8

385 25 17
                                    

You don't cross my mind, you live in it.
________________________________
-ლუი მაღალი სიცხე გაქვს, დარწმუნებული ხარ არ გინდა ექიმს დავურეკო?- ჰარი ლუის საწოლზე იჯდა და ლუის თმაზე ეთამაშებოდა.
-არა, წამლები დავლიე და კარგად ვიქნები- უთხრა ლუიმ და ნაძალადევად გაუღიმა.
-რამე მოგიმზადო? მაგრამ არაფრის გაკეთება ვიცი- ამოიხვნეშა ჰარიმ, ლუის კი ამაზე გაეცინა.
-ნახე რა მოვიტანე, ჩვენი ვიდეოები. ვუყუროთ და იქნებ უკეთესად გახდე.- გაუღიმა, დისკი დივიდიში მოათავსა და ლუის გვერდით მიუწვა. ლუი მაშინვე პატარა ბავშვივით მიეხუტა და მძიმედ ამოისუნთქა. ჰარიმ შუბლზე ხელი მიადო. ლუი ხურდა, მაგრამ ისე არა, როცა მისი მოსვლისას. სიცხე ნელნელა უწევდა. ეს ალბათ მისი ნერვიულობის გამო იყო, ახლახანს დედა დაკარგა, ეს კი ადვილი ნამდვილად არ არის. ლუი ძალიან გაახარა ძველი ვიდეოების ნახვამ და მომენტების გახსენებამ, ჰარის კი უხაროდა, რადგან როგორც იქნა დადგა ის მომენტი, როცა ამ ვიდეობის ყურების დროს აღარ ტიროდა და ლუი გვერდით  ჰყავდა.
-ჯანდაბა, ეს ვიდეო როდის გადამიღე- შეძრწუნებული ლუი ეკრანს უყურებდა, რომელზეც გამოსახული იყო როგორ ცეკვავდა ლუი ბრუნო მარისის merry you ზე, ვიდეოს ჰარი იღებდა, სიმღერას ჰყვებოდა და ლუის დასცინოდა.
-არმახსოვს. როცა ვუყურებ სულ- გაგრძელება ვეღარ შეძლო.- მგონი იტალიაში- არ უნდოდა ლუის რამე ეკითხა.
-ერთ კვირაში კონცერტი მაქვს. ლონდონის დიდ არენაზე. დაპატიჟებული ხარ- უთხრა ლუის და მისი თითებით თამაში დაიწყო. ლუიმ მხრები აიჩეჩა. ჰარიმ კიდევ ერთხელ გადაამოწმა მისი ტემპერატურა, სიცხე დაბლა უწევდა.
-მოდი რამე გამოვიძახოთ- შესთავაზა ჰარიმ.ლუიმ ისევ მხრები აიჩეჩა და უხმოდ განაგრძო ვიდეოების ყურება.- ლუი ავად ხარ. რამე უნდა შეჭამო, თუ გინდა გავალ და რამეს გიყიდი, გამოძახებულის ნაცვლად- შესთავაზა ჰარიმ.
-მოდი პიცა გამოვიძახოთ- თქვა ლუიმ. ჰარიმ ლუის ტელეფონი აიღო და პიცა გამოიძახა. როცა მოიტანეს, მაშინვე ოთახში შემოარბენინა და ხუთი ნაჭერი სულ ძალით აჭამა ლუის. ზუსტად ერთ საათში ლუი გაბერილი კნუტივით ეგდო საწოლზე და კრუსუნებდა.
-ამდენი რატომ მაჭმე- მუცელზე ხელებს ისმევდა.
-იმიტომ რომ ავად ხარ, პიცა კი მსუყე საჭმელი არაა-შუბლზე აკოცა ჰარიმ.
უკვე საღამო იყო. ლუი და ჰარი კი ისევ საწოლზე ისხდნენ.
-დღესაც შენთან დავრჩები-უთხრა ჰარიმ ლუის.
