუნდები.
თავს გაუფრთხილდი საყვარელო.
მიყვარხარ♡

წერილი იქვე დავდე და მაცივრიდან წვენი გამოვიღე.
წვენის დალევის შემდეგ ოთახში ავედი  და დავწექი , მიუხედავად იმისა რომ ცოტა ადრე იყო დაღლილს მაინც უშფოთველად ჩამეძინა.

დილით  ცოტა გვიან ავდექი და შხაპი მივიღე.

ქვემოდან ხმაური შემომესმა და შევშინდი.
ხელი იქვე მყოფ ლარნაკს მოვკიდე და კიბეებზე დავეშვი.
ხმაური სამზარეულოდან მოდიოდი.

ლარნაკი ხელში მჭიდროდ დავიჭირე და ზურგით მდგომისკენ დავიძარი.
თავში უნდა ჩამერტყა და სწორედ ამ დროს შემოტრიალდა.

-ღმერთო ლისა!- დაიყვირა ჯეკმა- შენ რა მოკვლას მიპირებდი?

- სახლში როგორ შემოდი? ან არ უნდა გაგეფრთხილებინე? ქურდი მეგონე.

-მერე ლარნაკით აპირებდი ჩემთან გამკლავებას?-გაეცინა.

- ის მითხარი აქ როგორ შემოხვედი?

- დედაშენმა მითხრა რომ შენთვის  მომეხედა.

- აჰ. გასაგებია.

- მოდი ისაუზმე. იმედი მაქვს ჩემს მოკვლას ახლა მაინც არ დააპირებ.

- რატომ?

- ამ.. მე უნდა წავიდე რაღაც საქმე მაქვს და შენთან ერთი ადამიანი მოვა.

 I'll never fall in love with you(დასრულებული)Kde žijí příběhy. Začni objevovat