👑თავი 20👑

598 47 18
                                    

Author's POV.
გოგონა თვალებს ახელს და ისევ თეთრს ხედავს.
უკვე მობეზრდა ყოველივე ეს.
ერთი თვე.. ერთი თვეა რაც ელე აქ ყავთ გამოკეტილი და როგორც ავადმყოფს ისე ექცევიან.

გოგონა ფეხზე დგება და სწორედ ამ დროს კარები იღება. იქედან კი ექთანი შემოდის.

- წამოდი- ხელს ავლებს და სასადილოსკენ მიათრევს.
გოგონა სალათს იღებს და მაგიდასთან ჯდება.
ჯანგალს იმარჯვებს ხელში.
სალათის ფურცლებს აქეთ-იქით აადგილებს- ჭამე- ამბობს ექთანი და უბღვერს.
ელე ერთს ოხრავს და ჭამას იწყებს.

ერთი დღეც არ გასულა ჰარიზე რომ არ ეფიქრა.
მისი "მკურნალი" ექიმი ამბობს რომ ჰარი მოკვდა მაგრამ ელეს ეს არ სჯერა.

უამრავი  ალბათობა განიხილა იმისა თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყო ჰარი.
ელემ წამით ისიც კი იფიქრა , რომ ჰარიმ მიატოვა , მაგრამ  ეს აზრი მალევე უკუაგდო.
ისევ იმას ფიქრობდა , რომ ჰარი დაიჭირეს.

გოგონამ სალათი დიდი ძალოსხმევით შეჭამა და ფეხზე ადგა.
ექთანი გვერდით ამოუდგა და თავისი პალატისკენ წაიყვანა.

ოთახში შევიდა და იქ ექიმი დახვდა.

- გამარჯობა ელე- გაუღიმა. ელემ უთქმელად ჩაუარა გვერდი და საწოლზე დაჯდა.- როგორ ხარ?- ჰკითხა. უკვე ეზიზღებოდა ეს კითხვა , რადგან ყოველ დღე ამ კითხვას უსვამდნენ.

-უფრო კარგად ვიქნები , თუ ჰარის სანახავად წამიყვანთ!- ბღვერით თქვა გოგონამ.
ქალმა ამოიოხრა.

- მოდი გავიხსენოთ ის პერიოდი როცა ჰარის პირველად შეხვდი.
მინდა რომ  მომიყვე.- ელე ჩუმად იყო და არაფრის თქმას არ აპირებდა.- ძალიან გიყვარდა არა?

- კი- უპასუხა.

- პირველად როდის შეხვდი?- ელემ ის დღე გაიხსენა  და სახეზე ღიმილი გამოესახა.

- სკვერიდან მოვდიოდი და სწორედ ამ დროს შევხვდი პირველად.

- რა იგრძენი?- ექიმი უნტერესით სავსე თვალებით უყურებდა.

- არ ვიცი ამ გრძნობას რა ვუწოდო. - პირველად რა იგრძნო? მაშინვე სიყვარული  არ უგრძვნია , მაგრამ რაღაც განსხვავებული გაჩნდა მის გულში.

Everything is so hard(დასრულებული)Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon