და მაინც
რას ვეძებთ საყვარელ ადამიანში?
რატომ გვიყვარდება ერთი სიცოცხლის ბოლომდე?
ადამიანი სხვაში საკუთარ თავს ეძებს.
და როცა პოულობს, მაშინ ფიქრობს რომ უყვარდება.
უყვარდება ისე რომ სხვა ვერაფერს და ვერავის არჩევს.
თვალებში უყურებს მას და თითქოს დროს აჩერებს.
მართლაც, თუ ვინმე ისეთისთვის შეგიხედავთ თვალებში, ვინც თქვენთვის ბევრს ნიშნავს ან ნიშნავდა, მიხვდებით რას ნიშნავს დროის გაჩერება და იქ დაკარგვა.
თვალები ყველაზე მეტყველი ნაწილია.
შეიძლება გითხრას ის, რის თქმასაც მისი პატრონი ვერ ბედავს.
სიცოცხლის ბოლომდე ყველას ერთი უყვარს. შეიძლება თავი მოატყუო და დაიჯერო რომ ის შენი ერთადერთი სიყვარული არ ყოფილა, მაგრამ ასე არ არის.
_______________________________
თავი 1
_______________________________
ორივე მათგანი ოცნებობდა შეხვედროდა ერთმანეთს ნებისმიერ გარემოში, მაგრამ არა სატელევიზიო გადაცემის საპირფარეშოში.
ოცნებობდნენ შესძლებოდათ თვითონ ეკონტროლებინათ სიტყვები და ქცევები.
სამწუხაროდ ასე არ მოხდა.
მათ გრძნობებს უკვე 5 წელია სხვა აკონტროლებს.
არ შეუძლიათ ერთმანეთს მშრალი მიყვარხარ უთხრან ისე ხშირად, რომ ეს უკვე მოსაბეზრებელი იყოს.
ყველაფერი გაცნობისთანავე დაიწყო.
ორივე ხვდებოდა იმას, რომ მეგობრები ერთმანეთს ასეთი მზერით არ უყურებენ და შეხებისას ასეთ ელექტროობას არ გრძნობენ.
ყველაფერი ერთ ღამეს დაიწყო.
ლუი და ჰარი ხშირად რჩებოდნენ ერთმანეთთან და ამაში გასაკვირიც არაფერი იყო. მთელ ღამეს ფილმების ყურებასა და ვიდეოთამაშების თამაშში ატარებდნენ.
ამ საღამოს ყველაფერი სხვანაირად მოხდა:
უკვე წვებოდნენ. შუქი ჩააქრეს და საბანში შეძვრნენ. ერთამენთს ზურგები აქციეს და დაძინებას ეცადნენ, მიუხედავად იმისა რომ არცერთს უნდოდა ეს.
ლუი რამდენჯერმე გახვანხვალდა. თავს უხერხულად გრძნობდა. არ უნდოდა ჰარი შეეწუხებინა თავისი უძილობის გამო, ამიტომაც მოძრაობის სურვილის ჩაკვლას ცდილობდა.
ჰარი გაუნძრევლად იწვა. თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი და შავ სივრცეს შეჰყურებდა, იმ იმედით რომ ჩაეძინებოდა.
მაგრამ ძილი არცერთ მათგანს ეკარებოდა.
-ჰაროლდ- ამოიქშინა ლუიმ და საწოლზე წამოჯდა. ბალიში ზემოთ ასწია და მას მიეყრდნო.
ჰარიმ შუქი აანთო, გადმობრუნდა და ლუის მსგავსად დაჯდა.
-რამე გავაკეთოთ რა-ამოიხვნეშა ლუიმ- ვერ ვიძინებ.
-ვერც მე- უპასუხა ჰარიმ.
მოდი რამეზე მაინც ვილაპარაკოთ.
რამე იდეა გაქვს?
__________________
-ესეიგი ის ქერა ასისტენტი იქს ფაქტორიდან?- ხითხითებდა ლუი- არმჯერა.
-არ იყო ცუდი გოგო და ახლაც მაქვს მასთან ურთიერთობა- გაიბუტა ჰარი.
ლუიმ დანებების ნიშნად ხელები ზემოთ ასწია მაგრამ სიცილს მაინც ვერ იკავებდა.
-რაღაც უნდა გკითხო-სერიოზული სახით უთხრა ჰარიმ ლუის და აიძულა თვითონაც დასერიოზულებულიყო.
-გისმენ- ჰარისკენ შებრუნდა ლუი.
-ამ... ანუ.... ბიჭი მოგწონებია ოდესმე?- ჰარის ამ კითხვის დასმისთანავე ლოყები აუწითლდა და წამში ინანა რომ საერთოდ ხმა ამოიღო.