-არ აპირებდი?- გაიცინა ლუიმ. ჰარიმ მხრები აიჩეჩა და ლუი მიიხუტა.
-ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარხარ- უთხრა და დახე მთლიანად დაუკოცნა, რაზეც ლუიმ კნუტივით დაიწყო სახის მანჭვა.
-მეც ძალიან მიყვარხარ მაგრამ დავიხრჩე-უთხრა ლუიმ და გაიცინა.
-შენი ბედი ესაა ტომო: ჩემი სიყვარულისგან უნდა იხრჩობოდე- უთხრა ჰარიმ და კიდევ რამდენჯერმე აკოცა. ლუიმ საპასუხოდ თმები აუჩეჩა და ისე სასაცილოდ დაუყენა, სიცილისგან გულს ვეღარ ითქვამდა.
- მოდი კარაოკე ვიმღეროთ- თქვა ჰარიმ და წამოხტა.
-ღმერთო ჰარი 10 საათია რა კარაოკე აგიტყდა- თავში ხელი შემოირტყა, მაგრამ ამან არ უშველა, რადგან ჰარი უკვე მღეროდა: ladies and gentlemen, this is mambo number five. ლუი სიცილით კინაღამ მოკვდა, როცა დაინახა როგორ ცეკვავდა და მღეროდა ჰარი.
როცა დაასრულა საწოლზე დაჯდა.
-ჰარი ფსიქოლოგთან ნამყოფი ხარ? - სიცილით კითხა ლუიმ.- ახლა კარგად ხარ? იჯერე გული?
ჰარიმ საპასუხოდ მხოლოდ გაიცინა. ისევ ის ლუის ტანსაცმელი ჩაიცვა, რომელიც წინა დღეს ეცვა და საწოლში ჩაწვა. ლუი ისედაც მთელი დღეა წევს, ასე რომ პორდაპირ მას მიუწვა გვერდით და მაგრად ჩაეხუტა.
-მიყვარხარ- უთხრა ლუის.
-გავიგე.
-ბატონო?- წარბი აწია ჰარიმ.
-მეც მიყვარხარმეთქი- თვითონაც მაგრად მოეხვია ჰარის და თვალები დახუჭა. რამდენიმე წამში კი გაახილა.
-შუქის ჩაქრობდა დაგავიწყდა ჰარი.
-ღმერთოოო- ამოიხვნეშა ჰარიმ, ჩამრთველისკენ თვალების სერით გაბაჯბაჯდა და შუქი ჩააქრო.
-დავიღალე და ძალიან მეძინება- ამოიგმინა.
-დაიღლებოდი, რაც შენ იცეკვე- ნიშნისმოგებით უთხრა ლუიმ, ჰარიმ კი იდაყვი ჩაარტყა. ლუიმაც დახუჭა თვალები და დაძინებას შეეცადა.
-მოიცა- უცბად დაიყვირა ჰარიმ.
-ჰმ- არც გაუხელია თვალები, ისე უპასუცა ლუიმ.
-ძილის წინ არ მაკოცე- წარბები შეკრა ჰარიმ, ლუის კი გაეცინა და როგორც ჰარი იტყოდა, ძილის წინ ტკბილად აკოცა.
-ახლა დაიძინე და შენი ხმა აღარ გავიგო- თითის ქნევით გააფრთხილა, მაგრამ ჰარიმ თითზე უკბინა.
-ეეე-ამოიკივლა ლუიმ, ჰარიმ კი გაიცინა.
კიდევ დიდხანს ისულელეს, საბოლოოდ კი თორმეტისკენ ჩაეძინათ. არა, ჰარის ჩაეძინა. ლუიმ კი როგორც იქნა ისარგებლა ჰარის გაჩუმებით და თვითონაც დაიძინა.

დააკომენტარეთ💙

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 22, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

SerendipityWhere stories live. Discover now