თავი 8

269 16 2
                                    

სახლში მისვლის თანავე დავწექი, გადაღლილმა , თითქოს, ჩავთვლიმე, მაგრამ ცოტა ხანში სიბნელეში გავახილე თვალები. ოთახში ცხელოდა. მაგრამ გამაგრილებელი იყო ჩართული,  მეცვა მხოლოდ ტრუსი და მოტკეცილი მაისური, რომელიც კანზე მეკვროდა. ჯობდა ფანჯარა გამომეღო, მაგრამ  ტვინი სხვადასხვა ფიქრებით მქონდა გამოტენილი. საათს დავხედე სამი საათი იყო. 


თავის ქალის მარჯვენა მხარე საშინლად მიფეთქავდა.  ფეხშიშველმა მაცივრამდე მივირბინე, კარი გამოვაღე ყინულები გამოვიღე , შემდეგ სააბაზანოში გავედი, სარკეში ცავიხედე და გავშეშდი. სახეზე გაწითლებული ვიყავი.

-ეს როგორ დავუშვი?-ვკითხეე საკუთარ ანარეკლს. - როგორ მიეცი საკუთარ თავს ამდენის უფლება?

შემდეგ თავის ტკივილის ორი ტაბლეტი დავლიე და ლოგინში გავეხვიე.
ვიწექი და ველოდებოდი, როდის დაიწყებდა წამალი მოქმედებას. მახსენდებოდა შუგასთან ერთად მყოფი მარსი. ეს სურათი თავს არ მანებებდა , მხარი ვიცვალე,  ბალიში თავზე დავიფარე  და ამგვარად ვცადე ამ ფიქრების გაქრობა. თუმცა უშედეგოდ.

ფიქრებში გართულს ჩამეძინა.

ოთახში კარების გაღებამ გამომაღვიძა. დედა და მამა სახლში არ იყვნენ. მეი და სოფი ერთად იყვნენ.  ანუ ვიღაც სხვა იყო. ვიღაც უცხო.


ოთახის იატაკზე კი  ვიღაცის ჩუმი,  თავდაჯერებული ნაბიჯის ხმა მოისმოდა. როგორც ჩანს არ ადარდებდა რომ  შემეძლო შემემჩნია. ისე მოძრაობდა თითქოს, თითქოს ზუსტად იცოდა სადაც მიდიოდა.

ლოგინიდან უხმაუროდ გადმოვედი,  და იატაკიდან შარვალი ავიღე.  ხელში მაგრად მეჭირა და საძინებლის კარს მაგრად ავკროდი . კანზე ოფლის წვეთებს ვგრძნობდი. ისეთი სიჩუმე იდგა, რომ  საკუთარი სუნთქვა მესმოდა.

ჩემსკენ შემობრუნდა და შიშისგან არც კი შემიხედავს, ისე შევუტიე ჩემი შარვლით. დაახლოებით ერთი წუთით ვიჭიდავეთ.  შემდეგ ძლიერად მომისროლა. კედელთან დავეცი, შემდეგ, როგორც იქნა, თავი ავწიე - ჩემ წინაშე შარვალ ჩამოოცმული შუგა იდგა .

-ამიხსენი რას აკეთებ?

უგრძნობიWhere stories live. Discover now