ლუი ცოტახნით დუმდა. პასუხი იცოდა მაგრამ ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა.
-კი- ამოიბურტყუნა ისე რომ თვითონ ძლივს გაიგო. დიდი იმედი ჰქონდა ჰარიმდე ვერ მიაღწევდა მისი ბგერები.
ჰარიმ აქამდე შეკავებული ჰაერი ამოუშვა და ოდნავ გაიღიმა.
-ვინ?
ლუი ისევ ჩაფიქრდა. გადაწყვეტილი ჰქონდა ყველაფერი ეთქვა.
-იცი... ერთია. ახლაც მომწონს.
ჰარის გულში რაღაც ჩასწყდა. თითქოს ეწყინდა და თან გაუკვირდა. სახეზე დიდი გაოცება ჰქონდა გამოსახული.
მიუხედავად გაოგნებისა აცადა მოეყოლა.
ლუიმ ბალიში ჩაწია, ზედ დაწვა, ჭერს თვალები მიაპყრო და საუბარი დაიწყო:
საოცარი ღიმილი აქვს, არაამქვეყნიური ფერის თვალები, ლოყებზე ჩაღრმავებები რომლის დანახვაც ჭკუიდან მშლის, იდიალური თმა აქვს და საოცარი იუმორის გრძნობა. შეუძლია ყველა პრობლემა და ფიქრი ამოგიგდოს თავიდან და ერთადერთი რასაც მასთან ყოფნისას გაიფიქრებ: ღმერთო რა საყვარელია-ა.
ჰარის თვალები აუწყლიანდა. არ იცოდა რატომ ტკენდა ასე გულს ლუის სიტყვები.
არა.
ყველაფერიც კარგად იცოდა.
მას ლუი მოსწონდა. მას შემდეგ რაც ერთანეთი გაიცნეს.
-მე ვიცნობ?- ძლივს ამოღერდა და თვალებში ჩამდგარი წყალი შეუმჩნევლად მოიწმინდა.
-კი- მხრები აიჩეჩა ლუიმ- ძალიან კარგად.
ფიქრები ამაზე ჰარის თავს არ ანებებდა. ცდილობდა გაეგო ვინ იყო, მაგრამ ვერანაირ კვალს დაადგა.
ლუიც ვერ ისვენებდა. აინტერესებდა როდის მიხვდებოდა ჰარი რომ იმ საღამოს მასზე საუბრობდა.
რომ ის არის ერთადერთი, რომელმაც თავი ასე შეაყვარა.
დღეები დღეებს მისდევდა. ამ თემაზე ერთანეთს არ ესაუბრებოდნენ, მაგრამ გონებაში მეტი არაფერი უტრიალებდათ.
ერთ საღამოს, როცა წვეულება მოაწყეს და უგონოდ დათვრნენ, გამბედაობა მოიკრიბეს და ამაზე დალაპარაკება გადაწყვიტეს.
-აღარ უნდა მითხრა ვინ არის? - დივანზე დაეხეთქა ალკოჰოლით გაბრუებული.
-ვინ? - კიდევ ერთი გადაჰკრა ლუიმ.
-აი ის... იმდღეს. მომწონსო რო მეუბნებოდი.
-ვერ მიხვდი?-გაეცინა ლუის და ჰარის გვერდით მიუჯდა.როცა მიხვდა რომ ხმის ამოღებაც აღარ შეეძლო ლაპარაკი განაგრძო- შენ... სხვა ვინ იქნება ისეთი იდიალური და სრულყოფილი. შენ თუ არ მოგწონვარ გავიგებ კარგი? უბრალოდ ამ გრძნობას ვერ ვმალავ. შენთან ყოფნის ყოველი წუთი განუცდელ ბედნიერებას მაინჭებს.
კიდევ ერთხელ ვამბობ რომ გავიგებ თუ იგივეს არ გრძნობ.
უბრალოდ დაივიწყე ეს და არ მისცე უფლება ჩვენს მეგობრობის შორის ჩადგეს.
ლუის თვალები ცრემლებით არვსო.
ჰარი კი წამოიწია და მისი ალკოჰოლიანი ტუჩები ლუისას შეახო.
ეს თანხმობას ნიშნავდა?❤️
YOU ARE READING
Serendipity
Romance. Georgian story. Seredipity (n) finding someone good without looking for it. Story about Larry Stylinson❤️ წარმოიდგინეთ შეხვედროდით საუკეთესო ადამიანს სხვა ეპოქასა და გარემოში. წარმოიდგინეთ ყველაფერი წარმართულიყო სხვანაირად. განა გასაოცარი არ...