ჩემს ოთახში ვზივარ და ვფიქრობ თუ რას წარმოვადგენ. მალე 18 წელი შემისრულდება ეს კი ნიშნავს , რომ საბჭომ " ჩემი მეორე ნახევარი" უნდა შემირჩიოს.
ალბად ძალიან დაიბენით. ფოქრობთ თუ რატომ ერევა ჩვენს ცხოვრებაში საბჭო.
წლების მანძილზე უამრავი ოჯახი დაინგრა. ეს კი პრობლემა იყო ყველასთვის ამიტომ შეიქმნა საბჭო , რომელიც განაგებს და აკონტროლებს ადამიანის ცხოვებას..
როდესაც გოგონა 18 წლის გახდება მას მეწყვილეს ურჩევენ.
რაც შეეხება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში. ბიჭებისთვის ეს შერჩევის პროცესი 20 წლის ასაკში ხდება.ძალიან ვნერვიულობ არ მინდა ცუდი მეწყვილე შემირჩიონ..
ჩემი სახლის მოპირდაპირედ გოგონა ცხოვრობდა.
მას 2 წლის წინ შეუსრულდა 18 წელი და რათქმაუნდა მეწყვილეც აურჩიეს , მაგრამ ამ ბიჭს ფსიქოლოგიური პრობლემები ქონდა.
ძალიან მარტივად ღიზიანდებოდა. როგორც გავიგე, ერთ დღეს იჩხუბეს , ბიჭმა თავი ვერ გააკონტროლა და გოგონა მოკლა.
ეს ამბავი ყველასთვის ტრაგედია იყო. ამის გამო შერჩევამდე ყველას უტარდება სამედიცონო შემოწმება.
მე კი დღეს უნდა ჩამიტარონ სამედიცონო შემოწმება.. ძალიან ვნერვიულობ არ მინდა რამე პრობლემა შეიქმნას..მე ელეანორ პრენტისი ვარ 17 წლის. მყავს ორი საუკეთესო მეგობარი მარია და როუზი.. ძალიან მხიარულები არიან , როდესაც ერთად ვიკრიბებით ყოველთვის ვერთობით.
მისაღებში ჩავდივარ სადაც მშობლები მხვდებიან.
- ელეანორ როგორ ხარ?- მეკითხება დედა. ვერ ვიტა , როდესაც ელეანორს მოძახიან , მაგრამ დედას ეს არ ესმის. არასდროს არ მიძახის ელეს.- ისევ ნერვიულობ?
- კარგად ვარ დე.. ყველაფერი რიგზეა.
- ჩემო ძვირფასო ხომ იცი , რომ შეგიძლია ყველაფერი გვითხრა?- მეკითხება მამა.
- კი მა.. მართლა ყველაფერი რიგზეა- ვამბობ და ვიღიმი.
- კარგი მაშინ წავიდეთ - ამბობს დედა და ფეხზე დგება.
- როჯერ მალე დავბრუნდებით- მამას ემშვიდობება და გარეთ გადის. მეც უკან მივყვები.
YOU ARE READING
Everything is so hard(დასრულებული)
Romanceამ სამყაროში შენ არანაირი უფლება არ გაქვს.. შენს მომავალს, შენთვის უცნობი ადამიანები წყვეტენ. არ შეგიძლია მათ შეეწინააღმდეგო , ეს შეუძლებელია..