7

188 20 2
                                    

I have loved you for the last time..
is it a video?
Is it a video?
________________________________
7
________________________________
მაინც ვერ გაძლეს მთელი დღე დაწოლილებმა,საღამოხანისთვის უკვე ტელევიზორთან ისხდნენ და რაღაც სერიალს უყურებდნენ, რომელმაც სინამდვილეში ვერცერთის ყურადღება მიიბყრო.
ერთობოდნენ ერთმანეთის თმით, თვალებით, სახით, ტუჩებით...
იხსენებდნენ ძველ დროს და ყველაზე დიდ ესთეტიურ სიამოვნებას იღებდნენ.
-ჩვენი ბოლო ჩახუტება გახსოვს? - ჰკითხა ლუიმ ჰარის და მას მთლიანად აეკრო.
ჰარიმ ჩაიცინა.
-რათქმაუნდა...
________________________________
flashback
________________________________
სიმღერა დასრულდა. ეს დასასრულია. ბენდის დასასრული.
ისღა დარჩენოდათ სცენაზე ბოლო სითბო და სიყვარული გამოეხატათ ერთმანეთის მიმართ.
ბოლო ჩახუტებები თითქოს ყველა წინაზე თბილი იყო. მათი გულები ახლა უფრო ახლოს ცემდა.
ლუის და ჰარის ჯერი დადგა. წამით ერთმანეთს თვალებში ჩახედეს.
' ამას გავაკეთებ , რატომაც არა'- თითქოს ორივეს გონებაში გაიელვა ამ ფრაზამ.
ლუიმ მხრები აიჩეჩა და ხელით ანიშნა ჰარის მას ჩახუტებულიყო. მზად არ იყო საოცნებო გრძნობა ხელახლა შეეგრძნო, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც გადადგა.
მაშინვე მიხვდა რამდენად სწორი იყო მისი გადაწყვეტილება, როცა ჰარის ძლიერი მკლავები იგრძნო ბეჭებზე.
'არ იტირო ლუი... არ იტირო ლუი.. ძლიერი ხარ... ამას შეძლებ' უმეორებდა საკუთარ თავს.
ჰარიმ მისი აღელვება იგრძნო... დაიბნა. არ იცოდა რა ექნა. მის ბეჭებს ხელი რამდენჯერმე მოუსვა და სახე უფრო კარგად ჩარგო მის კისერში.
თითქოს ეს ჟესტი დაამშვიდებდა.
ამან მართლაც იმოქმედა. ლუის მოღუშული სახე მალევე გააპო ღიმილმა. იგივე ჟესტი მანაც გაიმეორა.
მიუხედავად ფანების კივილისა, არცერთ არაფერი ესმოდა გარდა ერთისა.
ერთმანეთის გულისცემა...
ეს ხმა ყველა სხვა სიგნალს ბლოკავდა.
დრო იყო ერთმანეთი გაეშვათ.
ყველაფერი 10 წამში მოხდა. მაგრამ ეს მათთვის 10 წლად... 10 საუკუნედ იქცა.
დამთავრდა... ყველაფერი დამთავრდა.

SerendipityWhere stories live. Discover now