ჰილი ელესთან მივიდა და ყველაფერი უამბო.
- ანუ შევძლებთ აქედან გასვლას?- გოგონას ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდა.
- კი ელე. ამაში მეც და შენი მეგობრებიც დაგეხამრებიან.
- კი მაგრამ ეს როდის მოხდება?
- ჯერ არ ვიცი. ლიამი როდესაც მოვა გეგმას გამაცნობს და მეც განვახორციელებ მას.- გაიღიმა ქალმა.
- დიდი მადლობა ჰილ..- ელეს თვალზე ცრემლები მოადგა- ძალიან დიდი მადლობა..
- არაფრის.. - ქალმა გოგონა გულში ჩაიკრა- უბრალოდ ვერ გავუძლებ თქვენს ტანჯვას. ერთად ბედნიერად ყოფნას იმსახურებთ.
- მადლობა- ამოიჩურჩულა ელემ.
- გვიან მზად იყავი. ჰარისთან წაგიყვან- ჩუმად თქვა ქალმა.
***
უკვე გვიანი იყო , ელე კი ვერ ისვენებდა , ძალიან უნდოდა ჰარის ნახვა.- ელე?- ჩუმად თქვა ქალმა- წამოდი
ელე უხმაუროდ გაჰყვა ქალს უკან და მალევე მიადგნენ ნაცნობ ადგილს.
გოგონა შიგნით შევიდა და გაოცდა როდესაც ჰარი დაინახა.
ბიჭს სახეზე ჭრილობები ჰქონდა.-ჰარი?!- ელე მისკენ გაიქცა და ჰარის სახე ხელებში მოიქცია-ღმერთო რა დაგემართა? კარგად ხარ?
-ნუ ნერვიულობ- გოგონას ხელები ჰარიმ თავის დიდ ტორებში მოიქცია-მე კარგად ვარ ელ.. მომენატრე- ერთმანეთს ჩაეხუტნენ.
- ჰარი რაღაც უნდა გითხა.
- გისმენ- ბიჭი ანერვიულებული დააკვირდა გოგონას.
- მალე აქედან გავაღწევთ.
- რას გულისხმობ ელე?
- აქ თურმე ლიამი ყოფილა და ექიმ ჰილს ესაუბრა. ისინი დაგვეხმარებიან და აქედან გავალთ ჰარი. ერთად ბედნიერები ვიქნებით.
- კარგია პატარავ- გოგონას ტუჩებზე აკოცა- იმედია ყველაფერი გამოვა
***
მეორე დღეს ლიამი ჰილთან მოვიდა გეგმის გასაცნობად- დოქტორო ჰილ?- კაბინეტის კარი შეაღო ლიამმა- შეიძლება?
YOU ARE READING
Everything is so hard(დასრულებული)
Romanceამ სამყაროში შენ არანაირი უფლება არ გაქვს.. შენს მომავალს, შენთვის უცნობი ადამიანები წყვეტენ. არ შეგიძლია მათ შეეწინააღმდეგო , ეს შეუძლებელია..