თავი 8

886 56 19
                                    

- კარგი გვეყოს ეს სენტიმენტები- როუზი სიცილით იღებს მთელ ოთახს.

- აბა მომიყევით თქვენი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ- წარბები ავათამაშე.

- შონი საოცარი ადამიანია. ერთად ძალიან ბედნიერები ვართ. დღეს ერთად გავისეირნეთ, პატარა კაფეში წავედით , ბევრი ვისაუბრეთ და მოკლედ ძალიან გავერთეთ.- ნაზად გაიღიმა.

-ძალიან მიხარია შენს გამო- გავიღიმე.- აბა შენ რას იტყვი?- მარიას გავხედე. მან თვალი ამარიდა.

- მარია. რამე მოხდა?-(როუზი)

- ჰოო..- ბუტბუტებს..

- რა მოხდა?- ვეკითხები და მისკენ ვიწევი.

- დღეს ლიამს შევხვდი.

- რაა??- შოკირებული ვუყურებ.

- მერე??- (როუზი)

- მითხრა , რომ მოვწონვარ.

- მაგარია.. შენ რა უთხარი?..

-ვუთხარი მე არ მომწონხართქო- თავი ჩახარა.

- რაა? რატომ?-(როუზი)

- რა აზრი აქვს?.. მალე ისედაც შერჩევა მაქვს.

- ლიამს მეწყვილე ჰყავს?- ვკითხე.

- მითხრა , რომ არ ჰყავს.

- აჰამ...

- იქნებ სიმართლე უთხრა?- ნელა ვკითხე .

- მასთან ერთად ყოფნა მეც მინდა , მაგრამ შემდეგ გული უფრო მეტკინება.

მარია მართალს ამბობს , მაგრამ ის და ლიამი ერთმანეთს ძალიან უხდებიან.

- მარია სიმართლე უთხარი!- უცებ ვთქვი.

- რა?

- ჰო უთხარი.

- კი მაგრა..

- მარია გეყოს! ახლავე წახვალ ლიამს შეხვდები და ყველაფერს ეტყვი გაიგე?!.  მხოლოდ შენს ბედნიერებაზე იფიქრე!

- ელე ეს შენ ხარ?- გაიცინა როუზიმ

- როუზ..- გამაფრთხილებელი მზერით შვხედე.

- ხო კაი ჩუმად ვარ!- თითები ტუჩებზე გადაიტარა თითქოს ელვას იკრავსო.

Everything is so hard(დასრულებული)Where stories live. Discover now