თავი 12

696 56 35
                                    

სარკესთან ვიდექი და საღამოსთვის ვემზადებოდი.
ალბად გაგიჩნდათ კითხვა თუ რატომ დავთანხმდი ზეინს ვახშამზე.
არ მინდა ილუზიები შემვქნა.
არ მინდა დავიჯერო რომ ჰარისთან ერთად ბედნიერად ცხოვრება შემიძლია.
ეს შეუძლებელია!
სჯობს  ბედს შევეგუო და დავიჯერო ის რომ  ზეინთან ერთად მაქვს მომავალი.

მომზადება დავასრულე თუ არა , მაშინვე ქვევით ჩავედი იქ კი ოფიციალურად გამოწყობილი ზეინი დამხვდა. უნდა ვაღიარო რომ სიმპატიურია.

- ძალიან ლამაზი ხარ!- მიახლოვდება და ხელებს მხვევს

- მადლობა..

- წავედით?- თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ.

***
ზეინი მანქანას რესტორანთან აჩერებს შემდეგ კი გადასვლაშუ მეხმარება.
შენობაში შევდივართ და ჩვენი მაგიდიკენ მივიწევთ.

ზეინი ჩვენთან მოსულ ოფიციანტს შეკვეთას აძლევს , შემდეგ კი მე მიბრუნდება.

- მოგწონს ეს ადგილი?

- კი , ლამაზია- გავიღიმე , მიუხედავად იმისა , რომ ამის განწყობა არ მქონდა.

- იმ დღეს ცუდად იყავი. ახლა კარგად ხარ ჰო?

- კი ყველაფერი რიგზეა.

- ელე რატომ ხარ მოწყენილი?- მკითხა და ცოტა წინ გადმოიხარა.

- უბრალოდ ცოტა გადაღლილი ვარ.- საპასუხოდ მხოლოდ გამიღიმა.

- დიდხანია რაც ქენდალი და ჰარი ერთად არიან?- ვერ მოვითმინე და მაინც ვკითხე.

- საკმაოდ.

- ჰარის ის უყვარს?- იმედი მქონდა რომ ზეინისგან უარყოფით პასუხს მივიღებდი.

- არ ვიცი. ის ამაზე არასდროს არ საუბრობს- მძიმედ თქვა.

- რა მოხდა?- მისი ხასიათის ცვლილებამ გამაოცა.

- ამ ბოლო დროს ჰარისთან ურთიერთობა გამიფუჭდა. არ ვიცი რა მოხდა , მაგრამ ვხვდები რომ რაღაც რიგზე არ არის- ცივმა ოფლმა დამასხა. ვიცი ჰარი ასე რატომ იქცევა. მთავარი მიზეზი მე ვარ.
ჯანდბაა ელე!
ჩემს გამო მათ შორის უთანხმოებაა ზეინმა კი არ იცის ამ ყველაფრის მიზეზი.
იმედი მაქვს ვერასდროს გაიგებს , თორემ ყველაფერი უფრო გართულდება.

Everything is so hard(დასრულებული)Where stories live. Discover now