2

258 21 0
                                    

ცხოვრებაში უნდა იცეკვო ისე, თითქოს არავინ გიყურებს.
იმღერო ისე, თითქოს არავინ გისმენს.
იცხოვრო ისე, როგორც სამოთხეში დედამიწაზე.
გიყვარდეს ისე, თითქოს არასდროს გეტკინება.
____________________________
2
_______________________________
-გამოდის შენც?- თვალებგაბრწყინებული ლუი შეჰყურებდა ჰარის და ვერ იჯდერებდა რომ ყველაზე დიდი ოცნება აუხდა.
-გამოდის მეც- გაუღიმა ჰარიმ და კიდევ ერთხელ აკოცა. მათი შეხება ყოველ ჯერზე საუცხოო და გასაოცარი იყო.
-რამდენი დღე დავკარგეთ- თავი გააქნია ლუიმ.
-ახლა რა უნდა ვქნათ? ყველას ვუთხრათ? არავის? თუ ვინმე გაიგებს ამის შესახებ? რა უნდა გავაკეთოთ-ჰარი პანიკამ მოიცვა. ჯერ მხოლოდ ჩვიდმეტის იყო და არ იცოდა ამით რამხელა პრობლემა შეიძლება შექმნოდა.
-ჯერ დამშვიდდი და მომენტით დატკბი. ყოველთვის მარტო ვერ დავრჩებით- გაუცინა ლუიმ და მიიხუტა.
ჰარიმ ღრმად ამოისუნთქა და მართლაც გადაწყვიტა ესიამოვნა მომენტით.
შეიძლება ერთ დღეს საერთოდ ვერ ენახა. მაგრამ რატომ? არა ის ყოველთვის მასთან იქნებოდა.
ყოველთვის.
-ჩემთან იქნები? ყოველთვის? - ანერვიულებულმა კითხა. ამაში დარწმუნება სჭირდებოდა. გული სტკიოდა და შიგნიდან რაღაც ჭამდა.
-ყოველთვის. ამაში ეჭვი არ შეგეპაროს - დაამშვიდა ლუიმ და თითები მის ყავისფერ კულულებში აბლანდა. ამაში დარწმუნებული ვერ იქნებოდა, მაგრამ საკუთარ თავს აძლებდა ძალას, რომ ეს ეთქვა.
მათ ცხოვრებაში უამრავი უსაყვარლესი მომენტი იყო. მართალია დიდი ხნით მარტო ვერ რჩებოდნენ, მაგრამ როცა ამის საშუალება ქონდათ, ქალაქგარეთ სახლში იპარებოდნენ და დროს იქ ატარებდნენ. ფილმებს უყურებდნენ.
საჭმელს თვითონ ამზადებდნენ და რომანტიკულ ახშმებს აწყობდნენ.
ერთმანეთს საჩუქრებს უცვლიდნენ.
მომენტებს ვიდეოთი ან ფოტოებით ინახავდნენ.
თუ ტურზე იყვნენ, ღამით ჩუმად გადიოდნენ უცხო ქუჩებში საათობით სახეტიალოდ. უცხო გრძნობა იყო. ერთმანეთს ყოველ ჯერზე ახლიდან იცნობდნენ. ერთად ეცნობოდნენ ყველაფერ ახალს და ამით განუსაზღვრელ ბედნიერევას იღებდნენ.
უჭირდათ დაემალათ საკუთარი გრძნობები ყველას წინაშე.
მართლაც ძნელი არ არის საყვარელ ადამიანს ისე მოექცე, როგორც მეგობარს?
როცა არ შეგიძლია გაამხნევო სცენაზე.
ეს მათ კი არა, ყველას გაუჭირდებოდა.
მისია ბოლომდე ვერ მიდოდა.
ინტერნეტში მაინც ვრცელდებოდა სტატიები და ფოტოები მათ შესახებ. ხალხს მათი წყვილი ძალიან მოსწონდა, მაგრამ მენეჯმენტი ამაზე ცხარდებოდა. ბევრი საყვედური მიიღეს ამის გამო.
იძულებულები გახდნენ ყველა ადამიანის წინაშე ეთქვათ რომ ერთმანეთის მიმართ არაფერს გრძნობდნენ, როცა ერთმანეთი მთელ მსოფლიოს ერჩივნათ.
