პირველი სიყვარულის შემდეგ ყველაფერი იცვლება. არ აქვს მნიშვნელობა რა ძლიერად სცადე, ის მაინც არასდროს არ ამოდის შენ გულიდან და მეხსიერებიან.
_____________________________
5
___________________________
ოთახი სრულად დაიცადა.
ჰარი და ლუი თავის ადგილას იდგნენ.
ოთახში გამეფებული სიჩუმე ორივეს გულს უჩქარებდა.
მათი გახშირებული სუნთქვა და გულისცემა სიჩუმეს ახშობდა.
ეს პარადოქსი იყო.
ლუიმ ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. დივნისკენ დაიძრა და ჩამოჯდა.
ჰარი ვერ მიხვდა რა უნდა ექნა, თავის ადგილზე იდგა და ლუის შეჰყურებდა.
-შენ წასვლას არ აპირებ?- იკითხა ლუიმ და პირიდან სიგარეტის კვამლი ამოუშვა.
-არა- მტკიცედ უპასუხა ჰარიმ და დივნისკენ დაიძრა.
-რატომ? - ლუი ანერვიულდა. ჰარი კი მის გვერდით ჩამოჯდა.
- ვერ ხვდები რომ ახლა ვინმე გჭირდება? თავი არ მოიტყუო რომ მარტო დარჩენა გინდა. - უთხრა ჰარიმ.
ლუიმ ხმა აღარ ამოიღო. იცდოა რომ ჰარი მართალი იყო. ძალიან უნდოდა ვინმეს გვერდით ყოფილიყო. ვინმესთვის ტკივილი გაეზიარებინა.
-ისევ გიყვარვარ? - ლუი ვერც მიხვდა ისე მოწყდა ეს სიტყვები მის ბაგეებს. ფიქრი ხმამაღლა წამოცდა. ჰარი გაშრა. გული აუთრთოლდა და უცნაური გრძნობა დაეუფლა. არ იცოდა რა უნდა ეპასუხა.
წამში ჩაუარა თვალ წინ ყველა განვლილმა მომენტმა. გული სიხარულით აევსო როცა ყველაფერი გაიხსენა.
უცებ ტკივილი იგრძნო. მისი სიხარულით სავსე გული სადღაც გაქრა, ნაწილებად დაიმსხვრა, როცა გაახსენდა როგორ დაშორდნენ ერთმანეთს.
ყველაზე მტკივნეული მომენტი ცხოვრებაში, თავიდან ასე მარტივად არ ამოდის.
ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა.
-არვიცი- ჩაიჩურჩულა ისე, რომ თვითონ ძლივს გაიგონა- ალბათ.
ლუის გულმა რეჩხი უყო. სახეზე აღტაცება გამოესახა, სადღაც გულის კუთხეში იმედის ნაპერწკლამა იფეთქა, რომ შეეძლო მას დაბრუნებოდა.
რომ ისევ ისე ეცხოვრათ, თითქოს თინეიჯერები იყვნენ.
ეთენებინად ღამე ერთად.
დრო საუბარში გაეყვანათ.
ყველაფერი ისევ ისე.
ლუი და ჰარი.
ერთად.
-შეგიძლია დღეს უბრალოდ აქ დარჩე?- ხმა აუკანკალდა ლუი. ხომ შეიძლებოდა ჰარის დაეტოვებინა, იმ ტკივილთან, რომელიც დიდი ხანია ტანჯავს.
შეიძლებოდა არ დარჩენილიყო. წასულიყო... სამუდამოდ.
-ისედაც ამას ვაპირებდი- ჰარის გაეღიმა. გულის სიღრმეში ძალიან უხაროდა მასთან დიდხანს თუ გაატარებდა.
არ იყო აუცილებელი შეხებოდა.
უბრალოდ ეყურებინა.
ლუის გული სიხარულმა მოიცვა. წამში ყველა ჭრილობა შეუხორცდა.
უკვე მოსაღამოვებულიყო.
-ტანსაცმელი უნდა მათხოვო- უთხრა ლუის ჰარიმ. ლუი გარდერობისკენ უსიტყვოდ წავიდა და ხელში სპორტული შარვლით და თეთრი მაისურით დაბრუნდა.
ჰარის ჩაეცინა. ტანსაცმელი გამოართვა და ჩაიცვა.
უკან დაბრუნებულს ლუი უკვე დაწოლილი დახვდა.
თვითონაც დაწვა და ლუის მხარეს გადაბრუნდა.
მას ჰარისთვის ზურგი შეექცია. ჰარიმ ხელი თავქვეშ ამოიდო და უბრალოდ ლუის ზურგს მიაჩერდა.
უნდოდა დარწმუნებულიყო რომ ეძინა.
-ლუი... ლუი? ლუ- ეძახდა.
ლუი ხმას არ იღებდა მიუხედავად იმისა რომ არ ეძინა. მის დაძახებულ ,,ლუ'' ზე ჟრუანტელმა დაუარა.
ჰარიმ ხუთ წუთს კიდევ უყურა, შემდეგ კი მისკენ მიიწია და ხელები წელზე მოხვა.
თავისკენ მჭიდროდ მიიზიდა, თითქოს ვინმე ართმევდა.
მონატრების გრძნობამ მისი სხეული მთლიანად მოიცვა.
ლუის გული აუთრთოლდა, თვალები გაახილა, მაგრამ ოდნავაც არ გაინძრა.
არ უნდოდა მომენტი გაეფუჭებინა. თავი ბედნიერად იგრძნო.
ჰარიმ ლუის სურნელი ხარბად შეისუნთა და ჩურჩულით აღმოთქვა:
-მე მიყვარხარ, ისევ ისე ძლიერ... მაგრამ შენ?
ლუის თვალებიდან ცრემლები გადმოუვარდა, რომლებიც ბალიშზე ყველაზე ჩუმი ხმაურით დაეცა.❤️
YOU ARE READING
Serendipity
Romance. Georgian story. Seredipity (n) finding someone good without looking for it. Story about Larry Stylinson❤️ წარმოიდგინეთ შეხვედროდით საუკეთესო ადამიანს სხვა ეპოქასა და გარემოში. წარმოიდგინეთ ყველაფერი წარმართულიყო სხვანაირად. განა გასაოცარი არ...