ჰარი და ლუი თანახმა იყვნენ უარი ეთქვათ საკუთარ კარიერაზე და ერთად, სადმე მიყრუებულ ადგილას ეცხოვრათ. იქ დაბერებულიყვნენ და ერთმანეთი იგივე სიყვარულით და ენერგიით ყვარებოდათ.
ეს იყო ყველაზე დიდი ოცნება.
ოცნებობდნენ ერთმანეთს სხვა სამყაროში შეხვედროდნენ, სადაც უბრალო ადამიანები იყვნენ. სადაც მათ ყველა ქმედებას არავინ განსჯიდა და შეხედავდა კრიტიკული თვალით.
საბოლოოდ მენეჯმენტმა ნელ-ნელა ერთანეთს დააშორა. ერთმანეთს მიყვარხარსაც კი ვერ ეუბნებოდნენ, იმდენად არ ეძლეოდათ საშუალება სიყვარულის გამოხატვისა და მარტო დარჩენის.
დღეები დღეებს მისდევდა, ისინი კი ერთმანეთისთვის უცხოები ხდებოდნენ.
ტკივილს აყენებდათ ერთმანეთისგან შორს ყოფნა მაგრამ გამოსავალი არ იყო.
ასე უბრალოდ ვერ დაანგრევდენენ ყველაფერს და წავიდოდნენ.
ისინი ბენდში იყვნენ. რა უნდა ექნათ.
მენეჯმენტის ახირებები ჭორებთან ერთად იზრდებოდა. იძულებულები გახადეს შეყვარებულები გაეჩინათ.
შეყვარებულები, რომლების მიმართ სიმპათიაც კი არ ჰქონდათ.
იძულებულები იყვნენ ხელი ჩაეკიდათ, ეკოცნათ მათთვის პაპარაცების დასანახად. ბედნიერი სახეებით ეარათ ქუჩაში მიუხედავად იმისა, რომ მათში ბედნიერების ერთი ნაპერეკალიც კი აღარ იყო.
ბედნიერება ორივესთვის უცხო ხილს წამორადგენდა.
საინფორმაციოში ერთმანეთზე გაგებული ჭორები კიდევ უფრო ამძიმებდა მათ სულიერ მდგომარეობას.
ერთადერთი რაც შეეძლოთ ერთანეთისთვის სიმღერა იყო.
სცენაზე ხშირად უყურებდნენ ერთანეთს სიმღერის დროს და ამით ცდილობდნენ მიეხვედრებინათ რომ მათი სიყვარული ისევ ისეთი ძლიერი იყო. რომ არცერთი ნაპერწკალი არ ჩამქრალა მათში.
ბენდის წევრებიც ხვდებოდნენ რომ რაღაც ისე არ იყო. მიუცედავად იმისა არაფერს ეკითხებოდნენ. ლუი და ჰარი რისიც მადლობლები იყვნენ.
თვეები გავიდა.
არაფერი იცვლებოდა.
ერთანეთს უფრო და უფრო შორდებოდნენ, უნდოდათ ეს თუ არა.
ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა მაშინ, როცა ბენდის დაშლა გადაწყდა.
ყველა სასოწარკვეთილი იყო.
მერე რა რომ ერთად არ იყვნენ?
მათ ხომ ერთანეთი უყვარდათ და ბენდი საშუალებას აძლევდათ ერთანეთთან ახლოს ყოფილიყვნენ.
ენით აუწერელია ის ბედნიერება რომელსაც ლუი იღებდა ჰარის თვალებში წამით ჩახედვისას.
ან ის ბედინერება, რომელსაც ჰარი განიცდიდა ლუის ხმის გაგონებაზე.
მხოლოდ ახლა დააფასეს ყველაზე მეტად რას ნიშნავდა ერთ სივრცეში ყოფნა. სიახლოვე.
ახლა სხვა გზით წავიდოდნენ.
ვინ იცის
მეორედ ერთანეთი ვეღარც ენახათ.
ეს მათთვის დიდი შოკი იყო. ამის წარმოდგენაც ზარავდათ, სანამ ეს წარმოსახავა რეალური არ გახდა.
ბენდი ოფიციალურად დაიშალა?
იყო ეს დადასრული?

SerendipityWhere stories live. Discover now